National Science Library of Georgia

ჩაის საშრობი მანქანა

ჩაის საშრობი მანქანა = TEA DRYING MACHINE : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2012 5495 B : (51) A 23 F 3/00 (IPC, 2006) / ინგუშ ჭოლაძე, სოსო გურული, თემურ რევიშვილი, თამაზ მიქაძე, ბახვა დოლიძე, მირზა ჭოლაძე. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2012 04 25 #8. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 9 გვ. ; მუხლები: 1 დამოუკიდებელი ფიგურა: 2. - პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

მანქანა შეიცავს თბოსაიზოლაციო კედლების მქონე საშრობ კამერას 2, რომლის შიგნით განლაგებულია ოთხი ფირფიტოვანი კონვეიერი 3, ჰაერის დამჭირხნ ვენტილატორს 9, თბოაგენტის გასახურებელ ელექტროკალორიფერს 8, ჰაერსადენ არხს 7 თბოაგენტის მისაწოდებლად, კამერის ზედა და ქვედა ნაწილში განლაგებულ რაბულ ჩამკეტებს 5 და 6. კამერის ზემოთ დაყენებულია სწორკუთხედის კვეთის ფორმის ნამუშევარი ჰაერის შემკრებ-გამწოვი თალფაქი 10, რომლის ქვედა ზედაპირი 19 საშრობი კამერის მომიჯნავე მხარეზე პერფორირებულია წრიული ფორმის ნახვრეტებით, რომელთა დიამეტრები თბოაგენტის გაწოვის მიმართულებით თანდათან მცირდება. თალფაქი დაკავშირებულია რაბულ ჩამკეტთან, კამერის ყრუ კედლებთან და პირამიდული ფორმის დიფუზორთან 11. დიფუზორი ჰაერსადენით 12 მიერთებულია ვენტილატორთან 13, რომლის გამწოვი ჰაერსადენის 14 ერთი შტო 15 სარეგულირებელი საკეტით 16 მიერთებულია დამჭირხნ ვენტილატორთან, ხოლო მეორე შტო 17 სარეგულირებელი საკეტით 18 გადის ატმოსფეროში.

5495 ge B 2012-04-25 published Sakpatenti

კვების მრეწველობა ჩაის წარმოება საშრობი მანქანა
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.