National Science Library of Georgia

მცენარეული ნედლეულისაგან გრანულირებული კვების პროდუქტების წარმოების ხერხი

მცენარეული ნედლეულისაგან გრანულირებული კვების პროდუქტების წარმოების ხერხი = Method for Production of Granulated Food Product from Plant Raw : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2002 2667 B : (51) A 23 F 3/00 (IPC, 2006) / სოსო გურული, ბახვა დოლიძე, შოთა მარშანია, ჟუჟუნა მურცხვალაძე, ნანი ძნელაძე. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2002 04 25 N 8. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 7გვ. ; მუხლები: 1 დამოუკიდებელი; 1 დამოკიდებული.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

1. ტექნიკური შედეგი მზა პროდუქციის ბიოლოგიური ღირებულებების ამაღლება, ხარისხის გაზრდა და ასორტი- მენტის გაფართოება. 2. არსი ხერხი ითვალისწინებს მცენარეულ ნედლეულში დანამატის შეტანას, ნარევის გრანულირე- ბას, გრანულების ფორმირებას სფერული ფორმის გრანულების მიღებით და შრობას. მცე- ნარეული ნედლეულის სახით გამოიყენება ხილ-კენკროვანთა ნაყოფების, მაგალითად, ფე- იჰოას (Feijoa sellowiana Berg), აქტინიდიის (Actinidia), კომშის (Cydonia oblo- nga Mill), ხურმის (Diospyros), ქაცვის (Hippophae rhamnoides L), ვაშლის (Malus domestica Borkh), ატმის (Persica vulgaris Mill), მაყვლის (Rubus), ჟოლოს (Ru- bus idaenus L), მოცვის (Vaccinium myrtillus L) პიურესებრი მასა, რომელშიც შეი- ტანება შავი ან მწვანე ჩაის (Thea) ნამცეცები და გამონაცერი და/ან აღნიშნულ ხილ- კენკროვანთა 3-5% ნარჩენ ტენიანობამდე გამშრალი და დაქუცმაცებული ფოთლები. ნა- რევში ხილ-კენკროვანთა ნაყოფების და შავი ან მწვანე ჩაის ნამცეცების და გამონა- ცერის თანაფარდობა შესაბამისად შეადგენს (1,2-1,5):1, ხილ-კენკროვანთა ნაყოფების და მათი ფოთლების თანაფარდობაა შესაბამისად (1,1-1,8):1, ხოლო ხილ-კენკროვანთა ნაყოფების, შავი ან მწვანე ჩაის ნამცეცების და გამონაცერის და ხილ-კენკროვანთა ფოთლების თანაფარდობა კი შესაბამისად (1,1-1,8):(0,1-0,9):(0,1-0,9). გრანული- რების წინ წარმოებს ნარევის თბური დამუშავება, რომლის დროსაც მისი ტენიანობა და- იყვანება 35-45%-მდე. შავი ან მწვანე ჩაის ნამცეცების გამონაცერთან თანაფარდობაა (6-10):1, ამასთან, ხილ-კენკროვანთა ორი ან მეტი კომპონენტის შემთხვევაში საბაზო და დანარჩენ ნაყოფთა თანაფარდობა პიურესებრ მასაში შეადგენს (5-25):1, ხოლო მათი ფოთლებისა კი - (1-30):1. 3. გამოყენების სფერო კვების მრეწველობა.

2667 ge B 2001-10-10 published Sakpatenti

კვების მრეწველობა ჩაის წარმოება გრანული
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.