National Science Library of Georgia

ჩაის კონცენტრატის წარმოების ხერხი

ჩაის კონცენტრატის წარმოების ხერხი = Method for Production of Tea Concentrate : სასარგებლო მოდელის პატენტი [ = Patent for utility model] : (11) GE U 2002 936 U : (51) A 23 F 3/06 (IPC, 2006) / ზაზა ზანდუკელი, ლუარა ქუთათელაძე, ნიკოლოზ ჭელიძე. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45):2002 10 10 # 19. - სასარგებლო მოდელზე პატენტის სრული ტექსტი - 4 გვ. ;

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

1. ტექნიკური შედეგი მზა პროდუქტის ორგანოლეპტიკური მახასიათებლების გაუმჯობესება და ასორტიმენტის გაფართოება. 2. არსი ხერხი ითვალისწინებს ჩაის ნედლეულის მომზადებას, მის ექსტრაქციას ცხელი წყლით, დაყოვნებას, გაცივებას, ექსტრაქტის გამოცალკევებას და მასზე 96%-იანი ეთილის სპირტის დამატებას მთლიანი მასის 20% რაოდენობით, რის შემდეგაც ხდება დაყოვნება 3-4 დღის განმავლობაში და გაფილტვრა. გაფილტვრის შემდეგ წარმოებს კონცენტრირება აორთქლებით მშრალი ნივთიერების 15-30% შემცველობამდე,კონცენტრირებულ ექსტრაქტზე შაქრის დამატება და სიროფის მიღება, ამასთან სიროფის მომზადების დროს დუღილი ხორციელდება მშრალი ნივთიერების 50-60% შემცველობამდე. შემდგომ წარმოებს მიღებუ- ლი მასის კუპაჟირება დანამატებთან, როგორიცაა ლიმონმჟავა, კოლერი და ხილის წვენი და/ან მისი ექსტრაქტი და/ან ნაყენი და/ან ესენცია, დაყოვნება, გაფილტვრა, კონსერვანტის სახით ნატრიუმის ბეზოატის შეტანა და დაფასოება. 3. გამოყენების სფერო კვების მრეწველობა, კერძოდ, ჩაის კონცენტრატების წარმოება.

936 ge Y 2002-10-10 published Sakpatenti

კვების მრეწველობა ჩაი კონცენტრატი
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.