National Science Library of Georgia

სასმისი

სასმისი = DRINKING BAWL : სასარგებლო მოდელის პატენტი = Patent for utility model : (11) GE U 2014 1796 Y : (51) A 45 D 34/04 (IPC, 2006) / დავით გზირიშვილი, იური სიჭინავა, თენგიზ კუკავა, თეიმურაზ დადიანი. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2014 01 27 #2. - სასარგებლო მოდელზე პატენტის სრული ტექსტი - 6 გვ. ; მუხლები: 1 დამოუკიდებელი; ფიურა: 1.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

სასმისი შეიცავს ორი ნაწილისგან შედგენილ კორპუსს, ერთი ნაწილი შესრულებულია ჯამისმაგვარი ტევადობის 1 სახით და დამზადებულია დიელექტრიკული მასალისაგან, მაგალითად ხისგან, ხოლო მეორე შესრულებულია სადგამის 2 სახით და დამზადებულია ელექტროგამტარი მასალისაგან, მაგალითად მელქიორისაგან. სადგამის ძირში განლაგებულია ბგერითი სინთეზატორი 3 და დამოუკიდებელი კვების წყარო 4. სადგამი სადენით 5 დაკავშირებულია ბგერით სინთეზატორთან, ხოლო ელექტროკონტაქტი 6 შესრულებულია ჯამისმაგვარი ტევადობის ფსკერში გამავალი ღეროს 7 და მასთან მოქნილი კავშირით 8 დაკავშირებული ბურთულასაგან 9.

1796 ge Y 2014-01-27 published Sakpatenti

ჭურჭელი სუვენირი სასმისი
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.