National Science Library of Georgia

მემბრანული აპარატი

მემბრანული აპარატი = Membrane Apparatus : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1994 39(4727882) B : (51) B 01 D 63/08 (IPC, 2006) / ზიგფრიდი მონასელიძე, კარლო დომიანიძე, დავითი გელაშვილი, კოტე სანაია, გივი გუგულაშვილი, ვიტალი ღვაჩლიანი, ვასილ ბიბილეიშვილი. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 1989-06-10. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 3 გვ. ; 3 ფიგურა.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

გამოგონება განეკუთვნება ხსნარების უკუოსმოსითა და ულტრაფილტრაციით გაყოფის მოწყობილობებს და შეიძლება გამოყენებულ იქნას მიკრობიოლოგიურ, კვების და ქიმიური მრეწველობის დარგებში. ტექნიკური შედეგი გამოიხატება აპარატის წარმადობის გაზრდის შესაძლებლობაში, რაც მიიღწევა დაწნევის საკნებში გასაყოფი სითხის ტურბულიზაციის გაძლიერების გზით. აპარატი შედგება მილტუჩებისაგან 1,2, მემბრანული ელემენტებისა და შემამჭიდროვებელი სადებების 11 ანაკრებისაგან. სადებები შესრულებულია ჩარჩოს ფორმით, გააჩნიათ კოლექტორული ნახვრეტები 13 და 14, რომლებიც დაკავშირებულნი არიან დაწნევის საკანთან გამანაწილებელი არხებით 15 და 16. სადენებში გაკეთებულია დამატებითი გამანაწილებელი არხები 17 და 18, რომლებიც ნაკადის ღერძის მიმართ განლაგებულნი არიან 870М880 კუთხით. დაწნევის საკანში მიწოდებული ნაკადების გადაკვეთა იწვევს სითხის ინტენსიურ ტურბულაციას უშუალოდ მემბრანის ზედაპ რთან.

39(4727882) ge B 1994-06-15 published Sakpatenti

ხსნარები უკუოსმოსი ულტრაფილტრაცია მიკრობიოლოგიური მრეწველობა კვების მრეწველობა ქიმიური მრეწველობა
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.