National Science Library of Georgia

უწყვეტი მოქმედების ცენტრიფუგა

უწყვეტი მოქმედების ცენტრიფუგა = Continuos Action Centrifuge : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1995 159 B : (51) A 04 B 5/02 (IPC, 2006) / ნოდარ სუპატაშვილი - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 4 გვ. ; ფიგურა:1

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

გამოგონება განეკუთვნება მანქანათმშენებლობას, კერძოდ ცენტრიფუგათმშენებლობას, და შეიძლება გამოყენებულ იქნას კვების მრეწველობის, მეღვინეობის და საკონსერვო წარმოებაში. გამოგონების ტექნიკური შედეგია ყურძნის ტკბილის გაკამკამების პროცესის ინტენსიფიკაცია. უწყვეტი მოქმედების ცენტრიფუგა შეიცავს ტორის ფორმის მქონე როტორს 1, მასში მოთავსებული სითხის ფაზებად გამყოფი ელემენტებით, რომლებიც შესრულებულია ნახვრეტებიანი დიაფრაგმის სახით და ხისტადაა დამაგრებული როტორის 1 ზედაპირზე, მიმწოდებელ 2 და გაყოფილი ფაზების გამოსაშვებ კვანძებს 3 და 4 და ამძრავს 6 და 7, ამასთან ტორის ფორმის მქონე როტორი 1 შესრულებულია ჰორიზონტალურ სიბრტყეში ბრუნვის შესაძლებლობით, ხოლო მიმწოდებელი კვანძი 2 მოთავსებულია როტორის 1 ზედა ნაწილში, ამასთან გაყოფილი ფაზების გამოსაშვები კვანძები 3 და 4 განლაგებულია როტორის 1 ჰორიზონტალური შუა კვეთის განაპირა ურთიერთსაპირისპირო წერტილებში.

159 ge B 1995-12-25 published Sakpatenti

მანქანათმშენებლობა ცენტრიფუგა კვების მრეწველობა მეღვინეობა საკონსერვო წარმოება
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.