National Science Library of Georgia

ავტომატური სალოკომოტივო სიგნალიზაციის კოდური სასიგნალო დენებით ზედდებული სარელსო წრედი წყვეტილი კოდირებით

ავტომატური სალოკომოტივო სიგნალიზაციის კოდური სასიგნალო დენებით ზედდებული სარელსო წრედი წყვეტილი კოდირებით = DISCRETE CODING TRACK CIRCUIT WITH AUTOMATIC LOCOMOTIVE SIGNALIZATION SUPERIMPOSED CODED SIGNAL CURRENT : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2012 5705 B : (51) B 61 L 23/00 (IPC, 2006) / თენგიზ იაშვილი, ალექსანდრე დუნდუა. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2012 12 10 №23. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 8 გვ. ; მუხლები: 1 დამოუკიდებელი. ფიგურა: 2.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

სარელსო წრედი შეიცავს იზოლირებული პირაპირების მეშვეობით გამოყოფილ ლიანდაგის უბანს, მასთან მიერთებულ დროსელ-ტრანსფორმატორებს, მკვებავი მხარის დროსელ-ტრანსფორმატორის სასიგნალო გრაგნილზე კაბელის ძარღვების მეშვეობით მიერთებულ მათანხმებელ ტრანსფორმატორს, მასთან პარალელურად მიერთებულ მკვებავ ტრანსფორმატორს, რომლის ერთ-ერთ მხარში მიმდევრობით ჩართულია ფილტრი, მკვებავი ტრანსფორმატორის პარალელურად რეზისტორის, მცველის, გადამღობი ფილტრის, საგზაო რელეს კონტაქტებისა და მარეგულირებელი ტრანსფორმატორის მეშვეობით მიერთებულ კოდური სასიგნალო დენების გენერატორსა და მიმღები მხარის დროსელ–ტრანსფორმატორის სასიგნალო გრაგნილთან კაბელის ძარღვების მეშვეობით მიერთებულ მიმღებს. მკვებავ მხარეზე წრედი დამატებით შეიცავს მეორე მათანხმებელ ტრანსფორმატორს, რომლის პირველადი გრაგნილი საგზაო რელეს ნორმალურად შეკრული კონტაქტების გავლით მიერთებულია მარეგულირებელ ტრანსფორმატორთან, ხოლო მეორე მათანხმებელი ტრანსფორმატორის მეორეულ გრაგნილთან მიერთებულია რეზონანსული ფილტრი და ამ ფილტრის გამოსასვლელთან მიერთებული კოდური სასიგნალო დენების არსებობის მაკონტროლებელი რელე.

5705 ge B 2012-12-10 published Sakpatenti

ავტომატიკა ტრანსპორტი ლოკომოტივი სიგნალიზაცია
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.