National Science Library of Georgia

ქალკოპირიტის კონცენტრატის გადამამუშავებელი დანადგარი

ქალკოპირიტის კონცენტრატის გადამამუშავებელი დანადგარი = The Device for Treatment of Chalcopyrite Concentrate : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1996 275 B : (51) C 01 G 3/10 (IPC, 2006) / თეიმურაზ ილურიძე, ალექსანდრე ილურიძე. - ქ. მცხეთა: საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 01.06.1996 # 2. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 4 გვ. ; 1 ფიგურა.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

გამოგონება განეკუთვნება სამთო ქიმიის დარგს, კერძოდ, ქალკოპირიტის კონცენტრატის გადამუშავებას.
გამოგონების ტექნიკური შედეგია დანადგარის წარმადობის ზრდა, იზოტოპ აზოტ _ 15 - ის, შაბიამნის, კეთილშობილი ლითონების მიღების შესაძლებლობა.
დანადგარი შეიცავს გამოწვის ღუმელს, კონვერტერს, გოგირდოვანი ანჰიდრიდის დამჭერს, რომელიც შესრულებულია აზოტის იზოტოპის მაცალკევებელი სვეტის სახით, სეპარატორს, ოქროს ორ ექსტრაქტორს, შაბიამნის მისაღებ რეაქტორს, ჟანგბადისა და წყალბადის წყაროს, რომლებიც ერთმანეთთან შეერთებულია ისე, რომ გამოწვის ღუმელი დაკავშირებულია იზოტოპის მაცალკევებელი სვეტის ქვედა ბოლოსთან, ოქროს ექსტრაქტორთან, კონვერტერთან, ჟანგბადის წყაროსთან და შაბიამნის მისაღებ რეაქტორთან, შაბიამნის მისაღები რეაქტორი იზოტოპის მაცალკევებელ სვეტთან, კონცენტრატის სეპარატორი ოქროს ექსტრაქტორთან, კონვერტერი კი წყალბადის წყაროსთან.

275 ge B 1996-06-01 published Sakpatenti

სამთო ქიმია ქალკოპირიტის კონცენტრატი ქალკოპირიტი კონცენტრატი ქალკოპირიტის გადამუშავება დანადგარი
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.