National Science Library of Georgia

ბუნებრივი გაზიდან სინთეზური ბენზინის მისაღები დანადგარი

ბუნებრივი გაზიდან სინთეზური ბენზინის მისაღები დანადგარი = Installation for Obtaining Synthetic Gasoline from Natural Gas : სასარგებლო მოდელის პატენტი [ = Patent for utility model] : (11) GE U 1997 144 Y : (51) C 10 G 27/00 (IPC, 2006) / სამსონ ხადური, ლევან შარიქაძე, გიორგი ღლონტი, მამუკა ჯახუტაშვილი. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 29.01.1997 # 1. - სასარგებლო მოდელზე პატენტის სრული ტექსტი - 6 გვ. ; 1 ფიგურა.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

სასარგებლო მოდელი განეკუთვნება ქიმიურ მრეწველობას, კერძოდ, ბუნებრივი გაზიდან სინთეზური ბენზინის მისაღებ დანადგარს.
სასარგებლო მოდელის ტექნიკური შედეგია დანადგარის მწარმოებლურობის გაზრდა, კონსტრუქციის გამარტივება.
ტექნიკური შედეგი მიიღწევა იმით, რომ გაზის გასუფთავების ბლოკი 5, გაზის კონვერსიის რეაქციის ბლოკი 10 და ბენზინის სინთეზის რეაქციის ბლოკი 15 შეერთებულია სითბომიმომცვლელებთან. ამასთან, გაზის კონვერსიის რეაქციის ბლოკთან 10 მიერთებული რეგენერაციული სითბომიმომცვლელი 7 ახდენს გაზის კონვერსიის რეაქციის ბლოკის 10 სითბური ენერგიის ნაჭარბის უტილიზაციას, ხოლო ბენზინის სინთეზის რეაქციის ბლოკი 15 აღჭურვილია ვენტილებისა 21, 22 და გაზგაყვანილობის კომუტაციური სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს სინთეზის რეაქციის ბლოკის 15 პროდუქციის გაზური კომპონენტების გამოყენებას.

144 ge Y 1997-01-29 published Sakpatenti

ქიმიური მრეწველობა ბუნებრივი გაზი გაზი სინთეზური ბენზინი ბენზინი
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.