National Science Library of Georgia

საკვები საღებავის წარმოების ხერხი

საკვები საღებავის წარმოების ხერხი = Method for Production of Food Colour : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1998 737 B : (51) C 09 B 61/00 (IPC, 2006) / გურამ ფრუიძე, გიორგი კვესიტაძე, მიხეილ ბოკუჩავა. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 01.03.97 # 3. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 5 გვ. ;

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

გამოგონება განეკუთვნება ქიმიის დარგს, კერძოდ კვების ნატურალური საღებავების წარმოების სფეროს და შეიძლება გამოყენებულ იქნეს კვების მრეწველობაში, მედიცინაში, პარფიუმერიაში. გამოგონების ტექნიკურ შედეგს წარმო-ადგენს საღებავის სტაბილურობის გაზრდა, ფერთა გამის გაფართოება და რადიოპროტექტორული და ანტიკანცეროგენული თვისებების გაუმჯობესება. ფენოლური ნაერთების შემცველი მცენარეული ნედლეულის ექსტრაქცია წარმოებს წყლით ან 5-96% სპირტით 20-100°C ტემპერატურაზე, ამასთან, ყვითელი ან ყავისფერი საღებავის მისაღებად ექსტრაქცია წარმოებს წყლით ან 5-40% სპირტით 20-100°C-ზე; მწვანე საღებავის მისაღებად ექსტრაქცია წარმოებს 45-96% სპირტით 20-75°C ტემპერატურაზე ან ყვითელი ან ყავისფერი საღებავის ექსტრაქტს ემატება ინდიგოკარმინი შეფარდებით 500:1-50:1; შავი საღებავის მისაღებად ექსტრაქტს ემატება რძემჟავარკინა ან რკინის ქლორიდი კომპონენტების შეფარდებით 600:1-30:1; წითელი საღებავის მისაღებად ყვითელ, ან ყავისფერ ან მწვანე საღებავის ექსტრაქტს ემატება წითელი პიგმენტების შემცველი მცენარის წვენი ან ექსტრაქტი შეფარდებით 19:1-1:1

737 ge B 1997-03-01 published Sakpatenti

ქიმია საკვები საღებავები კვების მრეწველობა საღებავები
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.