National Science Library of Georgia

საპოხი კონცენტრატი

საპოხი კონცენტრატი = LLubricating Concentrate : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1996 322(1630615) B : (51) C 10 M 137/10 (IPC, 2006) / ჯონ ფედერიკ მარშ, ფრედერიკ ალასტერ ჯიბსენ, ტერენს კოლკლაფ. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 01 06 96 # 2. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 16 გვ. ; ცხრილი: 8.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

გამოგონება ეხება საპოხ მასალებს, კერძოდ საპოხ კონცენტრატს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ავტომობილებისა და ტრაქტორებისათვის.
გამოგონების ტექნიკური შედეგია საპოხი შემადგენლობის დაჟანგვისადმი მედეგობის გაზრდა.
კონცენტრატი შეიცავს მას %: თუთიის დიალკილდითიოფოსფატს 10 _ 50, უნაცრო დისპერგატორს 10 _ 60 და/ან სიბლანტის ინდექსის გამაუმჯობესებელ დისპერგატორს 3 _ 40, ზეთში ხსნად სპილენძის შენაერთს სპილენძზე გაანგარიშებით 0,005 _ 2, მინერალურ ზეთს 100 _ მდე. გარდა ამისა, იგი შეიძლება შეიცავდეს 0,002 _ 8 მას % მაგნიუმზე ან კალციუმზე გადაანგარიშებით მაგნიუმის ან კალციუმის ფუძე სულფონატს ან ფენოლატს. უნაცრო დისპერგატორი შერჩეულია შემდეგი ჯგუფიდან: ალკენილქარვამჟავას რთული ეთერი ან აზოტშემცველი წარმოებული, ალკილფენოლის, ფორმალდეჰიდის და ამინის კონდენსაციის პროდუქტი. სიბლანტის ინდექსის გამაუმჯობესებელი დისპერგატორი შერჩეულია შემდეგი ჯგუფიდან: ეთილენისა და პროპილენის თანაპოლიმერი დამუშავებული მალეინმჟავას ანჰიდრიდითა და დიეთილტრიამინით, ეთილენისა და პროპილენის თანაპოლიმერი დამყნობილი 2 _ ვინილპირიდინზე. ზეთში ხსნადი სპილენძის შენაერთი შერჩეულია შემდეგი ჯგუფიდან: დიარილ _ ან დიალკილდითიოფოსფატი, სპილენძის ნაფტენატი, სპილენძის ოლეატი, სპილენძის თალატი, სპილენძის ნეოდეკანოატი, სპილენძის დითიოკარბამატი,
სპილენძის აცეტილაცეტონატი, სპილენძის 2 _ ეთილჰექსანოატი, სპილენძის ალკილარილსულფომჟავების და სულფირებული ალკილფენოლების მარილები ახალი კონცენტრატი დაჟანგვაზე გამოცდის პირობებში ინარჩუნებს სტაბილურობას. ნიეეაი?ენ

1996 322(1630615) ge B 1996-06-01 published Sakpatenti

საპოხი მასალები კონცენტრატი ავტომობილები ტრაქტორები
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.