National Science Library of Georgia

ელექტროგენერატორი

ელექტროგენერატორი = ELECTROGENERATOR : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2012 5371 B : (51) H 02 K 21/00 (IPC, 2006) / ოთარ ლაბაძე. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2012 01 10 #1. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 21 გვ. ; მუხლები: 1 დამოუკიდებელი; 19 დამოკიდებული; ფიგურა: 6.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

ელექტროგენერატორი შეიცავს კორპუსში 9 მოთავსებულ სტატორსა და როტორს. სტატორი შეიცავს წრიულად განლაგებული ელექტრმაგნიტების ჯგუფებს 11–1, 11-2... . როტორი შეიცავს ლილვზე 1 უძრავად დამაგრებულ ამოზნექილ–ჩაზნექილ კიდურა მაგნიტგამტარებს 3–1, 3–2 და ორმხრივჩაზნექილ შუალედურ მაგნიტგამტარებს 4–1, 4-2, ... , აქსიალურად დამაგნიტებულ ღრუ ცილინდრის ფორმის მუდმივ მაგნიტებს 2–1, 2-2, … , რომლებიც მონაცვლე პოლარულობით დაყენებულია ლილვის მიმართ კოაქსიალურად. როტორის მაგნიტგამტარების პერიფერიულ უბნებში შესრულებული რადიალური განაჭრებით წარმოქმნილია პოლუსური ბუნიკები. სტატორის ელექტრომაგნიტების გულარებს აქვს ორბუნიკიანი ღეროს ფორმა და მათი ღერძები მდებარეობს ლილვის პარალელურად. თითოეული ჯგუფის ელექტრომაგნიტების გულარების ბუნიკები მდებარეობს როტორის შესაბამისი მეზობელი მაგნიტგამტარების ბუნიკებს შორის არსებულ ღრეჩოში. ელექტრომაგნიტების გრაგნილებს აერთებენ წინასწარ განსაზღვრული სქემის შესაბამისად ელექტროგენერატორის მიერ კონკრეტული ფუნქციის შესასრულებლად.

5371 ge B 2012-01-10 published Sakpatenti

ელექტრული მანქანა ელექტროგენერატორი
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.