National Science Library of Georgia

საკედლე ბლოკი

საკედლე ბლოკი = BUILDING BLOCK : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1993 8(1622476) B : (51) E 04 B 2/08 (IPC, 2006) / ზაურ პაპუაშვილი, ნიკოლოზ ქუმსიაშვილი. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 1993 05 01. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 4 გვ. ; ფიგურა: 4.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

გამოგონება განეკუთვნება მშენებლობის დარგს და გამოიყენება სამრეწველო და სამოქალაქო შენობა-ნაგებობათა შემომფარგლავი კონსტრუქციების გარეთა და შიგნითა მზიდი კედლებისათვის.
საკედლე ბლოკი შეიცავს ზედ ძედში ბლოკის ფორმის განმეორებას და პერიმეტრულად კედლებით შემოფარგლულ ჩაღრმავებას 2 ზედა საგებზე 1. ქვედა საგები 3,ბლოკის შუა ნაწილში ღარით გამოყოფილია ორ შვერილად 4,რომლის სიმაღლე დუღაბის ნაკერის 5 სისქით ნაკლებია ჩაღრმავების სიმაღლეზე.ზედა საგების შუა ნაწილში მყოფი ზედა ჩაღრმავება გაყოფილია ორ ჩაღრმავებად,რომელთა სიგანე დუღაბის ნაკერის სისქით აღემატება შვერილების სიგანეს.კედლის წყობისას ჩაღრმავებებში წარმოშობილია ნალისებრი დუღაბის ნაკერი,ამასთან ჩაღრმავებათა და შვერილთა ღერძების გასწვრივ ზედა და ქვედა საგებზე შესრულებულია მათი შესატყვისი მაჰერმეტიზებელი ამონაღები 6 და შვერილები 7.
შემოთავაზებული საკედლე ბლოკი გვაძლევს კედლის სიზისტის გაზრდას ყველა მიმართულებით საარმატურო ღერძების გარეშე.მცირდება დუღაბის მოცულობა და შრომატევადობა,იოლდება თვითგადამკვეთი კედლების კუთხეების შეუღლება და წყობის ორი ან რამდენიმე რიგის ამოყვანა.

8(1622476) ge B 1993-05-01 published Sakpatenti

მშენებლობა ბლოკი კედელი შენობა-ნაგებობა
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.