სალხინო საზანდარი ანუ უქმ-დროების შემაქცევარი სიმღერების კრება :
სკანდარნოვი, გიორგი
სალხინო საზანდარი ანუ უქმ-დროების შემაქცევარი სიმღერების კრება : ძველთა და ახალთა მწერლებისა / შედგენილი და შეთხზული [გიორგი სკანდარნოვის]აგან. - გამოცემა მეხუთე, შევსებული და შესწორებული. (ავტორის სურათით). - [1911]. - 303 გვ. ; 19სმ.
ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი.
წიგნს აქვს საგანგებოდ დამზადებული ყდა.
ფორზაცზე: „ი. გრიშაშ. ქ. თბილის, გამოვიდა ხუთჯერ: 1–1870, 2–1873, 3–1875, 4–1895, 5–1912“. იქვე: „ევანგულა – გვ. VI, „ჩანგის წკიპურტი“–IX, შარი–296, სართი–110, „არავის“ (რობერ. ბორნს) – 287“.
ფრონტისპისზე წარწერა: „ამ წიგნს ვუძღვნი ჩემს იოსებ გრიშაშვილს. გ. სკანდარნოვი. 1914. მაისი. 16“.
გვ. VI. სქოლიოში მოხაზულია მე-2–3 აბზაცი, მიწერილია: „ევანგულა, იხ. ევანგულაზე დიუმას წიგნი „Кавказ“, გვ. 534, ნაწ. II“.
გვ. 13. მე-3 სტროფში ხაზგასმულია მე-3 სტრიქონი. „საშიშრად შარას თვალ შემაჭვირნი“, გასწვრივ მიწერილია: „შ-ს შრიალი“.
გვ. 46. ა. ჭავჭავაძის ლექსის „არ ვინ მართებს“... არშიაზე მიწერილია: „ეს არ არის ა. ჭ-ძის კრებულში“.
გვ. 47. ა. ჭავჭავაძის ლექსის სათაურთან „ჩარგაის ხმაზედ“ მიწერილია: „ჩოლოყაშვილს აკუთვნებს ა. ხახანაშვილი, გვ. 527“. ამავე ლექსის ბოლო სტროფებთან წერია: „დაბეჭდ. 85. ა. ჭ. (ა. ჭ.–1881 წ. იხ. გვ. 85)“.
გვ. 49. ა. ჭავჭავაძის ლექსის „მასურის ხმაზედ“ არშიაზე: „იოსებ მუშვრებისშვილისაგან თქმული („Описание, стр. 463)“.
გვ. 55. ა. ჭავჭავაძის ლექსში „ვაჰ, დრონი, დრონი“ მოხაზულია მე-2 სტროფი, მიწერილია: „მაჯამა აკაკის“.
გვ. 66. ლექსის „საჰარის ხმაზედ“ არშიაზე: „თარგმანია. ი. გრ.“. იქვე ლექსის სათაურის „ქარამის ხმაზედ“ გასწვრივ: „ეს არ არის შესეული ა. ჭ.“
გვ. 70. სათაურთან „შიო მეჭიანურეს (ყარიბის) თქმული სიმღერები“ მიწერილია: „ამ პოეტს ძალიან აქებს ზ. ჭ-ძე. იხ. მისი წიგნი „აკაკი“, გვ. 22“.
გვ. 71. შ. მეჭიანურეს ლექსის „იაყუფის ხმაზედ“ ბოლოს წერია: „შიოზე იხ. პლ. იოსელ. „გიორგი XIII, გვ. 227“. ამავე ლექსში ხაზგასმულია: „დამიპლასტრავს“, არშიაზე: „Пластырь“.
გვ. 73. სქოლიოში მინაწერი: „სად შიო, სად ყარიბი“.
გვ. 83. საიათნოვას ლექსში აღნიშნულია სიტყვა „თუთი“, მიწერილია: „თუთი (სპარსულად) თუთი ყუზ. მფრინავი ზორაბი“.
გვ. 88. ლექსზე „თეჯლისი“ მინაწერი: „სავათნავასაგან ნათქვამი მუხამბაზი ბერად რომ შედგა. სომხის ტერტერა იყო. ეს ლექსი და შენიშვნა მოთავსებულია გრიგოლ ორბელიანის ხელთნაწერ სხვადასხვა პოეტების ლექსების კრებულში, რომელიც ინახება ქ. შ. წ. კ. გ. ბიბლიოთეკა-მუზეუმში, № 3723“.
გვ. 89. სქოლიოში: „ეს ლექსი დაბეჭდილია აგრეთვე ჩუბინაშვილის ქართულ-რუსულ ლექსიკონში, როგორც ნიმუში („თეჯლისი)“.
გვ. 90. საიათნოვას ლექსში „გული არ მშურს და სული შენთვინა“ გადაშლილია: „ამ“, მიწერილია: „მთელ“, მე-3 სტროფში გადაშლილია: „სინათლე“, მიწერილია „ნათელი“, „კარგ“. სქოლიოში: „ეს ლექსიც მოთავსებულია გრიგოლ ორბელიანის ხელთნაწერ ლექსთა კრებულში № 3686“.
გვ. 91. საიათნოვას ლექსთან „ზღვას რას დააკლებს ვარსკვლავის სხივი“ მიწერილია შემცვლელი სიტყვები: „გააშრობს“ და „სიცხე“. ასევე შემდეგ სტროფებთან მიწერილია „თუ გინდ“, „თუ გინდ გაათეთრო“ „ნურვინ მკითხავთ“. სქოლიოში მიწერილია ლექსში გამოტოვებული სტროფი:
„3) ზოგი კაცი არის ეშმაკის მუშა,
ეშმაკის ნაშენი ღმერთმან დაფუშა.
გოგრა არ გახდება შირაზის შუშა,
თუ გინდ მაღლა თახჩაშიც დაიწყოს“.
გვ. 92. ხაზგასმულია სათაური: „ბუდაღ-ოღლანის თქმული სიმღერები“. მიწერილია: „ესაც კარგი პოეტია. ძალიან ბევრი და კარგი ლექსები აქვს სომხ. ევანგულას დავთარში, გვ. 68“.
გვ. 96. ბუდაღ-ოღლანის ლექსების დასასრულს მინაწერი: „აკლია ლექსები (აქვს არტ. გაბუნიას). 1. ლალო, უმანკო, ვით შეგამკო. 2. ეშხით დამწველო, ლერწამწელო... 3. ბულბული ხარ, მგალობელი ვარდზედა... ეს სამი ლექსი არის იმ დავთარში, რომელიც შეუძენია ა. გაბუნიას გ. თუმანიშ-ს ოჯახიდან 4. აკლია: ნარგიზ მიემზგავსება (იხ. ევანგულას დავთარი, გვ. 79). ი. გრ“.
გვ. 97. სათაურში „სტეფან ფერშანგოვის თქმული სიმღერები“ ჩამატებულია: „გრიგოლიჩი“. იქვე „მუხამბაზის“ პირველი სტროფის: „განიფხიზლე გონებავ, რისთვის მოგიწყენია?“ გასწვრივ მინაწერი: „სკანდარნოვაც, ილია“
გვ. 100–101. არშიაზე მიწერილია გამოტოვებული სტროფი:
„იმან უფრო განმიხშირა ურვილი,
არ შემაშრო თვალთა ცრემლის წურვილი“.
„საკვირველი სალხინოა სოფელი
მაგრამ დიდი ცრუ და წუთის მყოფელი,
სულისა და ხორცის შუამყოფელი
მიკვირს ასე და სხვ“.
გვ. 109. გ. ხოსროევის (ალვან-ოღლანის) ლექსში „ვაი რა მეაფსუსები სავსე ტიკო ღვინითა“ ხაზგასმულია: „მანგზილსა“, მიწერილია: „მანძილი? მანგლისი?“
გვ. 141. ლექსის „ახ, დილავ, დილავ, კვლავ სანატრელო!“ არშიაზე: „ეს ლექსი გ. დვანაძეს ეკუთვნის. ცენტრ-არხივში, ხელთ. № 193, გვ. 16“.
გვ. 142. ხაზგასმულია ლექსის სათაური: „ხმა ლოპიანას საფლავიდამ“, მიწერილია: „ეს ლექსი ეკუთვნის გიორგი ორბელიანს. იხ. „ივერია“, 1877, № 18“.
გვ. 181. გ. სკანდაროვის ლექსში „ორთავ თვალის სინათლევ“ გადაშლილია: „სხვაფრივ ნურა გგონია“,... მიწერილია: „მეკიდება გენია“.
გვ. 186. ხაზგასმულია ლექსის სათაური: „ახ თვალებო. თვალებო“, არშიაზე: „ეს ლექსი თორელს მოჰყავს ჟურ. „მნათობში“. (1869 წ., მაისი-ივნისი, გვ. 82)“.
გვ. 262. ლექსთან „ბულბული მწუხარეობს“ მიწერილია: „ზაალ ბარათოვი“.
გვ. 263. ლექსის „ეჰა მთიები მთენია“... ბოლოს მიწერილია: „ბარამ ბარათოვი“.
გვ. 264. ლექსის „ვიხილე საყვარლად ედემის ვარდი“ ბოლოს მიწერილია: „ქობულოვი“.
გვ. 265. ლექსის „აგერ ცაში მზე ბრწყინვალებს“ ბოლოს მიწერილია: „გიორგი ერისთავი“.
გვ. 267. ლექსის „ახ მარალო, მარალო“... ბოლოს: „გ. ყორღანოვი“.
გვ. 272. ლექსის „ახ მთვარევ, მთვარევ“... დასარულს: „გ. რჩეულოვი“.
გვ. 274. ლექსის „თეთრო ბალის კუნწულო“... ბოლოს: „ი. ბაქრაძე“.
გვ. 275. ლექსის „თითონ პატარა, ყური დიდია“... ბოლოს: „ყაზაზ ოსეფასი“.
გვ. 276. ხაზგასმულია სიტყვა: „აჭმაჭუჭი“, მიწერილია: „ლილიპუტა ხალხი“.
გვ. 278. არშიაზე: „იხ. ამ წიგნის 141 გვ.“.
გვ. 280. ლექსის „რომანსი“ დასასრულს მიწერილია: „თარ. მ. ჯორჯაძისა“.
გვ. 283. ლექსის „რა მომწონს შენი? – კარგი ქალობა“... ბოლოს: გრ. აბაშიძე“.
გვ. 285. ლექსის „შემიყვარდა ეგ ხმა ტკბილი“... ბოლოს: „ი. კერესელიძისა თუ აკაკის?“
გვ. 286. ლექსები: „ისევ შენ და ისევ შენ“... და „ღამით ვნახე ჩემი ნინა“... ბოლოს: „ი. დავითაშვ“.
გვ. 287. ლექსის „არავის! (რობერტ ბერნსიდამ“) დასასრულს: „(გ. ქოჩაკიძე). თარგმნა მამია გურიელმაც. იხ. ლიტ. მემკვ., № 1. (ეს ილიასაც მიაკუთვნა „ქართ. წიგნმა“).
გვ. 288. ლექსის „ლოთის ანდერძი. (რუსულიდან)“ ბოლოს: „გ. ორბელიანი“.
გვ. 292. ლექსის „ჰოი ვითარ ვსთქვა“. ბოლოს მიწერილია: „ქეთევან ბატონიშვი“.
გვ. 293. ლექსის „რად გიკვირს პატიმარს მწუხარებანი“... ბოლოს მიწერილია: „თეკლე ბატონიშვი“.
გვ. 294. ლექსის „დრო ცვლილო ბულბულო“... დასასრულს: „პეტრე ლარაძე“.
გვ. 295. ლექსის „შეყრილან ერთად მკრთოლვარენი“... ბოლოს მიწერილია: „იონა მროველი“. იქვე ლექსის: „მართლად ბაფა არ აქვს“. არშიებზე: „1. ეს ლექსი არტ. გაბუნიასაც აქვს. 2. ევანგულას დავთარშიც არის, გვ. 82. (მე მაქვს ეს დავთ.)“ ამავე ლექსის მე-2 და მე-3 სტრიქონებში მოხაზულია: „არც ჭეშმარიტ ძმობასა“ და „არც ფიცით დანდობასა“, არშიებზე მიწერილია: „არც ჭეშმარიტ ძმობასა, არც ფიცსა და ნდობასა (არტ გაბუნ. ვარიანტი)“. გვ. 296. მე-2 სტროფში ხაზგასმულია: „ამ გვარ ორპირობასა“, მიწერილია: „ამ ცრუ განმაშობასა. (არტ. გაბ. ვარიანტი“) ხაზგასმულია: „შარული!“ მიწერილია: „დრო შეიქნა შარული“ (რუსის შარი ხარ?) – სადაური სიტყვაა?“, ტექსტის ბოლოს მიწერილია: „ქიჩიკნოვ“.
სარჩევში: გვ. 3. მოხაზულია: „სტეფან ფერშანგოვის თქმული სიმღერები“, არშიაზე მიწერილია: „იხ. პ. იოს. „მეფე გიორგ. ცხ.“, გვ. 319 . გვ. 8. ხაზგასმულია: „ახ. ღამევ, ღამევ, იოლჩი-ოღლანისა“ მიწერილია: „ახ დილავ, დილავ (იხ. 141)“; იქვე ხაზგასმულია სათაური: „მიყვარს მე ჩემის ქვეყნისა!“, მიწერილია: „განდეგილისა“; ხაზგასმულია: „ჩემს ვარსკვლავს“..., მიწერილია: „ვისია? ი. კერესელიძისა??“
წიგნში დევს ანი ლაზარიდი-ციციშვილის ხელით გადაწერილი „მუხამბაზი“:
„კრონოზის დარათ დასადარად აღმობრწყინდები
ედემად ხარობ, შროშან დარობ, ქუფრად ბზინდები.
კაშკაშებ მთვარედ, ყოველს არეს არ დაბინდები
ეს გვიკვირს, სიდამ მოგიზიდამ მშვილდ რაინები
ლალ ბროლ შეთხზულო ბაგე
მკლულო წყნარ მოღიმდები.
მნათი მდიდარი ხარ ცისკარი განთიადისა
ღაწვისა ხალნი არს მრავალნი ნარნარადისა
ტრფიალთ სასურო და საწყურო დღე მარადისა
ლხინო და შვებავდა გონებავ გულითადისა
დაუვიწყარო ირემთ წყარო ტკბილ მოდინდები.
ნეტარ ვინც ღირსა ტან ალვისა ხელთ შეხებ
თუ დრო გასტანებს, არ ინანებს მისა თნებასა
მრავალსა ჭირსა დასატირსა [იხსნის] ვნებასა
ჩვენ ამათებით მივეცემით უფსკრულებასა
ვინცა მებრალვის და მეწყალვის მუნ დადგინდები.
დისკო ცნობილო მნათო ზრდილო (?) მწვამს ციაგები
ასპიროზ დარო ტანად სარო ხარ ანაგები.
ვარსკვლავთა რაზმო შეაკმაზო ბგენთ განაგები
ვითარნო ჩემნო და საჩემნო გამკობს ბაგები
მნათობის წესად უაღრესად აღმოჩინდები.
სუმბულთა თმანი ფეროვანი ბროლ ყელს შვენია
მწველობს თვალები და ხალები ღაწვს მოჰფენია
კავმან კაწაწმან მოსაღვაწმან გვიგზნო გენია
ცრემლი გვასურნოს მან გაჰკურნოს ეზდენ სენია
მსწრაფლ განუგეშებ ბუდაღ ოღლანს ნუ მოსწყინდები“.
ტექსტის ბოლოს მიწერილია: „ანი ლაზარიდი. 1935. 25/XII. ევგენი გამრეკელის არქივიდან“. არშიებზე ი. გრ. ხელით მიწერილია ზოგიერთი სიტყვის გასწორება. 1-ლი სტროფის გასწვრივ წერია: „რაინდები“ და „მკულო“. მე-4 სტროფის გასწვრივ წერია: „ბგენთ(?) თუ ბრძენთ“.
მეორე ცალის კანზე: „დედასია. დედაჩემის წიგნებიდან. ჩადებული ქაღალდები იმისია“.
წიგნის ბოლოს: „დედას – ი. გრ“.
მესამე ცალის ყდის მე-2 გვერდზე: „გვ. 167. მაჩხანელის ლექსია“.
ფორზაცზე: „ეს წიგნიც (დუბლ.) შევიდეს ჩემს ძირითად ფონდში: „ჩემი შენიშვნები: გვ. 78, 270, 284, 234, 278, 274, 268, 208–11, 167, 38“.
თავფურცელზე ყოფილი პატრონის ბეჭედი: „სამსონ დავითის ძე ცოტაძე“.
გვ. 38. ბესიკის ლექსში მოხაზულია ორი სტროფი: „მე მონად შევქმნილვარ ერთისა მზისა“ და „არც დღეა ჩემთვის დღე-არც ღამე-ღამე“, მიწერილია: „ეს სხვისია“. იმავე ლექსის ბოლოს: „(ეს ლექსი მირზაჯანასიაო!? იხ. „ლიტ. და ხელოვნება“, 1948 წ., № 28, გვ. 3)“.
გვ. 78. შიო მეჭიანურის თქმულ ლექსს „ცეცხლი მოედოს, ვინც რომ ენდოს“... მიწერილი აქვს: „ამ ლექსს მიბაძა რ. ერისთავმა“.
გვ. 167. ლექსს „ნუ მეტრფი“ მიწერილი აქვს: „ეს ლექსი მგონი დ. მაჩხანელისაა (უნდა შევამოწმო!). ი. გრ.“.
გვ. 204. ლექსს „შენ ჩემი ხარ, მე შენი“ მიწერილი აქვს: „(იხ. სპ. ჭელიძეს გამოცემა „სალამური“, გვ. 37 ი. გრ)“.
გვ. 212. სკადარნოვას ლექსში „ეჰა, ვარდო, არ გამცვალო სხვაზედა“... სტრიქონი:
„ვიცი, ბევრნი იზმენ შენზედ ცოლობას, ხოლოდ ვერსად ჰპოვებ ჩემებრ ხმოსანი“... შესწორებულია და მიწერილია:
„ვიცი შენზედ შეექმნებად ცილობა(?)
სად იქნება ჩემნაირი ხმოსანი?“.
იქვე სქოლიოში: „ვითარც მიყვარხარ შენა“... შესწორებულია: „როგორ მიყვარხარ შენა“.
გვ. 262. ზ. ბარათოვის მუხამბაზის ბოლო სტროფი ხაზგასმულია და მიწერილი: „ხომ არ აკლია“. ხაზგასმულია სახელი: „ზაალი“, მიწერილია: „ზაალ ბარათაშვილი“.
გვ. 263. ლექსში „ეჰა მთიები მფენია“ ხაზგასმულია სახელი: „ბარამი“, მიწერილია: „ბარამ ბარათაშვილი“.
გვ. 265. ლექსთან „საარის ხმაზედ“ მიწერილია „გ. ერისთავი“.
გვ. 267. ლექსის „რასტის გუშას“ ბოლოს მიწერილია „გ. ყორღანოვი“.
გვ. 268. „მუხამბაზის“ სტრიქონში „დღე და ღამე ვდგევარ შენი კარზედა“ – გადახაზულია სიტყვა „შენი“ და მიწერილია: „მე შენს“. ხაზგასმულია სტრიქონი: „ჩემგნით ნუ იღებ ხელი“ და შესწორებულია: „გთხოვ არ ამაღო ხელი“. ხაზგასმულია: „შამჩი – მელქო“, მიწერილია: „შამჩი მელქო (გულქანოვი)“.
გვ. 271. ლექსის „ახ ღამევ ღამევ“... ბოლოს ხაზგასმულია: „აღაზადა მე...“ მიწერილია: „აღაზადე-ბატონისშვილია ი. გრ“.
გვ. 272. ლექსის „ახ მთვარევ მთვარევ“... ბოლოს მიწერილია: „გრ. რჩეულიშვილი“.
გვ. 273. ლექსში „ახ წვიმავ, წვიმავ“... ხაზგასმულია სტრიქონი: „წვიმავ მაისი, შენ გელოდება“... და წერია: „ი. გრ. იხ. ბარნოვის მოთხრობა „ხურდა“. მე-2 სტროფში ხაზგასმულია „ყოველთა ყვავილს“ და შესწორებულია: „ყველა ყვავილი“.
გვ. 284. ლექსის „შემიყვარდა ეგ ხმა ტკბილი“... ზემოთ წერია: „ი. კერესელიძე (?).“
გვ. 285. ლექსს „ისევ შენ და ისევ შენ“ მიწერილი აქვს: „ლადო აბაშიძის ლექსი, ნინო ორბელიანის ძმისა. ი. გრ“.
[ფ.ა.]
ქართული ლიტერატურა
821.353.1-1