National Science Library of Georgia

ტრანსდერმალური თერაპიული სისტემა და მისი მიღების ხერხი

ტრანსდერმალური თერაპიული სისტემა და მისი მიღების ხერხი = Transdermal Therapeutic System and Method for Its Obtaining : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1997 993(4742774) B : (51) A 61 L 15/03 (IPC, 2006) / ფრიც სტანისლაუსი, ჰანს-რაინერ ჰოფმანი, ანს-იოჰიმ ჰუგერი, აკსელ კნოხი, გერჰარდ შნაიდერი, ტომას ჰილე. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 1997 15 05 # 7. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 20 გვ. ;

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

გამოგონება განეკუთვნება მედიცინას და ეხება ტრანსდერმალურ თერაპიულ სისტემას ფიზოსტიგმინის კანზე დასატანად და მისი მიღების ხერხს.
ტექნიკური შედეგია ისეთი ტრანსდერმალური სისტემის შემუშავება და მომზადება, რომელიც უზრუნველყოფს ფიზოსტიგმინის მდგრადობას (ან სტაბილურობას) და მის კონტროლირებად გამოყოფას სისტემიდან 24 საათის განმავლობაში.
ტრანსდერმალური თერაპიული სისტემა შედგება აქტიური ნივთიერებისათვის შეუღწევადი შრისაგან, მწებავი რეზერვუარული შრისაგან, რომელიც შეიცავს 70-90 წონ.% პოლიმერულ მასალას სტიროლისა და 1,3 _ დიენის, პოლიიზობუთილენის ან აკრილატის და/ან მეტაკრილატის საფუძველზე, აუცილებლობის შემთხვევაში ჰიდრირებული კანიფოლის რთულ ეთერებს,
0-12 წონ. % პლასტიფიკატორს რთული ეთერების საფუძველზე, აქტიური ნივთიერების დეპო-შრისაგან, რომელიც შეიცავს 45-60 წონ.% ფიზოსტიგმინის 25-30%_იან ხსნარს და მოცილებად დამცავ შრისაგან.
ტრანსდერმალური თერაპიული სისტემის მისაღებად პოლიმერულ მასალას შეურევენ პლასტიფიკატორს, დაიტანენ ანტიადჰეზიურ საფუძველზე, რომელსაც შემდეგ აცილებენ. მიღებულ მატრიცაზე ათავსებენ საფეიქრო საფუძველს, რომელზედაც დააქვთ ფიზოსტიგმინი დეპო - შრის წარმოქმნით.


993(4742774) ge B 1997-15-05 published Sakpatenti

მედიცინა ტრანსდერმალური თერაპიული სისტემა ფიზოსტიგმინი
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.