სიბრძნე-სიცრუისა /
ორბელიანი, სულხან-საბა, 1658-1725
სიბრძნე-სიცრუისა / სულხან-საბა ორბელიანი ; გიორგი ლეონიძის რედაქციით და წინასიტყვაობით. - შრომა, 1928 - CCXVI, 239 გვ. ; 19 სმ.
ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი.
თავფურცელზე წარწერა: „პოეტს ი. გრიშაშვილს. გ. ლეონიძე, 8. III. 1929“.
სუპერზე: „ი. გრ. იხ. ჩემი შენიშვ. ლექსიკონში.“
თავფურცელზე: „პეტრე უმიკაშვილმაც ავტორის გვარი ასე დასწერა: “სულხან-საბა ორბელიანი“. (იხ. მისი გამოც.) ჩემი შენიშ. ლექსიკონშია“.
თავფურცელზე მიკრულია ქაღალდის ნაჭერი მინაწერით: „სიბრძნე-სიცრუეს“ (ნ. მთვარელიშვილის გამოცემას) იწუნებს ვინმე დრიანკელი. (იხ. „ივერია“, 1894 წ., № 2). P. S. აქ მოხსენებულია, რომ ზ. ჭ-ს ჰქონდა საბას სხვა არაკების წიგნიც „სწავლათა კიდობანი“ და რატომ არ მოიხსენია ავტორმაო“.
ფორზაცზე: „ამ წიგნზე ძმაბიჭური რეცენზია ს. კაკაბაძისა („მნათობი“, 1928, № 11–12, გვ. 250)“.
გვ. VII. სქოლიოში მოხაზულია: „სხ.“ არშიაზე მიწერილია: „სხვა“ ამნაირ გამოკვლევებში არ შეიძლება.“
გვ. XVI–XVII შორის დევს: 1. გაზ. „მუშის“ 1927 წ. 17 აპრილის ნომრიდან ამოჭრილი ცნობა ს. ს. ორბელიანის „სიბრძნე-სიცრუისას“ გამოცემის შესახებ. 2. ქაღალდის ნაჭერი მინაწერით: „სიბრძნე-სიცრუე“ ნ. მთვარელიშვილის რედაქციით. რედაქტორს შეუდარებია სხვადასხვა ხელთნაწერები ვარიანტებისათვის და ისე განუმარტავს. გაბმული ამბავი დაუყვია ცალ-ცალკე იგავ-არაკებად და თვითეულისათვის შესაფერი სახელწოდება მიუცია. („ივერია“, 1893, № 255)“.
გვ. XXXII. მოხაზულია მე-3 აბზაცი, მიწერილია: „იხ. მ. ჯანაშვილი „ტფილისი“, გვ. 90“. აქვე ხაზგასმულია „ოცდა ორი ფუტი“, არშიაზე: „თუ 2, დედანში ორია“. ხაზგასმულია: „ჭრელი ტილოთი“, მიწერილია: „სუზანი.“
გვ. XXXIV. ხაზგასმულია ადგილები, მიწერილია: „მ. ჯანაშვ.“ და „ჩემიდან“. მოხაზულია „ფიალები“, მიწერილია: „ფიალა“ არა აქვს ავტორს.“
გვ. CLXXX. სქოლიო მოხაზულია, არშიაზე წერია: „იხ. პ. უმიკაშვ. გამოც. გვ. XI“.
გვ. CXCI. ხაზგასმულია: „ვარდანულ არაკებში“, არშიაზე: „იხ. ე. თაყაიშვილი“.
გვ. CXCIV. სქოლიოში ხაზგასმულია: „იხ. „მოგზ.“, მიწერილია: „რომელი წლისა?“
გვ. CXCIX. ხაზგასმულია: „გმირები ქართულ ზღაპრებისა“, არშიაზე: „მოლა მასრადინა ვისია?“
შმუცტიტულზე: „I. ტექსტი თითქმის გადაბეჭდილია პ. უმიკაშვილის გამოცემიდან (1871). II. სათაურები თითქმის გაკეთებულია მთვარელიშვილის გამოცემიდან. ყოველ შემთხვევაში უნდა აღნიშნულიყო, სათაურების მიცემის პრიორიტეტობა და დაყოფა პირველად მთვარელიშვილს ეკუთვნის, ამის აღნიშვნა საჭიროა, ასეთი უანგარო და ჩუმი მოღვაწის (ნ. მთ.) მიმართ, მაშინ როდესაც ეხლა ცხვირის დაცემინებასაც ერთგვარ მიღწევათ სთვლიან. ი. გრ. 1929. 13. II.“
გვ. 196. ლექსიკონში მოხაზულია: „თალარი“, არშიაზე: „ბესეტკაა, ეს სიტყვა საბას მოგზაურობაში აქვს.“ ხაზგასმულია: „თეფში – გადახსნილი საინი“. არშიაზე: „ვინ არ იცის? არ ვარგა-გახსნა? პირგადაშლილი სჯობს“. ხაზგასმულია: „თოქმაჩი – თითბერის ჩამომსხმელი“, მიწერილია: „ჩემიდან - ბოჰემა, გვ. 241. თოქმაჩი ასე მხოლოდ მე მაქვს ახსნილი. დ. ჩუბინაშვილს აქვს „კვერისმცემელი“ სამჭედლოში. ჩემი ახსნა სწორეა, მაშ რატომ არ ვწერივარ?“.
გვ. 202. ხაზგასმულია: „რუმბი – დიდი ტიკი ძროხის ტყავისა“, არშიაზე: „საბას აქვს ზროხა. საყოველთაო სახელია“. სქოლიოში: „რუმბს აკეთებენ კამეჩის ტყავისაგან, უკეთეს შემთხვევაში რუსეთის წოპე ხარისგან, არას გზით ძროხისგან არ შეიძლება გაკეთდეს, სხვა არა იყოს რა ძუძუები დაუშლის“.
გვ. 204. ხაზგასმულია: „სელის“ ახსნა: „შესაკრავ-გასახსნელი – სკამი“, მიწერილია: „მთვარელიშვ.“ ხაზგასმულია სიტყვა „სიმწყაზარეს“ ახსნა: „სითეთრე, სილამაზე“. მიწერილია: „მთვარელიშვ. სცდება, თეთრი მწყაზარი არ არის. მაშ მწყაზარი თუა წითელი, იხ. გვ. 201.“
გვ. 206. ხაზგასმულია: „უშუღლარი“, მიწერილია: „უშუღლარია“. მოხაზულია გვ. მაჩვენებელი: „46“. არშიაზე: „ამ გვერდზე არ არის მგონი“. „ფოლორცის“ ახსნაში გასწორებულია კორექტ. შეცდომა: „შუვა-შუკა“. ხაზგასმულია სიტყვა: „ფუნდუკის“ ახსნა: „სასტუმრო სახლი“, მიწერილია: „(ქარვასლა), მთვარელიშ. იმეორებს.“
გვ. 207. მოხაზულია სიტყვა: „ქუფრი“, მიწერილია: „იხ. საბა. თუ საბა გადაუთვალიერებია, ქუფრსაც ნახავდა. არა! ბრმად აუღია მთვარელიშ.“ ხაზგასმულია: „ყასაბი“, მიწერილია: „რა ახსნა უნდა“.
გვ. 208. ხაზგასმულია: „ყია – ყელის ყანყრატო“. არშიაზე: „ყანყრატო კიდევ სად არის? უნდოდა გადაეკეთებინა და რა გამოვიდა“.
გვ. 211. ხაზგასმულია: „ხარგა – ბალნის კარავი“. არშიაზე: „რატომ ბალნის, რა ბალნის, რათ იმეორებ შეცდომითვე თ. მთვარელიშვილს. იხ. მთვარ. წიგნი.“ ხაზგასმულია: „ხეიბარი – დაშვებული კაცი“, მიწერილია: „ალბათ დაშავებული, არა?“ (ხეიბარი – инвалид)“.
გვ. 212. ხაზგასმულია: “ხურო – დურგალი, მთლელი“. არშიაზე: „ხურო არის ტივის ხის მხერხავი, მთლელი – როგორ შეიძლება“. ამავე გვერდზე ტექსტის ბოლოს წერია: „P. S. ეს ლექსიკონი ორიოდე უმნიშვნელო სიტყვის დამატებით გადმობეჭდილია პირწმინდათ მთვარელიშვილის გამოცემიდან („სიბ. სიცრუე“, 1903 წ.) ახალ რედაქტორს მთვარ.-ის ახსნა გადაუსხ.-გადმოუსხავს. (მაგ. „მოცხარი“ – ხე მჟავე ნაყოფიანი (მთვ.) –მოცხარი – „მჟავე ნაყოფიანი ხე (ლ.). რაც ჩაუმატებია, ისიც სწორედ არ არის ახსნილი, (მაგ. რუმბი და სხვ.) ამ ლექსიკონის შედგენა უფრო ადვილი იყო (თვითონ საბას ლექსიკონს მოიშველიებდა, მაგრამ არ ჩაუხედნია (მაგ. „ქუფრი“).“
ორბელიანთა [ბარათაშვილთა] გენეალოგიური შტო
დანართი: ლექსიკონი, გვ. 189-233
2მ. 50კ., ყდით 2მ. 80კ.
ქართული ლიტერატურა ქართული ალეგორიული რომანი ქართული ლიტერატურის ისტორია და კრიტიკა
821.353.1-391+821.353.1(092ორბელიანი,სულხან-საბა)