National Science Library of Georgia

მოწყობილობა პლაზმური რკალის ტემპერატურული ბალანსის დასადგენად

მოწყობილობა პლაზმური რკალის ტემპერატურული ბალანსის დასადგენად = Device for Setting-Up Temperature Balance of Plazma Arc : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1997 1134 B : (51) G 01 K 17/00 (IPC, 2006) / გივი მცხეთაძე, ვაჟა მენთეშაშვილი, ვლადიმარ ცოცხაძე, ბორის ბათიაშვილი, თეიმურაზ ლოლაძე, ნიკოლოზ მენთეშაშვილი. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 1997 07 15 №11. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 7 გვ. ; 2 დაუკიდებელი მუხლი; 3 ფიგ.

– პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

გამოგონება განეკუთვნება თბომეტრიას, კერძოდ, მოწყობილობებს ტემპერატურული ბალანსის დასადგენად პლაზმური რკალის გამოყენებისას.
ტექნიკური შედეგი გამოიხატება ტემპერატურული ბალანსის დადგენის ხარისხის ამაღლებაში.
მოწყობილობა შეიცავს მბრუნავ, ჰორიზონტალურად განლაგებულ, ორი 2 და 3 საიზოლაციო სადებით 4 გაყოფილ, ღრუ ნაწილისაგან 2 და 3 შემდგარ კალორიმეტრს 1, პლაზმატრონს 14, მათი სითხით გაცივების სისტემას, თერმოწყვილებს 19-23, წყვილ-წყვილად ჩაყენებულს კალორიმეტრის, პლაზმოტრონის კათოდისა და სანთურის საქშენის სითხით გაცივების სისტემის შესასვლელსა და გამოსასვლელში. კალორიმეტრის ერთი ბოლო დახურულია და დაკავშირებულია ამძრავთან 7, მეორე კი ღიაა და მოთავსებულია მაცივებელი სითხის შემკრებში 5, ამასთან, კალორიმეტრის გაცივების სიტემის გამოსასვლელში 18 ჩაყენებული თერმოწყვილი 23 განლაგებულია სითხის შემკრების ფსკერთან.

1134 ge B 1997-07-15 published Sakpatenti

თბომეტრია ტემპერატურული ბალანსი პლაზმური რკალი
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.