National Science Library of Georgia

ლექსები /

გრიშაშვილი, იოსებ, 1889-1965

ლექსები / ი. გრიშაშვილი ; პორტრეტი მხატვარ უჩა ჯაფარიძისა ; გარეკანი და თავსართავები მხატვარ დ. ქუთათელაძისა. - საიუბილეო გამოცემა. - სახელგამი, 1944 - 190 გვ. : პორტრ. ავტ. ფაქსიმ. 2გვ. ; 21სმ.

წანართი: გამომცემლობისაგან. გვ. 3; წერილი ბელადისადმი ჩემი უბნიდან ფაქსიმილე, გვ. 6-7

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი.
წიგნი ტყავგადაკრულ ყდაშია ჩასმული და შმუცტიტულზე დაბეჭდილია ტექსტი: „ქართული ლექსის ოსტატს და წიგნების მესაიდუმლეს ჩვენს ძვირფას სოსო გრიშაშვილს სახელგამის სავაჭრო სამმართველოს მწიგნობრებისაგან: კაკუშაძე ნოე, გვახარია ვარლამ, პეტრიაშვილი მირიან, თაბუკაშვილი მიხეილი, მერაბოვი ივანე, თევდორაძე მელიტონ, ბერიძე ფილიპე, დვალიშვილი გრიგოლ, პეჩკო ვასილი, გოგავა ლუკა, მუშკუდიანი ალექსანდრე, კიკნაველიძე პლატონი“.
წიგნში დევს ქაღალდი მინაწერით: „ნაძღვენია. წარწერით“.
მეორე ცალის ფორზაცზე ფანქრით: „იუბილარს. მე მგოსანი არა ვარ,
„ალბათ აღარც ვიქნები,
ამიტომაც არა მაქვს,
საკუთარი წიგნები,
მაგრამ მე შენს „ბარაშკა“-ს
ჩავაქსოვე ეს გული
და მოგიძღვენ საჩუქრად
შენივ ლექსთა კრებული. ინჟ. კაპიტანი.
გ. მ. ლოლაძე. ქ. თბილისი. სახ. ოპერის თეატრი. 30 ოქტომბერი. 1944 წ.“


30მ.

ქართული პოეზია

821.353.1-1
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.