National Science Library of Georgia

ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი :

ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი : საცდელი მონაკვეთი / რედ. არნ. ჩიქობავა ; საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის კომისია. - თბილისი : საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა და სტ., 1948. - XIV, 212 გვ.

გვართა შემოკლებანი, გვ. XII-XIV. ფორზაცზე: „ის ეგზემპლჲარი რომელსაც ჩემი შენიშვნები აქვს, ჩავაბარე ს. იორდანიშვილს. 1949 წ. 2. მარტს. P. S. ეს „ნაკვეთი“ ჩემი ბიბლ-ისთვის გამოვართვი. ი. გრ.“.
გვ. 34. ხაზგასმულია: „ფიცრული“, არშიაზე კითხვის ნიშანი და მიწერილია: „ყუთივით“.
გვ. 40. ხაზგასმულია: „ბავშურ-ი“. მიწერილია: „ბავშვური“.
ფორზაცთან ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის კომისიის თხოვნა გრიშაშვილის სახელზე, ლექსიკონის საცდელ მონაკვეთზე წერილობითი შენიშვნების მიწოდების შესახებ. თხოვნას ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ს. იორდანიშვილი. არშიაზე მინაწერი: „ჩავაბარე 2 მარტს 1949. ი. გრ.“
წიგნში კონვერტი, რომელშიც თავმოყრილია: 1. ბლოკნოტი გრიშაშვილის ჩანაწერებით. ჩამოთვლილია რამდენიმე სიტყვა, რომელიც განმარტებითი ლექსიკონის საცდელ მონაკვეთში არ შესულა და გრიშაშვილს კი, როგორც ჩანს, ეს საჭიროდ მიუჩნევია. მაგ.: აიძრობს, აიძურწება, აკაზმა, აკაწკაწებს, აკეთილშობილებს და სხვ. 2. მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობის ცნობები განმარტებითი ლექსიკონის ბეჭდვის შესახებ რუსულ ენაზე, ამოჭრილი გაზეთიდან და „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი“, ამონაჭერი გაზეთიდან, არშიაზე მინაწერით: „კომ.“, 1949, № 211, 23 ოქტ.“
მეორე ცალის თავფურცელზე: „ამხ. ს. ეულ-ქურიძეს კომისიისაგან. 23 II. 49“. იქვე მიწერილია: „ვიყიდე ბუკინისტებთან“.


ლექსიკონი ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი

81'374.3=353.1
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.