National Science Library of Georgia

ჰელიკობაქტერიული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა ურეაზის საფუძველზე

ჰელიკობაქტერიული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა ურეაზის საფუძველზე = Urease-Based Vaccine Against Helicobacter Infection : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2001 2429 B : (51) A 61 K 39/106 (IPC, 2006) / ემილია სარაგა, ჟან-პიერ კრაეჰენბუჰლი, რეინერ ჰაასი, ირენ კორტეზი-თეულაზი, ქეთრინ დევინ, პიერ მიჩეტი, ანდრე ბლუმი. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45) : 2001 05 25 N10. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 53 გვ. ; მუხლები: 4 დამოუკიდებელი; 27 დამოკიდებული. ფიგურა: 7.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

1.ტექნიკური შედეგი
ჰელიკობაქტერიული ინფექციის შედეგად გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობის გაუმჯობესება და გართულებების შემცირება.
2.არსი
ძუძუმწოვრებში Helicobacter-ის მიმართ იმუნურ რეაქციას იწვევენ მათ ლორწოვანზე Helicobacter ურეაზას სტრუქტურული სუბერთეულების ეპიტოპების შემცველი პოლიპეპტიდის შეყვანის გზით. ძუძუმწოვრებში ჰელიკობაქტერიული ინფექციის თავიდან აცილებისა და მკურნალობისათვის მათ ლორწოვანზე შეყავთ Helicobacter-ის ანტიგენსპეციფიკური Ig A ანტისხეული. ჰელიკობაქტერიული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიცავს Helicobacter ურეაზას სტრუქტურული სუბერთეულების ეპიტოპების შემცველ პოლიპეპტიდს და ფარმაცევტულად მისაღებ მატარებელს ან განმზავებელს. Helicobacter-ით ინფიცირებულ ძუძუმწოვრებში იმუნური რეაქციის განსასაზღვრად მათ ლორწოვანზე შეყავთ ზემოაღნიშნული ვაქცინა და საზღვრავენ ძუძუმწოვრის გასტროინტესტინალური ტრაქტის ნიმუშში არსებულ Helicobacter-ის პოლიპეპტიდის ანტისხეულებს.
3.გამოყენების სფერო
მედიცინა, გასტროენტეროლოგია.

2429 ge B 2001-02-10 published Sakpatenti

მედიცინა გასტროენტეროლოგია ჰელიკობაქტერიული ინფექცია ვაქცინა ურეაზი
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.