National Science Library of Georgia

ფართოზოლიანი ოპტიკური გამაძლიერებელი

ფართოზოლიანი ოპტიკური გამაძლიერებელი = WIDE-BAND OPTICAL AMPLIFIER : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1997 935(4894477) B : (51) H 04 B 10/12 (IPC, 2006) / პაულ ლორენსე სკრივენერ, ჯორჯიო გრასო. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 1997 06 15 # 11. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 2 გვ. ;

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

გამოგონება განეკუთვნება ელექტრობის დარგს, კერძოდ, შუქსატარებს, რომლებიც ლაზერული გამოსხივების გასაძლიერებლად შეიცავენ მალეგირებელ ნივთიერებებს. ტექნიკური შედეგი - აღწერილი აქტიური შუქსატარების გამოყენება უზრუნველყოფს ფართო დაშვების საწარმოო ტიპის ლაზერული წყაროების მიერ გენერირებული გადაცემის სიგნალების გადაცემას ელექტროკავშირის ხაზებით და ამასთან, სტაბილურ გაძლიერებას, სიგნალის წყაროს რეალური გამოსხივების მნივნელობისაგან დამოუკიდებლად. გამოგონების არსი - აქტიური შუქსატარი შესრულებულია მონაცვლე მონაკვეთების სახით, რომელთაგან ერთი წარმოადგენს პირველადი და მეორადი გულარების სახით შესრულებულ ორგულარიანი ბოჭკოს მონაკვეთს, ხოლო მეორე - ერთგულარიანი ბოჭკოს მონაკვეთს, ამასთან, ერთგულარიანი ბოჭკოვანი მონაკვეთის გულარი შეიცავს მალეგირებელ ფლუორესცენციულ ნივთიერებას, ერთგულარიანი ბოჭკოვანი მონაკვეთის გულარი და ორგულარიანი ბოჭკოვანი მონაკვეთის პირველადი გულარი ერთმანეთთან შეერთებულია ოპტიკურად, ორგულარიანი ბოჭკოვანი მონაკვეთის მეორადი გულარი შემოსაზღვრულია ორგულარიანი ბოჭკოვანი მონაკვეთის ბოლოებზე, ამასთან, ორგულარიანი ბოჭკოვანი მონაკვეთის პირველადი და მეორადი გულარები ერთმანეთთან დაკავშირებულია ტალღის სიგრძის დიაპაზონში, რომელიც დევს ერთგულარიანი ბოჭკოვანი მონაკვეთის ლაზერული გამოსხივების ტალღების დიაპაზონში და განსხვავებულია გადაცემის სიგნალის სიხშირეების დიაპაზონისაგან. 9

935(4894477) ge B 1997-06-15 published Sakpatenti

ელექტრობის დარგი შუქსატარი მოწყობილობა ფართოზოლიანი ოპტიკური გამაძლიერებელი
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.