National Science Library of Georgia

ქარენერგეტიკული დანადგარი ენერგიის აკუმულაციით

ქარენერგეტიკული დანადგარი ენერგიის აკუმულაციით = Windmill-electric Generating Unit with Energy Accumulation : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1994 104 B : (51) F 03 D 9/02 (IPC, 2006) / ავთანდილ ხიდაშელი. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 1994 12 25 # 2. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 5 გვ. ; ფიგურა: 2.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

გამოგონება განეკუთვნება ქარენერგოტექნიკას, კერძოდ, ქარის ენერგიის დაგროვებას და შეიძლება გამოყენებულ იქნეს ელექტრომომარაგების ავტონომიურ წყაროდ.
გამოგონების ტექნიკური შედეგია დანადგარით ენერგიის მიღების უწყვეტობა და კონსტრუქციის გამარტივება.
ქარენერგეტიკული დანადგარი ენერგიის აკუმულირებით შეიცავს კოშკს 3, მასზე დაყენებულ ქარის ბორბალს 1, ლილვის 2 საშუალებით შეერთებულს ელექტროგენერატორთან 10 და ქარის ენერგიის დამგროვებელს 14, რომელიც შეერთებულია მის ქვემოთ განლაგებულ რეზერვუართან 12 ბორბლის ლილვთან დაკავშირებული წყლის ტუმბოთი 9. ამასთან, დამგროვებლიდან გამომავალი მილსადენის 15 ბოლო მიყვანილია ქარის ბორბლის სასალტის გარე ზედაპირზე დამაგრებულ თანაბრად განაწილებულ წყლის ნაკადის ფრთებთან 17, ხოლო ქარის ნაკადის ფრთები 20 დამაგრებულია ბორბლის იბრტყეში მის მანებზე 19 და დამზადებულია დრეკადი მასალისაგან.

104 ge B 1994-12-25 published Sakpatenti

ქარენერგეტიკა დანადგარი ავტონომიური წყარო
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.