National Science Library of Georgia

ჰიდროელექტროსადგური მდგარ წყალში ელექტროენერგიის მისაღებად

ჰიდროელექტროსადგური მდგარ წყალში ელექტროენერგიის მისაღებად = HYDROELECTRIC POWER STATION FOR PRODUCTION OF ELECTRIC POWER IN DITCH-WATER : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2008 4441 B : (51) F 03 B 17/00 (IPC, 2006) / ივანე წიკლაური. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2008 07 25 # 14. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 11 გვ. ; მუხლები: 3 დამოუკიდებელი. ფიგურები: 3.

– პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

ჰიდროელექტროსადგური შეიცავს საყრდენ ბაქანზე 1დაყენებულ მაღალი წნევის ტუმბოს 7 და გენერატორს 4, რომელიც ორი კბილანით 5 და 6 მიერთებულია ღერძზე 2 მარჯვნივ და მარცხნივ ნახევარწრიულად მოძრავ ცენტრალურ კბილანასთან 3. ამ უკანასკნელის მამოძრავებელ ბერკეტებზე d₃ და d ხისტად დამაგრებულია პარალელოგრამის ფორმის ჩარჩო ABCD, რომლის ბოლოებში მოძრავად შეერთებულია ორი ძელი 8 და 9 საჰაერო მილებით 10 და 11. ამასთან, ძელების ბოლოებზე დამაგრებულია ჰიდრავლიკური ცილინდრები 13 და 14 ჭოკებით 15 და 16, რომლებზეც დამონტაჟებულია რომბის ფორმის დასაკეც - გასაშლელი ფრთები 17 და 18, რომლებსაც აქვს წყალში ჩაძირვისას დაკეცვის, ხოლო შემდგომ წყლის სიღრმეში გაშლის შესაძლებლობა. ამასთან, ჰიდროელექტროსადგური შეიძლება შეიცავდეს ერთ დასაკეც - გასაშლელ ფრთას, ან მრავალ ფრთას, რომლებიც ჰიდროცილინდრების მეშვეობით დამონტაჟებულია ღვედზე.

4441 ge B 2008-07-25 published Sakpatenti

ენერგეტიკა ელექტროენერგია ჰიდროელექტროსადგური
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.