National Science Library of Georgia

წყალქვეშა აირგამტარი

წყალქვეშა აირგამტარი = Submarine Gas Conduit : სასარგებლო მოდელის პატენტი = Patent for utility model : (11) GE U 1997 148 Y : (51) E 21 B 43/01 (IPC, 2006) / ნოდარ თავართქილაძე, არჩილ გეგუჩაძე, ზაალ ზედაშიძე. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 1997 01 29 # 1. - სასარგებლო მოდელზე პატენტის სრული ტექსტი - 4 გვ. ; ფიგურა: 1.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

სასარგებლო მოდელი განეკუთვნება წყალქვეშა ჭაბურღილიდან მოპოვებული აირის თვითდინებით მიმწოდ აირგამტარებს.
სასარგებლო მოდელის ტექნიკური შედეგია აირგამტარის სექციების შენაწევრებით მისი მოქნილობის მიღწევა და მონტაჟის დროს რელიეფის მიმართ შესაბამისი განლაგება, რაც აიოლებს აირგამტარის მონტაჟს, მომსახურებასა და შეკეთებას.
ტექნიკური შედეგი მიიღწევა იმით, რომ წყალქვეშა აირგამტარი შესრულებულია კონუსური სექციებით 1, რომელთა ვიწრო ბოლოები მიმართულია მიმღებისაკენ და ჩასმულია მომდევნო სექციების 1 ფართო ბოლოებში, რომლებზეც შესრულებულია ნახვრეტებიანი მილტუჩები 2, თანაც, აღნიშნული სექციები 1 ერთმანეთთან დაკავშირებულია მათ გასწვრივ, მილტუჩების 2 ნახვრეტებში გატარებული გვარლებით 3, ხოლო ფსკერთან დამაგრებულია იგივე მილტუჩების 2 ქვედა ნახვრეტებში გატარებული გვარლებით 4, ამასთან სექციების 1 ქვედა ნაწილი 6 პერფორირებულია.

148 ge Y 1997-01-29 published Sakpatenti

ჭაბურღილი წყალი აირი აირგამტარი კონუსი სექცია მილტუჩა ფსკერი
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.