National Science Library of Georgia

შიგა წვის ძრავის გამონაბოლქვი აირის გამწმენდი მოწყობილობა

შიგა წვის ძრავის გამონაბოლქვი აირის გამწმენდი მოწყობილობა = Exhaust Muffler : სასარგებლო მოდელის პატენტი = Patent for utility model : (11) GE U 1998 340 Y : (51) F 01 N 3/00 (IPC, 2006) / ნიკოლოზ კიკვაძე, მიხეილ გვარჯალაძე, გიორგი გიორგაძე. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 1998 31 01 # 1. - სასარგებლო მოდელზე პატენტის სრული ტექსტი - 5 გვ. ; ფიგურა: 1.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

სასარგებლო მოდელი განეკუთვნება მანქანათმშენებლობის დარგს და შეიძლება გამოყენებულ იქნეს უპირატესად შიგაწვის ძრავის გამონაბოლქვი აირის გაწმენდა-ნე-იტრალიზაციისა და ხმაურის შემცირები-სათვის გათვალისწინებულ მოწყობილო-ბებში. სასარგებლო მოდელის ტექნიკური შე-დეგია გამონაბოლქვი აირის გაწმენდისა და ხმაურის ჩახშობის ეფექტიანობის ამაღ-ლება. შიგაწვის ძრავის გამონაბოლქვი აირის გამწმენდი მოწყობილობა შეიცავს კორპუსს 1, რომლის ტორსები შემოსაზღვრულია წინა და უკანა მილტუჩებით 2 და 3 აღჭურვილი შემშვები და გამომშვები მილ-ყელებით 4 და 5. წინა მილტუჩი 2 აღ-ჭურვილია კატალიზატორის ჩასაყრელი მილყელით 6, რომელიც დახურულია სახ-შობით 7. რეაქტორის კორპუსი შედგება გარე და შიგა გისოსებისაგან 8 და 9, რომელთა შორის განლაგებულია ხრახ-ნული ზედაპირის მქონე ტიხარი 10 და გრანულირებული კატალიზატორი 11, შიგა გისოსი 9 დაკავშირებულია შემშვებ მილ-ყელთან 4, ამასთან, რეატორის კორპუსი შემოსაზღვრულია ერთი მხრიდან წინა მილტუჩით 2, ხოლო მეორე მხრიდან-ყრუ ფსკერით 13, შიგა გისოსში 9 თანაღერ-ძულად განლაგებულია ხრახნული ფორმის საგრიგალებელი 12, რომელიც რეაქტორის ყრუ ფსკერზე 13 დამაგრებულია ქანჩით 14.

340 ge Y 1998-01-31 published Sakpatenti

მანქანათმშენებლობა შიგაწვის ძრავა გამონაბოლქვი აირის გამწმენდი
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.