National Science Library of Georgia

ქარის ენერგიის მიმღები მოწყობილობა შიო-6

ქარის ენერგიის მიმღები მოწყობილობა შიო-6 = Device for Receiving of Wind Energy : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1996 285 B : (51) F 03 D 3/00 (IPC, 2006) / თამაზ შიოშვილი. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 1996 06 01 №2. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 3 გვ. ; 3 ფიგ.

– პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

გამოგონება განეკუთვნება ქარის ენერგეტიკას და შეიძლება გამოყენებულ იქნეს ქარის ძრავებში, ბრუნვის ვერტიკალური ღერძით.
გამოგონების ტექნიკური შედეგია ქარის ენერგიის მიმღები მოწყობილობის მარგი ქმედების კოეფიციენტის ზრდა.
ქარის ენერგიის მიმღები მოწყობილობა შეიცავს სავონიუსის ტიპის მრავალ შ-მაგვარ ლაპოტიან როტორს 1, ამასთან ლაპოტებს პროფილში აქვთ აეროდინამიკური ფრთის ფორმა 3, რომელიც ვიწროვდება როტორის, პერიფერიიდან მისი ღერძის მიმართულებით. გარდა ამისა, ლაპოტის პროფილს გააჩნია ორი, ერთიმეორის გაგრძელებაზე ერთმანეთში შეუღლებული ფრთის 4 ფორმა. მომიჯნავე, პროფილში ფრთის ფორმის მქონე ლაპოტებით წარმოქმნილია არხები 5, ხოლო როტორის გარეთა მხარეზე განლაგებული ორი, ერთი -მეორის გაგრძელებაზე ერთმანეთში შეუღლებული ფრთის ფორმის ლაპოტით წარმოქმნილია ჯიბე 6.

285 ge B 1996-06-01 published Sakpatenti

ქარი ენერგეტიკა შიო-6
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.