National Science Library of Georgia

ფირფიტებიანი როტაციული კომპრესორი

ფირფიტებიანი როტაციული კომპრესორი = ROTARY VANE COMPRESSOR : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2009 4592 B : (51) F 04 C 18/00 (IPC, 2006) / თამაზ მეგრელიძე, ზურაბ ჯაფარიძე, გივი გუგულაშვილი, გივი გოლეთიანი, ვიტალი ღვაჩლიანი. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2009 01 12 # 1. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 9 გვ. ; მუხლები: 1 დამოუკიდებელი. ფიგურა 3.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

კომპრესორი შეიცავს კორპუსს 1, რომლის შიგა ცილინდრულ ზედაპირზე რადიალურად დამაგრებულია უძრავი ფირფიტები 10, რომელთა ცენტრისკენ მიმართულ წიბოებზე სრიალის საშუალებით დასმულია ლილვი 5 მოძრავი ფირფიტებით 9. მოძრავი და უძრავი ფირფიტებით წარმოიქმნება მუშა წყვილი. ამასთან, ყოველი მოძრავი ფირფიტის ლილვთან დამაგრების ადგილთან ლილვს აქვს ღარები 11, რომელთა სიგანე წრიული ზედაპირის გასწვრივ 0,5 – 1 მმ-ით მეტია უძრავი ფირფიტის სისქეზე, ხოლო ლილვის გამოსასვლელზე დასმულია მრუდმხარა 12 ბარბაცა 13 მექანიზმი. შემწოვი 18 და დამჭირხნი 19 სარქვლები განლაგებულია უძრავ და მოძრავ ფირფიტების ყოველ წყვილს შორის.კორპუსს გააჩნია სახურავები 2 და 3 ლილვის შემამჭიდროებელი საშუალებებით 4, 7 და 8, ლილვის საკისრები 6, ამძრავი 15.

4592 ge B 2009-01-12 published Sakpatenti

კომპრესორი სითხე
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.