National Science Library of Georgia

მცენარე ყვითელი ყაყაჩურადან გლაუცინის ჰიდროქლორიდის მიღების ხერხი

მცენარე ყვითელი ყაყაჩურადან გლაუცინის ჰიდროქლორიდის მიღების ხერხი = METHOD FOR PRODUCTION OF HYDROCHLORIDE GLAUCIUM FROM PAPAVERACEAE PLANT : სასარგებლო მოდელის პატენტი = Patent for utility model : (11) GE U 2008 1402 Y : (51) A 61 P 11/14 (IPC, 2006) / ვალენტინა ვაჩნაძე, ლალი კინწურაშვილი, ალიოშა ბაკურიძე. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2008 01 25 #2. - სასარგებლო მოდელზე პატენტის სრული ტექსტი - 4 გვ. ;

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

ხერხი ითვალისწინებს დაწვრილმანებული ყვითელი ყაყაჩურას Glaucium flavum grantz მიწისზედა ნაწილების ექსტრაქციას მარილმჟავას 1% წყლიანი ხსნარით, შეტუტიანებას და ექსტრაჰირებას ეთილაცეტატით. ეთილაცეტატიან ექსტრაქტს ასუფთავებენ კალიუმის ტუტის 3%-იანი ხსნარით. გოგირდმჟავითა და ტუტით დამუშავების შემდეგ ფუძე ალკალოიდები გადააქვთ ქლოროფორმში. ქლოროფორმიან ექსტრაქტებს აქროლებენ ვაკუუმში, მშრალ ნაშთამდე. მიღებული ფუძე გლაუცინი გადაჰყავთ ჰიდროქლორიდში, რისთვისაც ხსნიან ცხელ მეთანოლში და უმატებენ კონცენტრირებულ მარილმჟავას. მიიღება გლაუცინის ჰიდროქლორიდი, რომელსაც ასუფთავებენ პეტროლეინის ეთერით და აცეტონით. გლაუცინის ჰიდროქლორიდის გამოსავალი შეადგენს 0,23%.

1402 ge Y 2008-01-25 published Sakpatenti

მედიცინა ფარმაცევტული მრეწველობა ონკოლოგია ბრონქოსპაზმა ალკალოიდი გლაუცინი ჰიდროქლორიდი პრეპარატი ყაყაჩურა
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.