National Science Library of Georgia

არასასურველი მცენარეულობის სელექციური განადგურების ხერხი

არასასურველი მცენარეულობის სელექციური განადგურების ხერხი = SELECTIVE STRUGGLE METHOD AGAINST WEED : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1997 928(4894717) B : (51) A 01 N 47/36 (IPC, 2006) / მაიკლ ედვარდ კონდონი, პიერ ენტოინ მარკი, თომას იუჯინ ბრეიდი. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 15. 06. 97. N9. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 13 გვ. ; ცხრილი: 5.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

გამოგონება განეკუთვნება მცენარეთა დაცვის ქიმიურ ხერხებს, კონკრეტულად, სულფამოილშარდოვანას წარმოებულების საშუალებით არასასურველი მცენარეულობის სელექციური განადგურების ხერხს. გამოგონების ტექნიკური შედეგია ფიტოტოქსიკურობის შემცირება. ხერხი ითვალისწინებს აღმოცენებამდე და აღმოცენების შემდგომ მარცვლოვანი კულტურების და ერთობლივად აღმოცენებული არასასურველი მცენარეების ფოთლების და ღეროების, ან ნიადაგის, ან წყლის, რომლებიც მითითებული არასასურველი მცენარეების თესლებს ან გამრავლების სხვა ორგანოებს შეიცავს, 1-[0-(ციკლოპროპილკარბონილ) ფენილ]-სულფამოილ-3-(4,6-დიმეთოქსი-2-პირიმიდინილ) შარდოვანათი დამუშავებას, რაოდენობით 0,016-1 კგ/ჰა, ამასთან, არასასურველ მცენარეებად გვევლინება ბურჩხა, ფართოფოთლოვანი სარეველები და ისლი, ხოლო მარცვლოვან კულტურებად გვევლინება ქერი, ხორბალი და ბრინჯი.

928(4894717) ge B 1997-06-15 published Sakpatenti

სოფლის მეურნეობა მებაღეობა ქიმიური საშუალება სელექცია სარეველა
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.