National Science Library of Georgia

ელექტრორკალური სადნობი ღუმელი

ელექტრორკალური სადნობი ღუმელი = Electric Arc Melting Furnace : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1997 772 (4831648) B : (51) F 27 B 3/18 (IPC, 2006) / გერჰარდ ფუქსი, იოაჰიმ ელე. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 1997-03-01 # 3. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 31 გვ. ; 12 ფიგ.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

გამოგონება განეკუთვნება ელექტრორკალური ღუმელების კონსტრუქციებს ლითონების შემცველი მასალების გამოსადნობად. გამოგონების ტექნიკური შედეგია დნობის ტემპერატურის შემცირება და ამონაგის სიმტკიცის გაზრდა. ღუმელი შეიცავს ლითონმიმღებს ქვედითა და კედლებით, თაღს, წიდის შახტისმაგვარ მიმღებს, რომელიც განლაგებულია ლითონმიმღებზე გვერდიდან და შეერთებულია მის შიგნითა სივრცესთან. მას გააჩნია, ზედა ზონაში, ხვრელი აირების გამოსაშვებად და ჩასატვირთი ხვრელის სახურავი. ღუმელი შეიცავს, აგრეთვე, ელექტროდების აწევისა და გადახრის მოწყობილობას, ლითონისა და წიდის გამოსაშვებ ხვრელს. იგი დამატებით აღჭურვილია დამჭერი კონსტრუქციით. წიდის მიმღების კედლის ნაწილი, მის ქვედა ზონაში, წარმოქმნილია ლითონმიმღების კედლით მის ზედა კიდემდე. მითითებული ზონის ზემოთ წიდის მიმღების კედელი დამაგრებულია საყრდენ კონსტრუქციაზე ისე, რომ ლითონმიმღები და საყრდენი კონსტრუქცია შესრულებულია ერთმანეთის მიმართ გადაადგილების შესაძლებლობით.

772(4831648) ge B 1997-03-01 published Sakpatenti

ელექტრორკალური ღუმელი მეტალურგია ღუმელი კონსტრუქცია ლითონი დნობა
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.