National Science Library of Georgia

შეშის ღუმელი

შეშის ღუმელი = Wood-Burning Stove : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1998 1372 B : (51) F 24 B 5/02 (IPC, 2006) / ვარლამ მუმლაძე, ავთანდილ ბალანჩივაძე. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 1998 05 25 # 6. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 4 გვ. ; ფიგურა: 3.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

გამოგონება განეკუთვნება საყოფაცხოვრებო ტექნიკას,კერძოდ,შეშის ღუმელებს,მისი გამოყენება შესაძლებელია სათავსოების გასათბობად და კულინარული საქმიანობისთვის.
გამოგონების ტექნიკური შედეგია ფუნქციონალური შესაძლებლობების გაფართოება და საიმედოობის ამაღლება ნამწვი აირების დაღმავალი ნაკადების გამორიცხვით.
შეშის ღუმელი შეიცავს გარსაცმს I მასში შესრულებული წვის კამერით 2 და ფურნაკით 3, რომლის კედლებიც გარსაცმის I კედლებთან ერთად ქმნიან ჰაერსატარს,დანაწევრებულს შვეული ტიხრებით 4 და 5,რომელთაგან უკანასკნელები 5 განლაგებულია ფურნაკისა 3 და გარსაცმის I ზედა თარაზულ კედლებს შორის.
1. ტექნიკური შედეგი თბოგადაცემის ოპტიმიზაცია ღუმელის კორპუსზე და ფურნაკზე სითბოს თანაბარი გადანაწილების გზით. 2. არსი ღუმელი შეიცავს კორპუსს 1 ცხაურიანი 2 წვის კამერით 3, კორპუსის 1 კედლების მიმართ საჰაერო ღრეჩოთი განთავსებულ ფურნაკს 4, სანაცრეს 10, გამონაბოლქვის გასასვლელ მილს 9 და კარებს 7 და 8, ამასთან, ფურნაკი 4 განთავსებულია უშუალოდ წვის კამერის 3 თავზე, ხოლო საჰაერო ღრეჩო დაყოფილია ტიხრებით 5 და 6 ლაბირინთის წარმოქმნით. 3. გამოყენების სფერო გასათბობი მოწყობილობები, კერძოდ საყოფაცხოვრებო ღუმელები.

1372 ge B 1998-05-25 published Sakpatenti

საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეშა ღუმელი

ge
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.