National Science Library of Georgia

სათესი მოწყობილობა

სათესი მოწყობილობა = Device for Sowing : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2000 2168 B : (51) A 01 C 7/02 (IPC, 2006) / ვაჟა ბუჩუკური. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2000 07 25 N 14. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 4 გვ. ; 2 ფიგ.

– პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

მოწყობილობა შეიცავს ჩარჩოს 1 მასზე დამაგრებული მარეგულირებელი ფარის 2 მქონე
თესლების ბუნკერით 3, ერთმანეთთან სახსრულად დაკავშირებული უძრავი 4 და მოძრა-
ვი დანისაგან 5 შემდგარ ჩამთესს 6 და თესლების ჩათესვის სიღრმის შემზღუდველ
კვანძს. ჩარჩოს გააჩნია ძირი 7, რომელზედაც დამაგრებულია ჩამთესის უძრავი დანა
მის ზევით განლაგებული თესლების ბუნკერით. ჩამთესის მოძრავი დანა აღჭურვილია
მასთან სახსრულად დაკავშირებული დაზამბარებული ფირფიტით 9, რომელზეც დამაგრე-
ბულია მოძრავ დანასთან ზემოქმედების შესაძლებლობის მქონე კრონშტეინი 10. თეს-
ლების ჩათესვის სიღრმის შემზღუდველი კვანძი წარმოადგენს საყრდენ ბაქანს 11, რო-
მელიც დაზამბარებულია ზამბარით 12, წინა წიბოთი სახსრულადაა დამაგრებული ჩარ-
ჩოსთან და აღჭურვილია ორმხარა ბერკეტით 13. ორმხარა ბერკეტის ერთი მხარი 14 სახსრულადაა დაკავშირებული საყრდენი ბაქნის უკანა ნაწილთან, მეორე მხარი 15
კი - ჩარჩოს ძირთან. მარეგულირებელი ფარი დამაგრებულია ჩარჩოს ძირთან ორმხარა ბერკეტის მხარის შემაერთებელი სახსრის ღერძზე 16 დაყენებულ კრონშტეინზე 17, რო-
მელსაც გააჩნია მოძრავი დანის ზედა ნაწილში დაყენებულ დაზამბარებულ ფირფიტაზე ზემოქმედების შესაძლებლობა.

2168 ge B 2000-04-10 published Sakpatenti

სოფლის მეურნეობა მანქანათმშენებლობა სათესი
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.