National Science Library of Georgia

ვირების მესია :

გვეტაძე, რაჟდენ, 1897-1952

ვირების მესია : [ლექსები] : (ტ. 1) / რაჟდენ გვეტაძე. - 1924 - 93,[2] გვ.

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი. თავფურცელზე წარწერა: „პატივისცემით პოეტს ი. გრიშაშვილს რ. გვეტაძე. 1924 წ., 19 მაისი“. კანზე: „ი. გრ. 19. V. 24“. გვ. 6. ლექსში „ტყუპები“ მოხაზულია სტრიქონები: „კვლავ გავშლით რუქას მედიდურად როგორც სარდლები, ვეძებთ ქვეყანას არ ნახულს და ჯერ არ გაგონილს“. არშიაზე: „გ. ტაბიძე“. გვ. 24. ლექსთან „ონინ“ მიწერილია: „1922 წელს დაიბეჭდა“. გვ. 27. ლექსში „კვიმატი ორშაბათი“ სიტყვა „დილას“ გადასწორებულია: „დილით“. გვ. 28. ლექსის „წუღები“ სათაური ხაზგასმულია და მიწერილი: „მესტები (იხ. 25)“. გვ. 29. ლექსში „უსიყვარულო ღამე“ ხაზგასმულია სტრიქონი „მაგრამ ფანქრები შეიფოთლა მკვდარი შაშვებით“ და მიწერილი: „მარიჯანის ლექსის მიბაძვა (იხ. „ილიონი“, № 1)“. გვ. 68. ლექსთან „უკუღმართი“ ფანქრით: „სონეტი“. გვ. გვ. 25, 31, 54, 55, 65 ხაზგასმულია ადგილები. მეორე ცალის თავფურცელზე: „ა. სულავას შენიშვნებით რ. გვეტაძის თხზულებანი. ი. გრ.“ გვ. 35. ლექსს „ჩემი ბავშვობა სოფელში“ მიწერილი აქვს: „კარგია“, იგივე აქვს მიწერილი ლექსებს „ჩოჩორი“ (გვ. 83), „ბრუციანი ვირი“ (გვ. 86) და „ვირები მარხილში“ (გვ. 87). გვ. 94. უცნობის ხელით ფანქრით ოთხსტრიქონიანი ლექსია დაწერილი, გადახაზული ი. გრიშაშვილის მიერ და მიწერილი: „ეს ოვანესის ლექსია ი. გრიშაშვ.“ მესამე ცალის თავფურცელზე ყოფილი პატრონის ხელწერა: „შალვა ონტოფელის წიგნებიდან. 1925 წ. 25 სექტ. ტფილისი“.

ქართული პოეზია

821.353.1-1
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.