| General note |
ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი.
კანზე: „წაღვ. 20/VIII-23 წ. ი. გრ“. მთარგმნელის გვართან წერია: „ეს თარგმანი გამოვიდა ვასო გორგაძის თარგმანის შემდეგ“.
გვ. 6. ხაზგასმულია: „რას ნიშნავს პლაკატი ალფერი“, მიწერილია: „ორიგინალში ალფერი და საზოგად. პლაკატის ფერი არ არის აღნიშნული!“
გვ. 7. ხაზგასმულია სიტყვები: „კვნესა – ხუცესო“, მიწერილია: „სულ ორი მარცვალია და აქ ასონანსი არ ვარგა“.
მოხაზულია: „იყო შენი მხლებელი
ღიპი უშველებელი,
შენი ღიპის იყო ფარი
ოქროს ჯვარი“.
მიწერილია: „კარგია, შესანიშნავი თარგმანია“.
გვ. 8. ხაზგასმულია: „ასწიეთ! – დედაკაცი“, მიწერილია: „ასონანსი?“
გვ. 9. ხაზგასმულია: „მოხეტე“, მიწერილია: „ხეტი – ქართულში ტლანქს ნიშნავს“. ხაზგასმულია: „ბოღმა – ამოხმა“, მიწერილია: „ჩემი რითმა იხ. „ტრ. შეითან-ბაზარში“.
გვ. 10. ხაზგასმულია: „რომ თავის დროზე პასუხი აგო!“, მიწერილია: „ეს სტრიქონი რუსულში არ არის“. ხაზგასმულია: „ქრიან ქარები უნაპირონი“, მიწერილია: „ცივა, ამხანაგო, ცივა! (რუსულში ასეა)“.
გვ. 12. მოხაზულია რითმა: „გეშინია – ტყვია“, მიწერილია: „ესეც რითმაა რაღა!“
გვ. 14. ხაზგასმულია: „ცეკვა ტკბილი“, მიწერილია: „ორიგინალში არ არის ტკბილი ცეკვა, იქ პირდაპირ ცეკვაა“.
გვ. 15. ხაზგასმულია: „ბაფთებით“, მიწერილია: „ბაფთა – Кружева“. ხაზგასმულია: „კატკა, მწვავედ!“, მიწერილია: „იხ. გვ. 8“. ხაზგასმულია: „შე ოხერო“, მიწერილია: „რუსულში ხოლერაა“. ხაზგასმულია: „ხეთქავდი“, მიწერილია: „ნთქავდი“. ბოლო სტროფს მიწერილი აქვს: „რითმა რუსულადაც ასეა: „Шоколад – Солдат“.
გვ. 16. ხაზგასმულია: „ბრაზიან ცხენებს“..., მიწერილია: „რუსულად?“. ხაზგასმულია: „თავი შენ დაუარე!“, მიწერილია: „დაურვება?“
გვ. 17. მოხაზულია: „გაიქცა სვოლოჩი! ო. შვილო, დამაცა, მე გაგისწორდები ხვალ უფრო მამაცად!“, მიწერილია: „აქ კარგია, ორიგინალში როგორ არის? რუსულშია подлец!“ აქვე მოხაზულია: „რად არა სჩანს მკვლელის სახე? მიდის მკრთალი, მოცახცაზე“, მიწერილია: „მხოლოდ მკვლელს სახე ჩაუკიდია, და მწუხარება მისი დიდია, („გრდემლი“, № 2, მისივე ნათარგმნი)“. აქვე სარითმე სიტყვებთან „სახე“ – მოცახცახე“ მიწერილია: „ჩემი რითმა“.
გვ. 18. ხაზგასმულია: „დამწო“, მიწერილია: „დამწვა“.
გვ. 19. მოხაზულია სტროფი: „დრო არ არის მოფერების“... მიწერილია: „რუსულში“?. ხაზგასმულია: „ბრძოლას, რაც კი გვაბადია!“ მიწერილია „ზმნა სად არის“. „ჩვენი ბედი დიადია!“ (პირველად ასე ჰქონდა იხ. „გრდემლი“).
გვ. 20. ხაზგასმულია: „ნაღველო-დამდაღველო“, მიწერილია: „ჩემი რითმა“. ხაზგასმულია: „ავარულად“, მიწერილია: „ავარია? ებრაულურად? რუსულად? ორიგინალში?“ ხაზგასმულია: „სემიჩკით“, მიწერილია: „თუ ბაფთა იხმარა, ლილიფარას რა უშავს!“
გვ. 21. ხაზგასმულია: „მისხლით – სისხლი“, მიწერილია: „ჩემი რითმა“. ხაზგასმულია: „მხევლისა“, მიწერილია: „მონისა – Рабы“. ხაზგასმულია: „ძმებო – ბიჭებო“, მიწერილია: „ჯერ ერთი დაბოლოვება მიმართვით არ ვარგა. აქ გადასხმაც შეიძლება“.
გვ. 23. ხაზგასმულია: „შინებია“, მიწერილია: „ეშინიან? შინები“ –
გვ. 24. ხაზგასმულია: „ავი და ბედქარი“, მიწერილია: „თუ ბექთარი (რკინა-მორკინული)“.
გვ. 25. ხაზგასმულია: „დედას გიტირებ, ძველო ქვეყანა!“, მიწერილია: „შ. კარმელსაც აქვს ასე“. ხაზგასმულია: „შტიკით“, მიწერილია „ხიშტი“. ხაზგასმულია: „ხანა“, „იერი“, მიწერილია: „რუსულში“.
კანის მე-4 გვ. მიწერილია: „წამოიტყოდა (მელანია); შემესიტყვა (თალაკვაძე)“.