| General note |
ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი.
კანზე: „არ არის პალატ“.
წიგნში დევს დ. გივიშვილის ლექსი „ვუძღვნი გ. სკანდაროვს“ ი. გრ. ხელით გადაწერილი:
„ვუძღვნი სკანდაროვს.
მოდით და მიულოცეთ, ნახეთ სკანდაროვია,
ოცდახუთი წლის შრომით რა შნო მოუპოვია.
ძველი მწყრები წასვლია, ახლები მოუგროვია.
ძველებზედა გამწყრალა ყველა დაუთხოვია,
მაგრამ სამაგიერო კარგები უშოვია.
არ გეგონოთ ჰკვებავდეს ფეტვითა, ნაკმაზითა
ანუ სადმე დაჰყავდეს უჯრითა, ყაფაზითა,
თავის გოგრით ატარებს ალერსითა ნაზითა,
ძლივს იმაგრებს გოგრაში მუხრუჭითა, გაზითა
ეშინიან არ დაფრთხნენ, ქირაც ვერ უთხოვია.
ამბობენ, რომ საჭმელად უყრის თავის ტვინსაო,
და იმითი აჩვენებს დიდყურებსა ლხინსაო,
აწუხებენ ძალიან, მათზე იკლამს ჟინსაო,
ელოდება იმათგან საჩუქარსა, ჩინსაო
ადრევე მიუღია წიგნის სტრახავოია.
უნდა ნახოთ, როდესაც გახურდება სმაშია,
რას სჩადიან მწყერები იმის [ფუყე თავშია],
ჰამადანის დიდყურა ვერ აჯობებს ხმაშია.
არ გეგონოთ ვტყუოდე მათი ტოლუმბაშია,
ღმერთმა ნუ ქნას არ გახდეს მათი მოსაგლოვია.
სკანდაროვ შენც არ მოგწონს სხვისა საქციელია,
სხვის ჩალას რას უყურებ, ნახო შენი ძელია,
ღამბაროღლის ეშხითა გაგითქვამს სახელია,
დაღრიალებ კარდაკარ ვითარცა სულელია,
თავზედ ხალხსა იგროვებ როგორც ღამბაროვია.
ჰამადანის დიდყურებს თავი მოუყრიათო,
არჩევანი ჰქონიათ, ბევრიც უფიქრიათო
ეგ შენი ხმა და ქება რაკი შეუტყვიათო
თავიანთზე მთავრობა შენთვის მოუციათო.
ისწრაფე, ჩქარა წადი, კარგი მოსაძოვია.
ამ დღეებშიც მაგივა მათგან საჩუქარია,
ყელზე ჩამოსაკიდი ეჟვნები და ზარია,
მისთვის ყველგან თავს იქებ, დიდი საკვეხარია,
დიდ ამბით წაბრძნდები თუ რომ კარგი დარია,
ესეც კარგად იცოდე კარგ სახელს იშოვია.
არ მეგონა აქამდის, რა სწავლული ყოფილხარ,
მათი სასუნებელი თაიგული ყოფილხარ,
მომღერალი, მოლხინე მათ ბულბული ყოფილხარ,
რაც რომ უწინ დაგცინე გთხოვ, რომ მომიტოვია.
ნეტავ ვის ემუქრები, ვისზედ იწყოფ ღრენასა,
ცეცხლი გახდე გავაქრობ, დაგიყრუებ სმენასა,
შენ თუ გშიან, მიირთვი [არ] დაგიწყობ წყენასა,
უკბილოს მოგიხდება, ამოუსვამ ენასა,
მე კი არა მცალიან, მეფურნეს გიშოვია.
ხმა არ დასძრა გეყოფა მაგდენი სულელობა
უთავბოლო ლაქლაქი, [აი შენი]* ხელობა,
სხვის ნაწერით კვეხულობ, ვითომ შენი მწერლობა,
თუ კაცი ხარ შეგრცხვება გამოგაჩნდა მელობა,
გირჩევნია მწერლობას ადრევ დაეთხოვია.
თუმცა შენ კი აპირებ დაანებო თავია,
ხოლო უნდა ყვავებმა შეიმოსონ შავია,
დიდყურებმაც ერთობლივ უნდა იწყონ ვაია,
იმათ არ ეამებათ ეგეთი ამბავია
თუ კი მართლა მწერლობას ხელი მიატოვია.
და თუ მართლა აპირობ დადგე კეთილ გზაზედა,
მეც ამ ლექსს შემოგწირამ. მუხამბაზის ხმაზედა,
ორი ღამე უძილოდ მოვცდი მე ამაზედა,
უნდა მითხრა მადლობა ამდენა შრომაზედა,
ცოტაზე გივიშვილსა ბოდიში მითხოვია“.
დ. გივიშვილი.
სქოლიოში „* გაგიხდია ხელობა.“