National Science Library of Georgia

Image from Google Jackets

ლაზარილიო ტორმესელი : ესპანიური მოთხრობა / დ. ჰ. მენდოზა ; თარგმანი [და წინასიტყვაობა] პეტრე უმიკაშვილისა.

By: Contributor(s): Material type: TextTextLanguage: Georgian ტფილისი, 1899 (წიგნის გამომცემელ ქართველთა ამხ. სტ.)Description: V, 66 გვSubject(s):
Tags from this library: No tags from this library for this title. Log in to add tags.

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი.
თავფურცელზე: „სახელგამს. გთხოვთ გამოსცეთ. ი. გრ“. იქვე ქაღალდი, რომელზედაც წერია: „ლაზარილიო“ აბლათ ბევრს არც კი წაუკითხავს. მე კი დიდის ხალისით ვკითხულობდი ბალღობისას და აღტაცებით ვკითხულობ ეხლაც. მახსოვს ქ. შ. წ. კ. მაღაზიის მტვერდაყრილი თაროებიდან დიდის ხნის ხელუხლებელი ლაზარილიო დასტებად შეკრული ჩამომქონდა ვყიდულობდი და სახსოვრად ვურიგებდი ლიტერატურის მოყვარეებს. ამჟამად ლაზარილიოს მეორედ გამოცემა მეტად დროულია. ამ პატარა ლამაზად გამართულ მოთხრობაში იმდენი გონებამახვილური მოქმედებაა, რომ მათს გმირებს თანადროულობისთვის არამც თუ არ დაუკარგავთ სიცინცხლე და სინოყივრე, არამედ „ლაზარილიოს“ თავგადასავალი უფრო ახლობელი და მღელვარე თემაა ქართველთათვის. [ტყულად არ არის შეტანილი რუსეთის სკოლების საკითხავ წიგნებში ეს მოთხრობა]. „ლაზარილიოს“ შინაარსი ისეთი იოლი და სოციალისტური გრძნობების ნელშემპარავი მოთხრობაა, რომ იგი მდაბიო ხალხში ძლიერ იყო გავრცელებული, რაზედაც მე უკვე მივაქციე ყურადღება ჩემს წიგნში. იხ. „ძველი ტფ. ლიტ. ბოჰემა“. გვ. 142. არტურ ლეისტი თავის მოგონებაში ასე გადმოგვცემს ილია ჭავჭავაძის სიყვარულს ლაზარილიოსადმი: „მე კარგად მახსოვს როგორც ჩვენი ხშირი საუბრის დროს ის [ილია ჭავჭავაძე] ადარებდა ქართველ ხალხს ესპანელებს, მართალაც ბევრი საერთო მოეძებნებათ ხასიათში... ამ გარემოებამ დაუბადა აზრი პეტე უმიკაშვილს გადმოეღო ქართულად საყურადღებო ამბავი მენდოზასი „ლაზარილიო ტორმესიდან“ (თუ ტორმესელი? ი. გ.) არ ვიცი მიაქციეს თუ არა ქართველმა მწერლებმა რაიმე ყურადღება ამ პაწია თხზულებას. ილია ჭავჭავაძე ამ თხზულების კითხვის დროს ბევრს იცინოდა და ამბობდა: „ჩვენს საქართველოში ბევრია ასეთი „ლაზარილლოებიო“, იხ. „თემი“, 1912 წ. № 69.
პეტრე უმიკაშვილის (1838–1904) თარგმანზე აღარას ვიტყვით. იგი მეტად დიდი ოსტატი იყო ქართული ენის ბუნებისა და ეს მრავალმხრივ შესანიშნავი მოღვაწე, რომელიც ერთი კარგი მონოგრაფიის ღირსი უნდა იყოს შემდეგისათვის... მოვაგონებთ საზოგადოებას მისი გარდაცვალებიდან 25 წლისთავს.... ი. გრ“.
ფურცლის პირველ გვ-ზე: „იხ. „კვალი“ 1900 წ. გვ. 223. ივ. გომელაური. ამის კარგი ის არის რომ ყოველთვის ახლად იკითხება. პეტრე უმიკაშვილი 1938 წ. დაიბადა ოქტომბერში. 1904 წელს 4 მაისს გარდაიცვალა“. იქვე: „ამის პირველი გამოცემა გამოვიდა 1899 წ. ამონაბეჭდი „მოამბედან“ 1899, № X, XI. რეცენზია აღფრთოვანებით შეხვდა იხ. „კვალი“, 1900, № 223. ვისაც ერთხელ წაუკითხავს ლაზარილიო მას კიდევ მოენატრება მისი წაკითხვა, რადგან ერთერთი კრიტიკოსი მოპასანის მოთხრობებზე ამბობდა, მისი მოთხრობები, ყოვე...“

There are no comments on this title.

to post a comment.
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.