National Science Library of Georgia

Image from Google Jackets

ლამაზი მეგობარი : რომანი / გ. მოპასანი ; თარგმანი ფრანგულით მიხეილ ჯავახიშვილისა.

By: Contributor(s): Material type: TextTextLanguage: Georgian ტფ. : სახელგამის გა-მა, 1931 (სახელგამის 1-ლი სტ.)Description: 475 გვSubject(s):
Tags from this library: No tags from this library for this title. Log in to add tags.
Holdings
Item type Current library Call number Copy number Status Date due Barcode
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 84 მ-841 (Browse shelf(Opens below)) 2331 Available 2015-12433

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი.
ფორზაცის მე-2 გვერდზე: „ქართულ სიტყვის ოსტატს სოსო გრიშაშვილს. მ. ჯავახიშვილი. 14/XII–31“. იქვე გაზეთიდან ამოჭრილი გი დე მოპასანის სურათი.
თავფურცელზე: „ი. გრ. 15/XI შენიშვნები ბოლოში“.
სათაურის გვერდზე მიწერილია: „კარგი მეგობარი“. ხაზგასმულია: „თარგმანი ფრანგულით“ და მიწერილია: „მეეჭვება, იხ. შენიშვნები ბოლოში. ი. გრ“.
დასაწყისში ჩაკრულია ქაღალდის ნაჭერი მინაწერით: „მწერალთა სახლში ამ თარგმანზე საჯაროთ ვეკამათე“.
ფორზაცის მე-3 და მე-4 გვერდზე: „1. ლამფა დაავსო – სანთელი დაავსო – გვ. 52, 198, 378, 457 (იხ. მისივე „ორი განაჩენი“, გვ. 243). 2. აბანოზი თუ აბაზანა? გვ. 196 (აბანოზი – შავი ხეა). 3. ზეით თუ ზევით? გვ. 202, 224, 280. 4. უნჯი თუ მუნჯი? გვ. 222, 262, 358, 386 – უნჯი – საუნჯეს ნიშნავს. დოვლათს. 5. რვალი თუ სპილენძი? გვ. 265. რვალი – ტყვია ნარევი სპილენძია, იხ. საბა. 6. თეთრი სუზანი, გვ. 270. სუზანი არ არის თეთრი. იხ. ჩემი „ბოჰემა“. 7. ტაფა-მწვარი (ერბოკვერცხის ნაცვლად), გვ. 270. 8. სულერთიანულად, безразлично – გვ. 386, 392. ე. ი. ხელჩაქნევით. 9. [სიტყვა] მან კბილებში გამოუშვა, გვ. 419. ე. ი. ჩურჩულით, კრიჭა შეკრულმა, კბილთა ქვეშე თქმა – დურჩული, იხ. მ. ჯანაშ. „საეკლ. კატ. ტ. III. გვ. 128. 10. თქვენ ზედ ბრძანდებით დაჭერილი, ე. ი. წაგასწრეს, გვ. 435. 11. მოავეჯებული ოთახები, გვ. 119. გაწყობილი ოთახები სჯობია. 12. ხოში – 95, 106, 358, 368, 371 – აქ როგორც: ხურუში, ნდომა, ვნება, ჟინი. ავარა – 461, 474, კარგია, რომ ლიტერატურაში დაამკვიდრა. იხ. „ბოჰემა“. 13. სად აქაფებული ულვაში, გვ. 4, სად ქოჩორა ულვაში, გვ. 258, სად აგრეხილი ულვაში, გვ. 335. იხ. ყდა-ეგუება? 14. თევზი ცისფერი ქაცვით, გვ. 405, 222 თუ ქერტლით? 15. ცეზარი თუ კეისარი, გვ. 190. 16. არ წასვლა თუ წაუსვლელობა, გვ. 400. 17. საბაასური – беседка, გვ. 412. მისაღებია: შანიშინი, გვ. 332; ხამანწკები, გვ. 102; შერწმენილი (Убедительный), 249“.
გვ. 8. მოხაზულია: „იძახდნენ“, მიწერილია: „ძახილი მთიდან შეიძლება. ამბობდნენ“.
გვ. 26. ხაზგასმულია: „ულაკო“, წერია არშიაზე: „უპეწო“. ხაზგასმულია ადგილები, არშიაზე კითხვის ნიშანი.
გვ. 27. ხაზგასმულია: „უკან დაიხია“, არშიაზე: „უკან დაიწია“.
გვ. 123. ხაზგასმულია: „რაგუ“, მიწერილია: „ყაურმა“.
გვ. 178. ხაზგასმულია: „რა კარგია სიბერის დროს შვილები“, მიწერილია: „მართალია!“
გვ. 237. ხაზგასმულია: „გახირული“, მიწერილია: „გატიხრული სჯობია“.
გვ. 243. ბოლოში ხაზგასმულია ადგილები, მიწერილია: „აქ ისე გამოდის, თითქოს „ახალგაზრდა ქვრივი“ და მადლენა სხვა და სხვები იყვნენ“.
გვ. 289. ხაზგასმულია: „ორპირი ქარის“, მიწერილია: „გამჭვალავი ქარის“.
გვ. 327. ხაზგასმულია ადგილები, მიწერილია: „კარგია“.
გვ. 344. ხაზგასმულია: „ხელმოწერილი“, არშიაზე: „თუ ხელმოუწერელი?“.
გვ. 350. პირველ აბზაცში ხაზგასმულია სტრიქონი, მიწერილია: „რის გამო ვერ ჰბედავდნენ, თუ ეთაკილებოდათ?“
გვ. 375. მე-2 აბზაცში ხაზგასმულია ადგილები, მიწერილია: „კლოს თუ ვალტერს?“
გვ. 381. ნახევარი გვერდი მოხაზულია, მიწერილია: „საწყალი“.
გვ. 461. ხაზგასმულია: „ავარასავით“, მიწერილია: „ლაზღანდარასავით“

There are no comments on this title.

to post a comment.
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.