National Science Library of Georgia

Image from Google Jackets
Tags from this library: No tags from this library for this title. Log in to add tags.
Holdings
Item type Current library Call number Copy number Status Date due Barcode
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 მ-983 (Browse shelf(Opens below)) 21146 Available 2021-3577456
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 მ-983 (Browse shelf(Opens below)) 30491 Available 2021-3577455

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი.
ხელნაკეთ კანზე: „ი. მჭედლიშვილის ლექსები. ი. გრ. 1922 წ. 12/VII“.
გვ. 5. ლექსში „ვარდი და ბულბული“ ხაზგასმულია:
„განა უტურფოდ ქვეყანა
იცოცხლებს, ამღერდებაო?!“ მიწერილია: „ვარდ-ბულბულის გაბაასება თეიმურაზისა“. ამავე ლექსში ხაზგასმულია:
„ვიდრე ვიყავი თავისუფალი,
თავისუფალი მე მქონდა ენა...“
მიწერილია: „ვიღასაც აქვს ასე – არ მაგონდება.“ ხაზგასმულია:
„...არა იმღეროს
თავისუფლება ვისაც მოაკლდეს“, მიწერილია: „ნ. ბარათაშვილს გავლენა I-ში“.
გვ. 8. ლექსში „სამ-გორი“ ხაზგასმულია:
„ანათებ მაინც ცივი ვარ
და არ ანათებ მაინცა“, მიწერილია: „ახოსპირელისაა“. ხაზგასმულია: „მაგრამ რომ ვწერ, მიტომ არ ვწერ“, მიწერილია: „ილია“.
გვ. გვ. 9–10 ლექსში „ფერადი მძივი“ მოხაზულია მეხუთე სტროფი და მიწერილია: „ეს მთლიანად სხვისია, მოვიგონებ“. ხაზგასმულია: „გვაზის... სილამაზის“, მიწერილია: „ჩემი I წიგნი“.
გვ. 11. ლექსთან „საღამო მთაში“ მიწერილია: „ვაჟას სათაური“.
გვ. 12. ლექსში „სიმღერა“ ხაზგასმულია: „მეთქი მშვენებით“, ბოლოში მიწერილია: „არა სჯობდა „მშვენიერებით!“
გვ. გვ. 13–14. ლექსის „ნეკერი“ მეორე სტროფს მიწერილი აქვს: „ახნაზაროვი“. მე-6 სტროფში ხაზგასმულია: „ერთი მქონდა და ერთს გიძღვენ გული!“ არშიაზე: „გვაზავას ლექსი: „მე ხომ ერთი გული მქონდა, ისიც შენ ერთს მოგიძღვენი“. იხ. „ივერია“. ამავე გვერდზე მოხაზულია;
„დაკარგვა თურმე ადვილი არი,
პოვნა კი, პოვნა – ძალიან ძნელი“, მიწერილია: „ზურგიელიძის აფორიზმი“.
გვ. 15. ლექსში: „მარტო ვარ... მარტო...“ ხაზგასმულია სარითმე სიტყვები: „წამს“, „მწამს“ და მიწერილია: „ერთმარცვლოვანი რითმა“.
გვ. 17. ლექსში „გლოვის ორძალი“ ხაზგასმულია სარითმე სიტყვები: „სამარეს“ – „ამ არეს“, მიწერილია: „ახოსპირელის რითმა“.
გვ. 18. ლექსში „ორი ცრემლი“ ხაზგასმულია:
„ვეღარ მოვრჩი კაცთ სიმრუდეს:
ტანჯვას ღირსის უღირსთაგან“, მიწერილია: „ჰამლეტ“. (გვ. 63)“. მოხაზულია:

„დაიწყევლოს ჩემი ენა, ამ ქვეყანას რო ვაქებდი!
ძირში მომტყდეს ის მარჯვენა, რომლითაც მე ლექსებს ვწერდი...“
მიწერილია: „ჩემი, იხ. I ტ. „ჩემს გველს“ (გვ. 121)“.
გვ. 25. ლექსში „გამოიცანით“ ხაზგასმულია: „ვარსკვლავებს იქით სად ჰპოვებ სადგურს“, მიწერილია: „ნ. ბარათაშვილი“.
გვ. 26. ლექსში „მშვიდობით“ ხაზგასმულია: „სადმე“, „სად შენ და სად მე“, მიწერილია: „ივერია“, 1909 წ.“.
გვ. 27. ლექსში „სიმღერა“ ხაზგასმულია:
„მე შენ მიყვარდი და მეყვარები,
ვიდრე სიკვდილი ჩაგიტანს საფლავს“, მიწერილია: „შ. მღვიმელი“.
გვ. 31. ხაზგასმულია ლექსის სათაური: „არყი“, მიწერილია: „რად არის სხვა პატარა სათაურები აქ?“ აქვე ლექსში „გემი“ ხაზგასმულია: „სულაც არ უკრთის ზღვის ბობოქრობას“, მიწერილია: „ჩემი ლექსი „ზღვა“, I ტ.
გვ. 33. ლექსში „განუყრელნი“ ხაზგასმულია სარითმე სიტყვები: „თანამგზავრები“ „მივემგზავრებით“, მიწერილია: „ერთნაირი რითმა“.
გვ. 34. ლექსში „მე მსურს ტირილი“ ხაზგასმულია: „ვინ შევიყვარო? ვის მივცე ხელი?“, მიწერილია: „ლერმონტოვი“.
გვ. 44. ლექსში „თავი და ბოლო“ შემოხაზულია მე-2 თავი და მიწერილია: „იხ. ჩემი „აცივდა“.
გვ. გვ. 52–53. ლექსში „ო, ნინო, ნინო“ ბოლო სტროფში ხაზგასმულია: „გაღმა-გამოღმა“, მიწერილია: „ჩემი რითმა – გვაზავათი გამოწვეული: იხ. „ივერია“, 1909 წ., № 7.
გვ. 59. ლექსში „ნასვამი“ ხაზგასმულია: „ფიქრმა და დარდმა დამაძაბუნა...“ მიწერილია: „რაფ. ერისთავი“. ლექსის ბოლოს: „იხ. „ხმა კახეთისა“, № 10, 1912 წ.“
გვ. 71. ლექსში „ათი-შაურად“ ხაზგასმულია: „რითმაზე რითმის გადაკეთება“ და მიწერილია: „და არა გვირისტი“.
გვ. 76. ლექსში ხაზგასმულია სარითმე სიტყვები: „დანდგარი“, „ამდგარი“, მიწერილია: „გ. ლეონიძემ იხმარა აქედან“.
გვ. 88. ლექსში „სამყურა“ ხაზგასმულია სარითმე სიტყვები: „მაგრე“ – „ციხე-სიმაგრე“, მიწერილია: „ჩემი. თხ. I ტ.“. იქვე ხაზგასმულია: „ჯოჯოხეთისა და ჯანდაბის“, არშიაზე: „ორთავე ერთია“.
გვ. 93. ლექსში „დასასრული“ ხაზგასმულია სარითმე სიტყვები: „გამყაროს“ – „სამყაროს“, მიწერილია: „ჩემი. იხ. II ტ. იხ. ლექსი „თვითმკვლელობა“.
გვ. 94. ლექსს „ტფილისი“ მიწერილი აქვს: „ჩემი მიბაძვა“. ხაზგასმულია სარითმე სიტყვები: „მწვანეთს“ – „ერთმანეთს“, მიწერილია: „იხ. ჩემი „ლოტოსი“ II ტ., ან ჟურნალი „შვიდი მნათობი“, № 4“.
გვ. 104. ლექსთან „1914 წელი“ მიწერილია: „მიბაძვა ჩემი“.
გვ. 110. მიწერილია: „მჭედლიშვილი ფსევდონიმს მიხსნის. ფსევდონიმის გახსნა განა არსებითად ეხება კამათს? ეს უკვე ის დანაშაულია, რომლის შესახებაც გაზეთის ფურცლებზე აღარ შეიძლება წერა. ამისთვის არსებობს სხვა ადგილი და სხვა საშუალება. მჭედლიშვილი „იქნებას“ ფსევდონიმით წერდა რელიგიის წინააღმდეგ „ტრიბუნაში“ წერილებს, ეს ეხლა, როცა ლეონიდემ გამოზარდა“.
კანის მე-3 გვერდზე; „ჩემი გავლენა: – შეითანბაზარზე. წაღვერზე, მწუხრზე. გაჩუმდა? ქვემოთ: „იხ. ჩემი I წიგნი, გვ. 121 და მჭ. – გვ. 18. „ივერია“, 1909, № 10. მჭ. – გვ. 14“. ქვემოთ: „თარიღი? რათ უსპობს საშუალებას მკითხველმა დაგვაფასოს – შეადაროს თარიღები? პუშკინის „სულელი მთვარე“ მჭედლიშ. აქვს გვ. 23. ეს უკვე სახეა.“
კანის მე-4 გვერდზე: „რატომ არ შეიძლება ერთი და იგივე ჰაზრი მჭედლიშვილსაც დაებადოს და შექსპირსაც. ასე მაგალითად:
მჭედლიშვილი – „ის კაცი იყო, ვითარ შეჰშვენის კაცსა კაცობა“. (იხ. „ხმა კახეთისა“, № 7, 1912 წ.)
შექსპირი – „ის კაცი იყო, ვით შეჰფერის კაცსა კაცობა“. (იხ. „ჰამლეტი“ გვ....)
მჭ. – „მე შენ მიყვარხარ და მეყვარები,
ვიდრე სიკვდილი ჩამიტანს საფლავს“ („ხმა კახეთისა“, 1913, № 58).
შ. მღვიმელი „მე შენ მიყვარხარ და მეყვარები, ვიდრე ცოცხალი დავიარები“ (იხ. „სატრფო“, გვ. 27).
მეორე ცალის ფორზაცზე წარწერა: „ვასილ კახიძეს. მიიღეთ ეს ცენზურის მიერ გაყვლეფილი წიგნი. გააძრეს ტყავი, ეგონათ გაწითლდებოდა, მაგრამ იგი ისევ თეთრი დარჩა. სახსოვარი ესე ნიშნად ღრმა პატივისცემისა და მეტი სიყვარულისა იყოს თქვენთან. „ნუ დაჰკარგავ ძველსა გზასა, ნურცა ძველსა მეგობარსაო“. ი. მჭედლიშვილი. 1922–31 მკათათვე. ტფილისი“.
გვ. 104. ლექსს „1914 წელი“ მიწერილი აქვს: „გრიშაშვილის მიბაძვა“.

There are no comments on this title.

to post a comment.
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.