National Science Library of Georgia

Image from Google Jackets

ალ. ყაზბეგის (ა. მოჩხუბარიძის) ორიგინალობა და დიმ. ყაზბეგი : კრიტიკული გამოკვლევა / მ. ზანდუკელი.

By: Material type: TextTextLanguage: Georgian Publication details: ტფილისი, 1924 Description: 162, [1] გვ. ; 23სმSubject(s):
Tags from this library: No tags from this library for this title. Log in to add tags.
Holdings
Item type Current library Call number Copy number Status Notes Date due Barcode
წიგნი წიგნი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 რარიტეტი 821.353.1(092) (Browse shelf(Opens below)) 2K817 Available 2021-9184
წიგნი წიგნი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 საცავი. 1 კორპ. 821.353.1(092) (Browse shelf(Opens below)) 2K26132 შესამოწმებელია 2021-9183
წიგნი წიგნი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 საცავი. 1 კორპ. 821.353.1(092) (Browse shelf(Opens below)) 2K29799 შესამოწმებელია 2021-9185
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63.09 ზ-276 (Browse shelf(Opens below)) 19609 Available 2023-565001953411325
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63.09 ზ-276 (Browse shelf(Opens below)) 30091 Available ავტოგრაფით 2020-13359791

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი.
კანზე: „ჩემი შენიშვნებით. ი. გრ. 1924 წ. 17 მაისს გამოვიდა“.
თავფურცლის მე-2 გვ. ცნობა, რომ იბეჭდება უნ-ტის პედ. ფაკ-ტის ნებართვით, მოხაზულია და მიწერილი აქვს კითხვის ნიშანი.
გვ. 6–7. ხაზგასმულია: „ხშირად გაზეთის ფურცლებზედაც კი იბეჭდებოდა“ და მიწერილი გვ. 7 არშიაზე: „სახელდობრ რომელ გაზეთებში?“.
გვ. 7. არშიაზე: „თუ დიმიტრის-ერთი მოთხრობა დაიბეჭდა „კრებულში“ და იქვე წინასიტყვაობაში არის ნათქვამი, რომ თანამშრომლობას დაგვპირდა დ. ყაზბეგიო. თუ-ვსთქვათ-ეს ხელთნაწერები ალექსანდრემ წაიღო და თავისი სახელით დაბეჭდა, რას ფიქრობდა? ხომ შესაძლებელი იქნებოდა, რომ ელგუჯა, ელისო და სხვა – „კრებულის“ რედაქციაში ყოფილიყო სხვა ეგზემპლიარებად... მერე?“.
გვ. 8. რკალშემოვლებულია პირველ სტრიქონში: „სხვა საბუთები“ და მიწერილი არშიაზე: „ეს „სხვა“ დ. კარიჭაშვილმაც იცოდა, „ახალი“ საბუთები არ არის“. მოხაზულია 6 სტრიქონი, დაწყებული სიტყვებით: „შემდგარა ალ. ყაზბეგის საფლავზე“-და მიწერილია არშიაზე: „ივ. გომართელის სიტყვები, XX გვ“. ხაზგასმულია: „დროების“ რედაქტორი ასწორებდა ყაზბეგის ხელნაწერს ენის მხრივ თუ არა“ და არშიაზე მიწერილი: „შესწორებულია მხოლოდ (იხ. ცალკე გამოცემა)“. ხაზგასმულია: „[ალ. ყაზბეგის არქივის] ხელნაწერების ენა საგრძნობლად განსხვავდება დაბეჭდილი ტექსტის ენისაგან“ – არშიაზე მიწერილია: „საბუთი?“ ხაზგასმულია: „რუსული კონსტრუქციაა“ და მიწერილი: „დიმიტრი კი არ იყო რუსეთელი? – იყო“.
გვ. 11. მოხაზულია 9 სტრიქონი, დაწყებული სიტყვებით: „აი რას ამბობს თვით ალექსანდრე ყაზბეგი“... არშიაზე: „ამას დაცინვით ამბობს, ხომ?“
გვ. 13. ხაზგასმულია სიტყვა „ცოცხლად“ და მიწერილი: „სადაც უნდა იქ „ცოცხლად“ წერს, სადაც არ უნდა იქ „უნიჭო“ ნაწარმოებად“.
გვ. 18. ხაზგასმულია: „კაცს და არა თუ მხოლოდ აფიცერს“ და არშიაზე მიწერილია: „თუ სახელი უნდოდა და მამის შვილი იყო, (თქვენი დახასიათებით), მაშინ რად უარყობს აფიცრობას!“
გვ. 20. ხაზგასმულია: „იღებს“ და მიწერილი: „პეტროგრადში?“; იქვე ხაზგასმულია: „დედასთან“ და მიწერილი: „ტფილისში?“
გვ. 22. ხაზგასმულია: „ჩავიჭერით ძალუასთან, – მოწმობს ელ. ყაზბეგი“ – და მიწერილია არშიაზე: „ელ. ყაზბეგი რამდენი წლისა იყო?“
გვ. 26. ხაზგასმულია „1879 წლამდის“ და მიწერილია: „მერეც წერდა – როცა სცენაზე შევიდა – სცენაზე კი თქვენის მოწმობით 1880 წელს შევიდა“.
გვ. 27. ხაზგასმულია: „1885 წლის შემდეგ ალ. ყაზბეგის სახელით სერიოზული აღარაფერი დაბეჭდილა“ და მიწერილი: „თუ ავად გახდა?“ ხაზგასმულია: „ავტორი ეკამათება „ორი ქორწილი ერთად“-ის რეცენზენტს“, არშიაზე მიწერილია: „კამათი უყვარდა და არამც თუ პიესების გამო, არამედ მეუნარგიასაც ეკამათებოდა მოთხრობების დაწუნებისათვის. (იხ. „კავკასიონი“, № 1)“.
გვ. 28. ხაზგასმულია: „უცხოსას“ და მიწერილი არშიაზე „რა იცი?“ ქვემოდან მე-6 სტრიქონში ხაზგასმულია: „1880 წელს“ და მიწერილი: „ხომ?“
გვ. 31. ხაზგასმულია: „სიტყვა თაბუნიც რუსულით არის გადმოღებული“ და არშიაზე: „სპარსულია. იხ. „დასტურლამა“, გვ. 171“. მესამე აბზაცში ხაზგასმულია: „გ. ერისთავის ისტორიული დრამების გავლენა“, მიწერილია: „ერისთავს სადა აქვს ისტორიული დრამა? რომელი? რატომ არ ასახელებთ?“
გვ. 34. არშიაზე: „თუ ერთი რუსეთს ჰბაძავს, მეორეც ხომ ჰბაძავს? – ქართულს? ბაძვა-ბაძვაა“.
გვ. 37. ხაზგასმულია: „ელგუჯას შესავალი და ბოლო კი ეხება ბატონყმობის გადავარდნილ ხანას“ – არშიაზე მიწერილია: „პროლოგი და ეპილოგი“.
გვ. 42. ხაზგასმულია: „ჩვენი და უცხო მწერლების გავლენის ქვეშ...“ და მიწერილი არშიაზე: „მამის მკვლელიც“ ხომ „ვეფხისტყაოსნის გავლენით დაიწერა?“
გვ. 43. ხაზგასმულია: „დილა ქორწილის შემდეგ“ და არშიაზე მიწერილი: „ეს ვოდევილი თარგმანია იხ. Список пьес, გვ. 68. ურუსოვისაა“.
გვ. 43. ხაზგასმულია: „ქიარიმ ბორჩალოელი ყაჩაღი“ და მიწერილი არშიაზე: „მერე დასწერა ივ. მჭედლიშვილმა. ჰაზირას სიტყვით კი – მჭედლიშვილმა ითხოვა, ჰაზირასაგან პიესა და აღარ დაუბრუნა“.
გვ. 44. პირველ სტრიქონში ხაზგასმულია „მან“ და მიწერილი: „შეიძლება ეს მოთხრობაც დიმიტრის მივაკუთვნოთ – იმანაც ვერ დაამთავრა“.
გვ. 48. ხაზგასმულ-მოხაზულია 4 სტრიქონი, დაწყებული სიტყვებით: „ცოლი მან ერთხელ სიზმარში ნახა“... არშიაზე მიწერილია: „კაცო, ეს პიესაა, პიესაა, აქ ათასი კაცი ლაპარაკობს და ყველა ხომ ავტორი არ არი?“ მოხაზულია ბოლო აბზაცი, ხაზგასმულია: „დილა ქორწილის შემდეგ“ და მიწერილი არშიაზე: „ეს კომედია სანდრომ თარგმნა რუსულიდან დ. აწყურელის საბენეფისოდ. მისი ავტორია ურუსოვი (გვ. 68 список пьес).“
გვ. 49. მოხაზულია 15 სტრიქონი, დაწყებული სიტყვებით: „ავიღოთ, თუ გნებავთ, „არსენა“-დან“... და მიწერილი არშიაზე: „ძალიან სუსტი საბუთია“.
გვ. 56. ხაზგასმულია: „მამულისადმი სიყვარული“ და მიწერილი არშიაზე: „კონსტანტინე ბატონიშვილში ცოტაა მამულის შესახებ ლაპარაკი?“.
გვ. 57. მოხაზულია პირველი ორი აბზაცი და არშიაზე მიწერილია: „ვეფხისტყაოსნის“ ყალბი ადგილების განმეორებაა“.
გვ. 59. მოხაზულია 5 სტრიქონი, დაწყებული სიტყვებით: „პოეტი ფერადებს ართმევს ცისარტყელას“... და მიწერილი არშიაზე: „აკაკის ლექსიც ასეთი სურათოვანია, ბელინსკის მიბაძვით“?
გვ. 62. ხაზგასმულია „პოლი“ და მიწერილი არშიაზე: „თაბუნი რუსული სიტყვააო, პოლი?“
გვ. 67. ხაზგასმულია: „მტრედი, გვ. 936“ და მიწერილი: „ავტორის ნაკლი ის არის, რომ მოთხრობების გადაჯგუფებაში სცდება. სწორი ანალიზის შემდგომ შეიძლება, რომ მტრედიც დიმიტრის ეკუთვნოდეს, მაგრამ სანდროს დაემახინჯებინოს, მაშასადამე, გადაჭრით თქმა ეს პირველს ეკუთვნის, ეს მეორესო – ნაადრევია“.
გვ. 73. ხაზგასმულია: „მოკლე ხანში შევადგინე ოცდაერთი პიესა“... და არშიაზე: „თუ მოკლე ხანში შეადგინა 21 პიესა და თქვენ ეს გჯერათ, მაშინ რა გასაკვირველია, რომ ამავე მოკლე ხანში დაეწერა ბევრი მოთხრობებიც. პიესებში დამარცხდა, მოთხრობებში გაიმარჯვა. სანდრო ნაყოფიერი მწერალი იყო“. რკალშემოვლებულია სიტყვა: „დანარჩენი“ და მიწერილი: „სიცრუეა! 21 პიესა არხივში არ არის“...
გვ. 74. მოხაზულია 9 სტრიქონი დაწყებული სიტყვებით: „1880 წლის „133 №-ში“... და არშიაზე წერია: „რა ქართული დალაგებაა“. იქვე მოხაზულია 6 სტრიქონი დაწყებული სიტყვებით: „შეუძლებელია და წარმოუდგენელიც“... და მიწერილი არშიაზე: „რატომ? აქ რომ გააბრაზეს, სხვა თემა აიღო სახელის მოსახვეჭად... და ვისაც თავისი ზვიადობა არა სწამს, ის ვერაფერს შეჰქმნის“.
გვ. 75. მოხაზულია 4 სტრიქონი, დაწყებული სიტყვებით: „ასეთი ინტენსიური“... – არშიაზე მიწერილია: „21 პიესის დაწერა“?
გვ. 78. ხაზგასმულია: „კლეპტომანია mania grandiosa“ და მიწერილი არშიაზე: „ნუთუ ამ დროს ერთხელ მაინც არ წამოსცდა: „მე გატყუებთ! ელგუჯა სხვას ეკუთვნის“...
გვ. 80. მოხაზულია 7 სტრიქონი დაწყებული სიტყვებით: „თუ მივიღებთ მხედველობაში“... და მიწერილი არშიაზე: „რა ამის საქმეა (ექიმის)? ვინ უთხრა, რომ მის ნაწერებზე ილაპარაკოს?“
გვ. 81. ხაზგასმულია: „ცნობილია, რომ ასეთს დეგენერაციის პერიოდში შემოქმედებითი ნიჭი შესამჩნევლად ჩლუნგდება“ – მიწერილია არშიაზე: „ზოგი ექიმი ამბობს, პირიქით ძლიერდება და მალე კი ჰქრებაო“.
გვ. 82. მოხაზულია პირველი აბზაცი და არშიაზე: „თუ ასე იყო ავად, მაშინ ვერც გადაწერას მოახერხებდა“. ხაზგასმულია: „იმ ლიტერატურულ პერიოდში (1880–1885)“ – არშიაზე: „თუ ამ წლებს შორის არ იყო – უფრო უკეთესი – ჩანს ელგუჯა დიმიტრის სიცოცხლის ბოლოს იწერებოდა“.
გვ. 84. უკანასკნელ სტრიქონში ხაზგასმულია: „ა. ახნაზაროვი“ და მიწერილი: „სულ სხვას წერდა“...
გვ. 85. არშიაზე ტექსტის წინ „თუ არხივის ქაღალდებს თარიღი არ უზის – როგორც ამას ზევით ამბობთ – მაშ რა იცით, რომ ეს ნაწერები 1880–1885 წელს ეკუთვნის? იქნება პირველად დაწერილი შემოქმედებაა?“
გვ. 85. ხაზგასმულია: „გ. თუმანიშვილი, ეკატერინე მესხი, ა. ახნაზაროვი“ და არშიაზე: „დ. კლდიაშვილი, სოფ. მგალობლიშვილი“.
გვ. 86. მოხაზულია მუხლი ა და ბ და არშიაზე: „კარგია“.
გვ. 87. ხაზგასმულია: ...“შინ გამზადებულ მასალითა სცვლიდა... სპეციალური ეჭვი მის ნაცნობებს ამ დროს აღძრული არა ჰქონდათ, რასაკვირველია, ამ მიზნით ისინი მას არ ადევნებდნენ თვალს“ – არშიაზე მიწერილია: „თუ შინ გამზადებული მასალით სცვლიდა“. ნუთუ მელანი და ქაღალდი რედაქციის და სახლის ერთნაირი იყო, რედაქცია არ მოტყუვდებოდა“. იმავე გვერდზე, ხაზგასმულია: „გარკვეული ცნობებია 1881 წლიდან“, არშიაზე მიწერილია: „ვითომ?“
გვ. 109. ხაზგასმულია: „შვილსაც კი არა სცოდნია გასაღების ხერხი“, არშიაზე: „რა გასაკვირველია, რომ არ იცოდეს, 11 წლისა ყოფილა“. ხაზგასმულია: ...„უდოკუმენტებოდ დარჩა“ და მიწერილია: „ეს სისხლის სამართლის საქმე, ნუ თუ ცოლმა, შვილმა შეარჩინა შემდეგში? იქნება ფულსაც ინახავდა ოჯახისთვის, რატომ მაშინვე არ გამოიძიეს „დოკუმენტები“, ხომ საჭირო იყო დამარხვისათვის?“
გვ. 110. რკალშემოვლებულია თარიღი – „1894 წ“. და მიწერილი: „ეს მოხდა დიმიტრის გარდაცვალების 14 წლის შემდეგ“.
გვ. 111. ხაზგასმულია სიტყვა: „შემდეგში“ და არშიაზე მიწერილია: „აღსრულდა?“.
გვ. 113. ხაზგასმულია: „დამსწრე და მოწმის“ და არშიაზე: „ზევით ამბობთ, რომ დიმიტრი რომ გარდაიცვალა დიმიტრისიანი არავინ იყო და ალექსანდრემ გატეხა განჯინაო, თუ არავინ იყო ალექსანდრესი და ორი მსახურის გარდა, მაშინ ეს ელისაბედ როგორღა იქნებოდა „მოწმე და დამსწრე?“
გვ. 114. ხაზგასმულია: „გოლიათს ჭკუას ვერ მისცა საზრდო ნაყოფის გამოცემისათვის“ და არშიაზე: „ნაყოფი რომ ჰქონოდა, მაშინ თავის „მავნე სულთან“ ერთად სხვა მოთხრობებსაც დასწერდა. წერდა და არავის უკითხავდა. განა ფიდომ არ გაგზავნა უმიკაშვილთან „მავნე სულები“. ხაზგასმულია: „სანდროს ცხოვრება... ჩვენის მწერლობის... დიმიტრის ცხოვრება მინდა გავიგო, როგორც კაცისა... ნაკლულევანებით“... არშიაზე მიწერილია: „სანდრო როგორც მწერალი და დიმიტრი როგორც კაცი“ – დააკვირდით ამას“.
გვ. 115. ხაზგასმულია: „რასაკვირველია, პატივის ღირსია, ვინც რომ შეჰმატა ქვეყანასა და დაუტევა ნამუშევარი“... არშიაზე: „სანდრო“. ხაზგასმულია: „ცხოვრების უკუღმართობამ გზა შეუკრა ნათელისა და სიკეთის გამოშუქებისათვის“, არშიაზე მიწერილია: „დიმიტრი“.
გვ. 116. ბოლოში ხაზგასმულია: „საინტერესოა მისი კარგა მოზრდილი ლექსი, ალექსანდრე ყაზბეგის დაბადების გამო დაწერილი – ეს ლექსი მოყვანილი აქვს ელისაბედ ყაზბეგს“, არშიაზე მიწერილია: „რატომ არ მოგყავს ერთი ორი ნიმუში?“
გვ. 117. ხაზგასმულია: „მიხეილი“ და არშიაზე მიწერილია: „სანდროს მამა“.
გვ. 118. ხაზგასმულია: „ძალუა კეკე“ და მიწერილია: „სანდროს დედა?“.
გვ. 122. მოხაზულია 14 სტრიქონი დაწყებული სიტყვებით: „ყველამ შინაურმა და გარეულმა“ და მიწერილია: „ვინაიდან ეს „მემუარები“ დაწერილია ორი კაცის სიკვდილის შემდგომ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ზანდუკელისთვის“.
გვ. 125. ხაზგასმულია: „ჯვარს თუმცა არ დავიწერ“, არშიაზე მიწერილია: „ეგ რაღა ვაშკაცობაა? მერე მაშინდელ პატრიარქალურ დროს. თუ ჯვარი არ დაიწერა ტასოზე ხალხს მარტო ამით უნდა შესძულებოდა“.
გვ. 126. მოხაზულია 9 სტრიქონი, დაწყებული სიტყვებით: „ფიზიკურად მართალი დედაკაცი“... და არშიაზე მიწერილია: „კარგია“.
გვ. 129. ხაზგასმულია: „არაყს ისე არ დალევენ“... და არშიაზე: „დიმიტრი, ამბობენ, არყის ლოთი იყოვო, მართალია, ზანდუკელო? ეს სილოთე სანდროს რომ ჰქონოდა ქვეყანას შესძრავდი“. ხაზგასმულია: „ხელნაწერები კი იატაკს ახადეს და იმის ქვეშ დამალეს“, არშიაზე მიწერილია: „ელგუჯაში და სხვაგან, რომ რუსებზეა ლაპარაკი, შეიძლება ეს ხელთნაწერებიც დასწვა ან ჩაჰყარა იატაკს ქვეშ და დაიღუპა“? – იმავე გვერდის ბოლოს არშიაზე: „იქნება ნაწერებიც დასწვა – თუ ჰქონდა“...
გვ. 130. ხაზგასმულია:... „იმისი მამა-ბიძათ, მიხეილმა და ნიკოლოზმა“... – არშიაზე მიწერილია: „ნიკოლოზიც. (დიმიტრის მამაც. ავი არაო... მიხეილი ცუდათ გაქვთ დახასიათებული, ნიკოლოზი კარგათ.)“.
გვ. 131. რკალშემოვლებულია სიტყვა „ხელნაწერები“ და არშიაზე წერია: „ხელთნაწერს, რომელზედაც მერე „იწუხებს“ პოეტი, ჩამადანში არ ჩასდებს, თუ ჩასდებს თითონაც თან გაჰყვება – შეიძლება წიგნები იყო და იმას სწუხდა“, იქვე მიწერილია: „ხან ამბობთ, რომ მთის ცხოვრება შეისწავლა და იმიტომ შექმნა მოთხრობებიო, თუ მართლა ჩამადანში ხელთნაწერები ჰქონდა, ჩანს ელგუჯა და სხვა ჰაიდელბერგში შეიქმნა. „ხელთნაწერები“ ჩამატებულია“. ბოლო აბზაცში ხაზგასმულია: „ყველა ნაცნობი აღნიშნავს“ და მიწერილი: „ზეპირად?“
გვ. 132. მოხაზულია მთლიანად პირველი აბზაცი: „ხევისბერი გოჩას ამბავი“ და არშიაზე: „ეს ამბავი შეიძლება დიმიტრიმ ამბად დასტოვა და ალ. ყაზბეგმა გაამოთხრობა. განა „თქმულებანი“ ყაზბეგს კი გამოეპარებოდა“?
გვ. 133. ხაზგასმულია მესამე აბზაცში: „იმავ ოთახჩი“... და მიწერილი არშიაზე: „ე. ი. დუქნის (მიკიტნის ოთახში). ეს რომ სანდროს ჩაედინა, თქვენის ლოღიკით „ისეთი კარგი ნაწარმოები, როგორც ელგუჯაა“, დუქანში არ დაიწერება. მაშ რას უსაყვედურებთ სანდროს რედაქციაში წერასა. თუ გეგმა გაქვს, გაგრძელება ამისი ყველგან შეიძლება“. იმავე გვერდზე რკალშემოვლებულია სიტყვა „მან“ და მიწერილი არშიაზე: „ჰო შვილმა“.
გვ. 134–135. ხაზგასმულია 4 სტრიქონი დაწყებული სიტყვებით: „ოთახჩიგა და არავის იკარებდა“... მიწერილია არშიაზე: „ამ გზით სანდროცა წერდა. ჩაჰკეტავდნენ რედაქციაში და წერდა“.
გვ. 135. ხაზგასმულია: „მავნე სულები“ – არშიაზე: „ძაან უნიჭო ნაწარმოებია“. მოხაზულია სქოლიოში მოთავსებული შენიშვნა და არშიაზე მიწერილია: „შეიძლება აღმოჩენა თუ დააკვირდები, მაგრამ ტყუილია“.
გვ. 137. ხაზგასმულია: „დ. ყაზბეგი წერდა“ – არშიაზე: „მერე? წერდა, ჰო, წერდა, თუ ამით დაკმაყოფილდები – წერდა“.
გვ. 138. მოხაზულია 5 სტრიქონი დაწყებული სიტყვებით: „დიმიტრის ნაწერი სცენა“... – არშიაზე მიწერილია: „ამის შემდეგ უნახავს ჩანს და მოსწონებია, დაბეჭდა“. – იქვე ხაზგასმულია: „ფიდოსაგან... რომელმაც გადმომცა დიმიტრის ხელნაწერი“... არშიაზე მიწერილია: „თუ არ აქვეყნებდა, მაშ ფიდომ საიდან ჩაიგდო?“ იმავე აბზაცში მოხაზულია 5 სტრიქონი, დაწყებული სიტყვებით: „ნუთუ ეს მოწმობა“... და არშიაზე: „საიდან – შემთხვევით ხომ იმავე კრებულში წერია“ ითანამშრომლებს ამიერიდან დ. ყაზბეგიცო“. იქვე ხაზგასმულია: „ავტორის დაუკითხავად და ნებადაურთველად“ და მიწერილი: „მერე ხომ მოიწონა სათაური“.
გვ. 138. უკანასკნელ სტრიქონს: „ალბად, ელოდა უკეთესს და შესაფერს დროს“ – მიწერილი აქვს: „შესაფერი დრო იყო ჩხრეკის ხანა – როცა ვიღაცას გაატანა თავის წიგნები და მან დასწვა“.
გვ. 139. ხაზგასმულია: „მისი ცხოვრება და მოქმედება“ და მიწერილი: „მავნე სული!?“ იმავე აბზაცში ხაზგასმულია: „გაუვალ ბურუსს ვერა ძლევს“ და მიწერილი არშიაზე: „შენ?“
გვ. 147. მოხაზულია 4 სტრიქონი დაწყებული სიტყვებით: „მოძმეთ მოღალატე“... და არშიაზე მიწერილია: „ეს კი გოგოლის „ტარას ბულბას“ მიბაძვა არ არის?“
წიგნის ბოლოს სუფთა გვერდზე წერია: „1. რატომ არაფერს ამბობს იმ ფაქტის შესახებ, რომ ელგუჯას გაგრძელება მოხდა ასოთაამწყობთა მიმართვით? 2. ნამწყემსარის მოგონებანი ვისია? ფრანგების შეხვედრა მთაში, უვაროვი და სხვ. (იხ. ხახანაშვილის წერილი „Новое обозрение“)“.
კანის მე-3 გვ. წერია: „Утро после свадьбы. Вод в 1 д. Уварова, пер. А. Казбек. გვ. 68. Список пьес на груз. языке, 1927.

There are no comments on this title.

to post a comment.
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.