National Science Library of Georgia

Image from Google Jackets

გივი შადური : [რომანი] / მიხეილ ჯავახიშვილი.

By: Material type: TextTextLanguage: Georgian Publication details: ტფილისი, 1929 Description: 320 გვ. 18სმSubject(s):
Tags from this library: No tags from this library for this title. Log in to add tags.
Holdings
Item type Current library Call number Copy number Status Notes Date due Barcode
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 ჯ-145 (Browse shelf(Opens below)) 20664 Available ნაჩუქრობის წარწერა 2024-86224104290

თავფურცელზე წარწერა: „დიდ პოეტს და მეგობარს სოსო გრიშაშვილს; მ. ჯავახიშვილი. 14. XII. 31“.
კანზე: „ი. გრ. ხოში, 9. ჩარა, 21. კნაჭა, 118. ლავიწი ჭრაჭუნობს, 139. ზანზალაკი, 156. ავარა, 133“. ტექსტში ეს სიტყვები ხაზგასმულია.
გვ. 8. ხაზგასმულია: „ჩემივე“, მიწერილია: „ჩემსავე“.
გვ. 21. ხაზგასმულია: „რა შარა“, მიწერილია: „ჩარაა“.
გვ. 29. ხაზგასმულია: „ჩემი ცოლი თუ უკვე ნაცოლარი“, მიწერილია: „იხ. გვ. 95“. მითითებულ გვერდზე ხაზგასმულია იგივე წინადადება. მიწერილია: „იხ. გვ. 29.“
გვ. 107. მოხაზულია ბოლო აბზაცი. ავტორი წერს, ერთმა ვინმემ ეკლესიიდან ხატი გამოიტანა და რევოლვერი დაახალა, დამსაჯოს თუ ძალა მოეთხოვებაო. მიწერილია: „ამას ყველა იყენებს. პირველად ალ. ჯანელიძემ“.
გვ. 109. ხაზგასმულია: „გუშინდელზე უარესად და ხვალინდელზე უკეთესად“, მიწერილია: „ეს ჩემს ლექსპროზაში მაქვს „შემიყვარე!“ (იხ. „ჩანგი“, 1909 წ.)“. ხაზგასმულია: „მიდიოდნენ, თან კიბე და საღებავი მოჰქონდათ და მოსიპულ კლდეზე ადლის-ოდენა ასოებით წერდნენ: „ივან ივანოვიჩ ივანოვ.“, მიწერილია: „იხ. ზ. ავალიშვილის წიგნი“.
გვ. 117. ხაზგასმულია: „ფშუტურას“. არშიაზე: „ჩუჩელა“.
გვ. 120. არშიაზე: „ქალი ჯერ ავტოში არა ზის „ავხედე“ თუ დავხედე?“
გვ. 140. ხაზგასმულია: „თვალებიც სათვალურებში ჩამისხდა“, მიწერილია: „ფოსოში“.
გვ. 162. ხაზგასმულია: „შალვა, გარეკე!“ არშიაზე: „ავტომობილზე ითქმის „გარეკე?“

There are no comments on this title.

to post a comment.
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.