National Science Library of Georgia

Image from Google Jackets

ლექსებისა და წერილების სრული კრებული / გრიგოლ ორბელიანი ; ვახტანგ კოტეტიშვილის რედაქციით, შენიშვნებით და კრიტიკული წერილით.

By: Contributor(s): Material type: TextTextLanguage: Georgian Publication details: ტფილისი : ქართული წიგნი, 1928 Description: 195 გვ. : განცხ. ; 17სმSubject(s):
Tags from this library: No tags from this library for this title. Log in to add tags.
Holdings
Item type Current library Call number Copy number Status Date due Barcode
წიგნი წიგნი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 საცავი. 1 კორპ. 821.353.1-1+821.353.1.09 (Browse shelf(Opens below)) 1K21 Available 2019-1909
წიგნი წიგნი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 რარიტეტი 821.353.1-1+821.353.1.09 (Browse shelf(Opens below)) 1aK544 დაზიანების III ხარისხი 2019-14868
წიგნი წიგნი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 რარიტეტი 821.353.1-1+821.353.1.09 (Browse shelf(Opens below)) 1aK5135 Available 2022-52452
წიგნი წიგნი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 ლომთათიძის კოლექცია 821.353.1-1+821.353.1.09 (Browse shelf(Opens below)) 1aK11501 Available 2022-52453
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 ო-522 (Browse shelf(Opens below)) 880 Available 2021-10664
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 ო-522 (Browse shelf(Opens below)) 1305 Available 2021-10665
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 ო-522 (Browse shelf(Opens below)) 11765 Available 2021-3578480
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 ო-522 (Browse shelf(Opens below)) 28995 Available 2021-3578481

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი.
კანზე: „V“, „მირზაჯან“, 174. პასუხი შვილთა“.
კანის მე-2 გვერდზე საგაზეთო ცნობა: „გრ. ორბელიანის წერილები. ი. გრიშაშვილი ამზადებს გრ. ორბელიანის წერილების გამოცემას“. გვერდზე მინაწერი: „1/VI, 33.“
შმუცტიტულზე: „ი. გრ. 1928. 26/V (მაისი).“ იქვე: „ერთი კარგი ბიოგრაფია არ არის! როდის დაიბადა, გარდაცვალება, რა ფსევდ. ჰქონდა. ნ. ავალიშვილის წერილი გრ. ორბელიანზე (მე მაქვს).“
კანსა და შმუცტიტულს შუა ჩადებულია ქაღალდი, რომელზედაც ჩამოთვლილია გრ. ორბელიანის თხზულებათა გამოცემები: „გრ. ორბელიანის ლექსების წიგნი: 0. სადღეგრძელო, გამოც. ი. კერესელიძის, 1871. 1. გრ. ორბელიანის ლექსები (გამოც. პ. უმიკაშვილისა), 1873 წ. 2. გრ. ორბელიანის ლექსები (ზ. ჭ-ძე) 1879 წ. 3. გრ. ორბ. ლექს. (ზ. ჭ-ძე) 1884 წ. 4. გრ. ორბ. (ცოდნის გამ.) 1904 წ. 5. გრ. ორბ. (ვ. კოტეტ.) 1928 წ. 6. გრ. ორბ. (მ. ზანდუკ.) 1935 წ. 7. გრ. ორბ. (საბლიტგამი) აკ. გაწერელიას რედ. 1940 წ.
გვ. IX. სქოლიოში მე-2 შენიშვნას მიწერილი აქვს: „№-რი?“.
გვ. XIII. ხაზგასმულია: „ი. მეუნარგიამ დასწერა გრიგ. ორბელიანის ბიოგრაფია, მაგრამ ამ ბიოგრაფიიდან გენერალ-ადიუტანტი უფრო მოსჩანს, ვიდრე პოეტი“. გასწვრივ არშიაზე: რომელ წელს? სად? რატომ არა წერ. „მოამბე“ (მერე ცალკე ამობეჭდა). ეს კიტამ აღნიშნა პირველად. (იხ. ეტიუდები)“.
გვ. XVII. მოხაზულია ადგილი. მიწერილია: „ი. მეუნარგიიდანაა. ამაზე წინ მე ამოვიღე.“
გვ. XVIII. მოხაზულია აბზაცი. არშიაზე: „ესაც მეუნარგიიდან არის ამოღებული. მე ყველაზე ადრე ამოვიღე საათნოვაში, ვ. კ-ი იმეორებს. თავის „ქართ. ლიტ. ისტორიაშიც“ აქვს მოყვანილი“.
გვ. XXI. ხაზგასმულია ადგილი; „ლექსები ქსნისხეველის ფსევდონიმით დაიბეჭდა“, მიწერილია: „ეს მე უთხარი“. იმავე გვერდზე მოხაზულია ალექსის სტრიქონები. არშიაზე: „საათნოვიდან?“.
გვ. XXII. ხაზგასმულია: „სტამბის მუშებმა გარდაცვალებულ პოეტს გვირგვინი მიართვეს, წარწერით: „შენ იცოდი, რომ არიან ღარიბნიც, არის სადმე სიმწარითა ცხოვრება“, გასწვრივ არშიაზე: „კინტოებმა მიართვეს, ესაც მე ვუთხარი: (იხ. „დროება“, 1883)“.
გვ. XXVI. ხაზგასმულია: „რუსულში ეს ფორმა, თუ არა ვცდებით ჟუკოვსკიმ იხმარა“. არშიაზე კითხვის ნიშანი.
გვ. XXVIII. ხაზგასმულია: „ლექსი თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“, პოეტმა ღრმა მოხუცებულობაში დასწერა (76 წლისამ)“. არშიაზე: „როდის დაიბადა, 1877 წელს დასწერა, იხ. გვ. 61“.
გვ. XXX. ხაზგასმულია ლექსის სტრიქონი. არშიაზე: „იხ. ალ. ჭ-ძე. „ვიდრე ხელთ გქონდეთ ნება გულისა, იგემეთ სიტკბო სიყვარულისა“.
გვ. 5. „წვრილი ლექსების“ სტროფები მოხაზულია, მიწერილია: „(იხ. არტ. გაბუნიას ხელთ., გვ. 21)“.
გვ. 7. ლექსის „მტირალი ნ...ს...“ სათაურის გასწვრივ: „ნინო ჭ-ძეს“
გვ. 10. ლექსის „მ...დმი“ სათაურთან წერია: „მანანასადმი“.
გვ. 13. ლექსის „მ...ს“ არშიაზე წერია: „გ. თუმანიშვილის აზრით ეს ლექსი პუშკინის მიბაძვააო. („დროება“, 1880 წ., № 126. ი. გრ.)“.
გვ. 14. ლექსის „მირზაჯანის ეპიტაფია“ ბოლო სტრიქონში ხაზგასმულია: „თორემ“, არშიაზე შესწორება: „თვარა“. (ვარიანტი ცენტრ. არხივ. № 486)“. ლექსის ბოლოს მოხაზულია თარიღი: „პეტერბურგი, 1832 წ.“, მიწერილია: „დაწერილია ადრე“.
გვ. 38. ლექსში „მუხამბაზი“ მოხაზულია: „ალავერდა“, მიწერილია: „მომღერალი“. მოხაზულია მე-2 სტროფი, მიწერილია: „მირზაჯანა მადათოვი“. მოხაზულია მე-5 სტროფი, მიწერილია: „ეს ზ. ჭ. გამოცემიდან არის ჩამატებული“.
გვ. 59. ხაზგასმულია: „ჩამჩი-მელქო“; მიწერილია: „ეს ჩამჩი მელქუა ვინ იყო? მე ვიცი. ი. გრ.“
გვ. გვ. 61–63. ლექსში „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“ ხაზგასმულია: „ხმა-მიღებულსა“, მიწერილია განმარტება: „უხმოს, ხმის არა მქონეს. შ-დ. სუნმიღებული, სუნის არ მქონე (ა. ჭ.) ი. გრ.“ ლექსის ბოლოს: „ამ ლექსზე იხ. თვით ავტორის წერილი „ლიტ. საქართ.“, 1938, № 16. ცენზორმა ადგილები ამოიღოო.“ ლექსის დაწერის თარიღს ეხება მინაწერი: „იხ. გვ. XXVIII. ვ. კ-ი ამბობს: ამ დროს ავტორი 76 წლისა იყოვო“.
გვ. 68. ლექსში „ფსალმუნი“ ხაზგასმულია ლექსის დაწერის თარიღი, მიწერილია: „ივნისის 16. ამ ლექსზე გრ. ორბ. წერს ეკ. დადიანს: „ჩემო მწყალობელო დედოფალო, დავბერდი, სულის გზას შევუდეგ, ვჰკითხულობ ფსალმუნსა და, აი, მეცა მივჰბაძე და თუ არ მოგეწონოსთ, დახიეთ: (მოყვანილია მთელი ლექსი. იხ. „დროება“, 1885 წ., № 190“. არშიაზე: „ეს შენიშვნები გავაკეთე „დროებიდან“, 1885 წ., № 190“.
გვ. 74. ლექსის „პასუხი შვილთა“ ბოლოს მიწერილია: „ვარიანტი, № 109, იხ. ზ. ჭ.“
გვ. გვ. 80–81. ჩადებულია ქაღალდი წარწერით: „გრ. ორბელიანის სადღეგრძელო, მიბაძვაა ჟუკოვსკის ლექსისა „Певец во стане русских воин“ (ნიკო დემეტრაძის წერილი) „დროება“, 1871, № 8“.
გვ. გვ. 112–114. ლექსში „ხელმწიფევ ჩვენო“ მოხაზულია: „შენნი“. არშიაზე: „მხნენი, იხ. მ. თუმ. არხივი. არტ. გაბ.“ ხაზგასმულია: „სამართალსა“, მიწერილია: „სიმართლისას“. ხაზგასმულია: „აწღას“, მიწერილია: „ახლის“. ხაზგასმულია: „შეგინებული“, მიწერილია: „შეშინებული“. ხაზგასმულია: „მტერი“. მიწერილია: „ტ“ – ხელთში გარკვევით არა წერია“. ლექსის ბოლოს მიწერილია: „5 აპრილს, 1854 წელს, თემირ ხანშურაში. (ეს წარწერა აქვს ამ ლექსს, იხ. გრ. ორბ. რვ. გვ. 19–21. არტ. გაბ.) (მ. თუმანიშვ. არხივი)“.
გვ. 151. ლექსის „დილა“ არშიაზე წერია: „სისხამი დილა. ეს ლექსი გ. დვანაძეს ეკუთვნის. ზოგან გ. ორბელიანს“. სტრიქონში მოხაზულია „მანა“. მიწერილია: „მანა? (?) იქნება მანანა“. ლექსის ბოლოს: „გ. დვანაძე, იხ. „ივერია“, 1877“.
გვ. 153. ლექსის „ხმა ლოპიანას საფლავიდამ“ დასასრულს: „გიორგი ორბელიანისაა, იხ. „ივერია“, 1877 წ. № 18.“
გვ. 170. დანიშნულია „შკოლა ყ...ისა“, არშიაზე გახსნილია: „შკოლა დათიკო ყიფიანისა“. ხაზგასმულია: „ლ-მე...საგან,“, არშიაზე: „ლევ. მელიქიშვილია?“
გვ. გვ. 173–191. რედაქტორის შენიშვნები: გვ. 173. ხაზგასმულია: „ანტონს“, არშიაზე: „ეს ანტონი ვინ არის? რატომ არ ამბობ? მგონი პოეტის ძმა უნდა იყოს“. ხაზგასმულია: „იხ. ნ. ბარათაშვილი, 1921 წ. გვ. 112, არშიაზე: „იხ. მეუნარგია“.
გვ. 174. ხაზგასმულია: „იხ. გრ. ორბ. მიწ. მოწერა“. მიწერილია: სად? საისტ.-საეთნ. № 177“. მოხაზულია: „მადათაშვილი“. მიწერილია: „მადათოვ, შუშელი? სომეხი. ტფილისელი მოქალაქე“. მოხაზულია: „გაუგებარია“, მიწერილია: „არაფერია გაუგებარი“.
გვ. 175. არშიაზე: „ეს ლექსი დაუწერა ადრევე-მირზაჯანას სიცოცხლეში, როგორც თავის ეპიტაფია, გვ. 42.“ ხაზგასმულია ლექსის სათაური „ახალი აღნაგო“, არშიაზე: „ეს ლექსი სთარგმნა პუშკინმა. ლექსი ეკუთვნის თუმანიშვილს. „ახალ აღნაგო“ მერე ფალიაშვილმა დასწერა მუსიკად. გვ. 176. ხაზგასმულია: „შანშიაშვილი“, მიწერილია: „შიშნიაშვილი“.
გვ. 177. მოხაზულია ადგილი, არშიაზე: „თარგმანი შ. ბილანიშვილის. დაიბეჭდა მეუნარგიას წიგნში“.
გვ. 178. მოხაზულია ადგილი, მიწერილია: „ჩამჩი-მელქო? იხ. საიათნოვა“. აბზაცის დასასრულს წერია: („იხ. ბოჰემა“). მოხაზულია ადგილი. მიწერილია: „წერილები, ამოღებული ი. მეუნარგიიდან“.
გვ. 179. ხაზგასმულია ადგილი, არშიაზე წერია: „იხ. „ლიტ.-საქ.“, 1938, № 16. ცენზორმა ამოიღოო № ვ“. ხაზგასმულია ადგილი, არშიაზე: „იხ. ჩემი „ბოჰემა“. მე-6 აბზაცი მოხაზულია. არშიაზე: „№-რი?“. აბზაცის დასასრულს მიწერილია „(სად წერია?)“. მე-7 აბზაცი მოხაზულია, გვერდზე წერია: „როდის დასწერა?“.
გვ. 187. ხაზგასმულია ადგილები, არშიაზე: „იხ. ბოჰემა“, აბზაცის ბოლოს: „(1874 წ. № 10) ი. გრ.“
გვ. 188. მე-3 აბზაცის ბოლო ოთხი სტრიქონი მოხაზულია და ხაზგასმულია, მიწერილია: „მე ვუთხარი. ი. გრ.“
გვ. 189. შენიშვნაში ხაზგასმულია ადგილები, მიწერილია: „მენდე რაღა! ი. გრ.“
გვ. 190. მოხაზულია ლექსის სათაური: „დათვი და ცხვარი“, მიწერილია: „ზოგი ა. ჭ-ძეს აკუთვნებს“.
გვ. 195. მოხაზულია ლექსის სათაური: „დილა“, მიწერილია: „ახ. დილავ! (ეს ლექსი გ. დვანაძისაა. იხ. ხელთ.). ხაზგასმულია ლექსის სათაური: „ხმა ლოპიანას საფლავიდან“, არშიაზე: „ეს ლექსი გიორგი ორბელიანისაა (იხ. „ივერია“, 187, № 18)“.
წიგნის ბოლოს ფორზაცზე დაკრულია გაზეთიდან ამოჭრილი ო. კრიბას რეცენზია ამ წიგნზე მინაწერით: „Заря“, 1928 წ., 22 ივლისი“. იქვე მიწერილია: „კიდევ იყო რეცენზია ვ. ხუროძისა. „მნათობი“, 1928 წ., № 7“.
კანის მე-3 გვერდზე დაკრულია „კრიტიკოსის“ რეცენზია ამ წიგნზე, ამოჭრილი გაზეთიდან, მინაწერით: „კომ.“, 1928 წ., 7 ივნისი“.
კანის მე-4 გვერდზე მინაწერი: „რეცენზიები: 1. „მნათობი“, 1928 წ., № 7. „წიგნს ბიოგრაფია არა აქვსო“. 2. „კომუნისტი“, 1928 წ., № 17, ივნისისა“. 3. „Заря Востока“, 1928 წ., № 22, ივლისის“.
მეორე ცალის შმუცტიტულზე: „დუბლ. კრილოვიდან სამი ლექსია“.

There are no comments on this title.

to post a comment.
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.