Normal view MARC view ISBD view

თხზულებანი / გ. ერისთავი ; შალვა რადიანის და ი. ბალახაშვილის რედ. ; პ/მგ. რედ.: რ. გვეტაძე ; წინასიტყვ.: შალვა რადიანი.

By: ერისთავი, გიორგი, 1813-1864.
Contributor(s): რადიანი, შალვა [რედაქტორი] | ბალახაშვილი, იაკობ, 1910-19?? [რედაქტორი].
Material type: TextTextSeries: ქართული კლასიკური მწერლობა.Publisher: ტფილისი : ფედერაცია, 1936Description: LXVII, 422 გვ. ; 22 სმ.Subject(s): ლიტერატურა | ქართული ლიტერატურა | ქართული პროზა
Tags from this library: No tags from this library for this title. Log in to add tags.
Item type Current location Call number Copy number Status Date due Barcode
წიგნი წიგნი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1
საცავი. 1 კორპ.
821.353.1 (Browse shelf) ლ2K53669 შესამოწმებელია 2021-16616
წიგნი წიგნი ი.გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი
894.63 ე-783 (Browse shelf) 1321 Available 2019-2395
წიგნი წიგნი ი.გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი
894.63 ე-783 (Browse shelf) 4800 Available 2019-2394
წიგნი წიგნი ი.გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი
894.63 ე-783 (Browse shelf) 38585 Available 2021-3576253
წიგნი წიგნი ი.გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი
894.63 ე-783 (Browse shelf) 43293 Available 2020-10273

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი.
ყდაზე: „ი. გრ. 1936“.
თავფურცელზე წარწერა: „უღრმეს პატივისცემით პოეტსა და მკვლევარს იოსებ გრიშაშვილს ი. ბალახაშვილისაგან. 1936 წ. 13.V. ქ. ტფილისი“.
ფორზაცთან ჩადებულია კონვერტი წარწერით: „იშვიათია, ვ. გუნიასაგან. გ. ერისთავის „გაყრას“ ლიბრეტო. (რუს ხალხისთვის პიესას რომ დაესწრო)“ [?] კონვერტში დევს ქაღალდის შვიდი ნაჭერი მინაწერებით: „1. „გაყრაზე“ გრ. ორბ. იხ. გრ. ორბ. წერილები, I, გვ. 202. ბ. ნიკო ბარათაშვილში გ. ერისთავი. „სულო ბოროტოს“ ჰგავს გ. ერისთავის ლექსი „თანამგზავრი“, გვ. 61. (ერთი ადგილი მაინც, გვ. 63. ქვევიდან 5 სტრ.) 3. გ. ერისთავს თავის პიესაში („დავა“) ნახსენები აქვს ბაირონი, ტორკვატო ტასო, კამოენსი, ოვიდი (იხ. თხზ., 1884, გვ. 223). შილერი, გიოტე, შექსპირი, კალდერონი (იქვე, გვ. 231) და შეშლილი. 4. გლახა – საკუთარი სახელია ქართველებში. როდესაც დედ-მამას შვილი არ რჩებათ, გლახას დაარქმევენ ხოლმე, უფრო შეგვრჩებაო, ალექსანდრე ცაგარელი – (იხ. აღწერილობა ტ. V A კოლექცია. გვ. 215). 5. „ძუნწი“, კომ. 2 მოქმ. თხზ. გიორგ. ერისთავისა. მომქ. 1. კარაპეტ. – დვანაძე, ქალი – ქ. ტატიევისა, არჩილი – უ. ჯაფარიძე, ივანიკა – უ. კორძაია, მონავარდისა – მ. დვანაძისა, მეკუბოვე-ელიოზოვი. 1852. პირველი გამოცემის თავფურცელი. 6. გ. ერის. პიესა „მაიკო“ ეკუთვნის გორის მცხოვრებს რუს მწერალს კამენსკის, რომელმაც დასწერა მოთხრობა „მაიკო“, მერე ბეკლემიშევმა გააკეთა დრამად. (იხ. „დროება“, 1867 წ., № 21, გვ. 1). იხ. დ. ერისთ. წერილი – „დროება“, 1868, № 32, გვ. 4. 7. გ. ერისთავს სულ ექვსი ლექსი აქვს თარგმნ. მიცკევიჩისა. მიცკევიცი, მოგონება („ლაურავ! ნუთუ მაშვენნი“) თარგმ. გიორგ. ერისთ. (იხ. თხზულ. ტ. II. 1867 წ., გვ. VII. აკერმანის მინდორი (აჰა გამოვედ...) თარგ. მისივე, იქვე. გვ. IX. აიუდაღი, თარგ. მისივე, იქვე, გვ. X“.

კონვერტში ჩადებულია: 1. რუსთაველის სახ. სახელმწიფო თეატრის 1941–42 წ.წ. სეზონის პროგრამა, რომელზედაც წერია: „ი. გრ. 1942, 5 მარტი, პრემიერა. 1942, 5 მარტი, პრემიერა რუსთაველში“. პროგრამის მე-2 გვერდზე მინაწერები: „ათანავერდი – გამზრდელი ონოფრესი – სანაძე. ეს მომქმედი პირი წიგნშიაც გამოკლებულია“. 2. გაზეთ „Закавказский вестник“-ის 1850 წლის, № 19, 11 მაისის ნომერი, რომელშიც ადგილები მოხაზული და ხაზგასმულია, არშიაზე წერია: „დავა“. 3. 1849 წ. 30 დეკემბ. რუსულ ენაზე დაბეჭდილი: „Либретто комедии „Раздел“. მესამე გვერდზე ტექსტის დასასრულს მოხაზულია თარიღი და ქვეშ მიწერილია: „პისემსკის „გაყრა“ დაწერილია 1852 წ. 15 აგვისტოს. ი. გრ.“ 4. ამონაჭერი გაზეთიდან ე. ხუციშვილის სტატია „ქართული თეატრის წარსულიდან“. არშიაზე მინაწერით: „1 მარტი 1939 წ., № 49. „ინდუსტრიული ქუთაისი“.
ფორზაცის მე-2 მხარეს მინაწერები: „მაიკო ორბელიანს ეძღვნა: „1. რეცეპტი. 2. მ – …ოს – 64 (ლევან). 3. „დედა და ქალი, 27. ერთ ქალს.“
მინაწერები შმუცტიტულზე: „1. მეფე, რომ ვიყო, გვ. 74. 2. ბაბაჭუა თუ ყაბაჭუა 332. 3. სასტუმროს ტრახტირს ეძახის, გვ. 344 და სხვ. 4. ჰალეევი – 417. 5. ალიხანოვი თუ თარხნიშვილი? 374 და 419. 6. შეშლილში შეცდ., 117. 7. ტირილი ქართველთა, 79. შეცდომაა: 1. უნდა იყოს ბიმონო. გვ. 128. 2. უნდა იყოს ჩტი – გვ. 190. 3. გვ. 187. უნდა იყოს გამოსვლა მეოთხე (ასე გადმობეჭდილია 1884 წლ. გამოცემიდან). რედაქტორის შეცდომები. გვ. 6, 17, 33, 70 – ორჯელ და სხვ.“
გვ. VII. მე-2 აბზაცში ხაზგასმულია ადგილი, გასწვრივ წერია: „იონა მეუნარგიას ეს ყველაფერი ნახული ჰქონდა“. მე-3 აბზაცი მოხაზულია, არშიაზე მიწერილია: „იონა მეუნარგიას აზრია, იხ. გვ. LXVIII“.
გვ. VIII. ბოლო სტრიქონი ხაზგასმულია, ქვეშ მიწერილია: „ვა!“
გვ. 25. ლექსის დასასრულს ხაზგასმულია თარიღი: „1838“, არშიაზე შესწორება: „1832“.
გვ. 31. ლექსის სათაურის ქვეშ ხაზგასმულია ინიციალები: „მ. ო.“ არშიაზე: „მაიკო ორბ.“
გვ. 64. ლექსის სათაურის „მ…ოს“ ზევით: „მაიკო ორბელიანს“, მე-3 ტაეპში ხაზგასმულია: „ლასი…-“, არშიაზე მინაწერი: „ლევან მელიქიშვ. ი. გრ.“
გვ. 68. ხაზგასმულია: „სიასუმბურის ქერქი“. არშიაზე: „სიასამურის ქურქი“.
გვ. 70. მოხაზულია ტაეპი, ქვეშ მიწერილია: „იხ. ეს ლექსი, გვ. 39“.
გვ. 79. არშიაზე მიწერილია: „იხ. Описание ტ. II, გვ. 431. ნიკოლოზ I-ზე? ეს ლექსი „Аргонавт“-შია 1901 წ. დ. ერისთავის სახელით გადათ. ა. ხახანაშვილი რაფ. ერისთავს აკუთვნებს“.

გვ. 117. ხაზგასმულია მე-2 სტრიქონი. მე-3 სტრიქონში მოხაზულია სიტყვა: „ჯვარი“, არშიაზე მიწერილია: „ჩინოვნიკია კარგი სწავლული უცხო სახისა აქვს ბევრი ფული, (დ. ჩუბ. გვ. 164)“. ხაზგასმულია სტრიქონში სახელი: „მაშო“, არშიაზე შესწორება: „ბაბო“. ბოლო სტრიქონში ხაზგასმულია სიტყვა: „დაღუპულო“. არშიაზე მიწერილია: „დაღუპულო, (გვ. 117. ი. მეუნარგია). „ჩაქოლვილო“ (იხ. დ. ჩუბ. გვ. 164)“.
გვ. 118. ხაზგასმულია სიტყვა: „ეკურკურება“, მიწერილია: „სწორია, დ. ჩუბ. ტექსტი, გვ. 165“. იქვე ხაზგასმულია სტრიქონი, გასწვრივ წერია: „აკლია მარცვალი“.
გვ. გვ. 122–123 არშიაზე წერია: „იხ. ახალი ხელთნაწერი. საქ. მუზ. 363“. მოქმედ პირთა სახელების გასწვრივ მიწერილია: „ღაზნელი. პოეტი, პეტერბურგში გაზრდილი. ერთი ხელთნაწერის მიხედვით (№ 363. საქ. მუზ. ჯერ წერია – მირონ ბუღდანიჩი, მერე – ჰოვაქ ბუღდანიჩი, მერე – სარქის ბუღდანიჩი). იმერელი ლომინ. პირველ ვარიანტში არ არის“.
გვ. 124 ტექსტშია: „პატარა იმასაც ჩავაყლაპებდით…“ მიწერილია: „ოქროს აბებს“, გადაშლილია: „ჰო“, გასწვრივ მიწერილია: „ეჰ“. ტექსტში ჩამატებულია: „არა მეშველა რა“.
გვ. 125. ქვემოდან მე-2 აბზაცში ხაზგასმულია ადგილი. არშიაზე წერია: „სტატია. პოეტის ჩინი იქნება, ჰა ტატია, ჰა თუ ზაკონები ეცოდინება“.
გვ. 126. ტექსტშია: „გორში“, არშიაზე მიწერილია: „პატარა ქალაქში“. გადახაზულია: „ეე“, ზევით აწერია „შე“. ჩამატებულია სიტყვები „ახალ ამბავს“. ტექსტშია: „თუთუსოვისა“, ზევით აწერია: „თუთულოვისთვის“. სტრიქონი: „მე თქვენი დავალება მაქვს“ შესწორებულია: „მე თქვენგან დავალებული ვარ“. გადახაზულია: „რა“, არშიაზე მიწერილია: „ოჰ“. ტექსტში ჩამატებულია სიტყვები: „წითელი თალათინის“.
გვ. 127. პირველ და მეორე სტრიქონში ადგილი ხაზგასმულია. ზევიდან აწერია: „ბიჭო, რა აკლია! ჰა, არ მეტყვით?“ ტექსტშია: „ახირ უნდა შენ მოუხერხო“, მიწერილია: „ჩვენ უნდა მოვახერხოთ“. ტექსტშია: „მეტად ხარბია…“ მიწერილია: „ბევრსა გვთხოვს“.
გვ. 128. სტრიქონში მოხაზულია სიტყვა: „ბაბანო“, არშიაზე მიწერილია: „ბომონო“.
გვ. 130. ბოლო სტრიქონში ხაზგასმულია: „ღელვაში ნავით“. ქვეშ წერია: „ფურთვნაში“.
გვ. 131. მოხაზულია ადგილი. არშიაზე წერია: „აქ აკლია მიხეილის მონოლოგი „ჩემო პოეტო“ (იხ. „შეშლილი“, გვ. 100 და პირველი გამოც.)“
გვ. 134. მოხაზულია ტაეპი, ქვეშ მიწერილია: „აქ აკლია“.
გვ. 137. პირველი ტაეპის ქვეშ მიწერილია: „ახ! პრელესტ!“
გვ. 139. ქვემოდან მე-9 სტრიქონი ხაზგასმულია, მოხაზულია სიტყვა „რუსობანა“. არშიაზე შესწორება: „რუსეთობა“.
გვ. 144. ტექსტში ხაზგასმულია: „გოჩი“. არშიაზე წერია: „გოჩი, ძველ გამოცემაშია „ფოჩი“.
გვ. 190. ტექსტშია: „ჩიტი“. არშიაზე შესწორება: „ჩტი“.
გვ. გვ. 274, 363, 364, 365, 366 – ტექსტს დართული აქვს განმარტებანი.
გვ. 279. ქვემოთ არშიაზე წერია: „ბოკაჩიოსიც არისო, ბატიუშკოვისაცაო, გვ. 408.“
გვ. 331. ხაზგასმულია: „პეტრე ლაზარიჩი ალხაზოვი“, არშიაზე: „ვინ იყო?“
გვ. 332. ხაზგასმულია სიტყვა: „ყაბაჭუებით“. არშიაზე: „უნდა იყო ბაბაჭუა“.
გვ. 334. მოხაზულია 1–12 სტრიქონი, არშიაზე: „სოლომონის საფლავი?“
გვ. 335. მე-7 სტრიქონში მოხაზულია „და“. ზემოთ არშიაზე შესწორება, წერია: „თუ“.
გვ. 338. მე-4 აბზაცში ხაზგასმულია სიტყვები, არშიაზე წერია: „ჭიანური და ლოცვა“.
გვ. 344. ხაზგასმულია: „ტრახტირი“, გვერდზე მიწერილია შესწორება: „სასტუმრო“.
გვ. 348. პირველი სტრიქონის გასწვრივ არშიაზე კითხვის ნიშანი.
გვ. 367. მოხაზულია თარიღი, გვერდზე მიწერილია: „დაიბ. 1811 წ. გ. ერისთავი“. ქვევით არშიაზე წერია: „ზაქარია მოკვდა 1847 წ. (იხ. გრ. ორბ. წერილები, ტ. I, გვ. 153)“.
გვ. 368. მოხაზულია გვერდი, არშიაზე წერია: „სხვა გიორგია მგონი“.
გვ. 369. ბოლო აბზაცში მოხაზულია გვარი: „გვანაძე“. ქვეშ მიწერილია: „დვანაძე (?)“.
გვ. 371. სათაურის ქვეშ მიწერილია: „ი. მეუნარგიიდან“.
გვ. 381. მოხაზულია გვერდი, არშიაზე წერია: „ყაბახი“.
გვ. 383. ლექსის სათაურის „ხელჯაგვი“-ს გვერდზე მიწერილია: „ხელთათმანი?“.
გვ. 392. სუფთა გვერდზე წერია: „გამოუტოვებიათ „სოფლური სიმღერა“ – (შავლეგო) იხ. ძვ. გამოც. გვ. 48“.
გაზეთებიდან ამოჭრილი რეცენზიები ამ წიგნზე: 1. გ. ნადირაძისა მინაწერით: „ლიტ. საქართველო“, 1936, № 8, 2. ს. ცაიშვილისა მინაწერით: „ლიტ.-საქართ.“, 1939, № 34“.

There are no comments for this item.

Log in to your account to post a comment.

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 2010 - 2019

გაუგზავნე შეკითხვა ან მოთხოვნა ბიბლიოთეკას