| Item type | Current library | Call number | Copy number | Status | Date due | Barcode | |
|---|---|---|---|---|---|---|---|
წიგნი
|
ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი | 894.63 ნ-676 (Browse shelf(Opens below)) | 2785 | Available | 2021-3580391 | ||
წიგნი
|
ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი | 894.63 ნ-676 (Browse shelf(Opens below)) | 19816 | Available | 2021-3580390 |
დანართი: ა) კერძო წერილები. ბ) გიორგი წერეთლის წერილი. გ) ინგოროყვას გვარეულობა, პავლე ინგოროყვასი გვ. 421-426. დ) ბიბლიოგრაფია: I ეგნატე ინგოროყვას ფსევდონიმები. II ეგ. ნინოშვილის ნაწერები. III ეგ. ნინოშვილის კრებული. IV ეგ. ნინოშვილი უცხო ენებზე. V როდის და სად რა დაწერილა ეგ. ნინოშვილზე 1924 წლამდე. ე) ლექსიკონი ეგ. ნინოშვილის ნაწერებში ნახმარ კუთხური სიტყვებისა და გამოთქმებისა
ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი.
ფორზაცზე: „ი. გრ. 1925. 15/III. II ტომი“.
ეგნატ ნინოშვილის ძეგლის ფოტოილუსტრაციაზე მიწერილია: „იაკობ ნიკოლაძისა“.
გვ. 401. ალექსანდრე თოიძისადმი ე. ნინოშვილის წერილის სქოლიოში მიწერილია: „პურ-ღვინოს“ პატრონი ლექსებსაც წერდა „სანდრო ბიჭის“ ფსევდონიმით. ამის ქალი ნინო (მომღერ.) და ოლია“.
გვ. 403. ე. ნინოშვილის მეორე წერილს ა. თოიძისადმი ქვევით არშიაზე მიწერილი აქვს: „P. S. ეს ორი წერილი პირველად დაიბეჭდა სოციალ-დემოკრატიულ ორგანოში (გაზ. „გრიგალი“, 1906 წ., № 14). ი. გრ.“.
გვ. 412. ე. ნინოშვილის თ. სახოკიასადმი მიწერილ წერილის შენიშვნასთან იაფი სასადილოს შესახებ მიწერილია: „ეს სასადილო იყო მთაწმინდაში და ეკუთვნოდა არჩილ ხვედელიანს. (იხ. „ბოჰემა“, გვ. 140)“.
გვ. 435. ე. ნინოშვილის ბიბლიოგრაფიაში „ქრისტინე“-ს მიმართ: „რუსულადაც არის: მოსიძემ სთარგმნა. ირეთელმა გადააკეთა „სოფლის გმირებიც“ 1911 წ. გამოსცა. „ქრისტინე“ ეკრანზედაც არის (პირველი კინო საქართველოში)“. „პალიასტომის ტბის“ მიმართ მიწერილია: „3. ცალკე წიგნად“.
გვ. 437. 1909 წ. ე. ნინოშვილის შესახებ გამოქვეყნებულ მასალებში ხაზგასმულია: „ურუშაძისა“, მიწერილია: „თუ ურატაძისა“.
გვ. 440. 1921 წ. ე. ნინოშვილის შესახებ გამოქვეყნებულ წერილებს დამატებული აქვს: „ამავე წელს დაიბეჭდა კრებული (ქუთ.) გვ. 261. ილ. ფერაძის წერილი ეგნატე ნინოშვილის (ინგოროყვას) მოწაფეების გარშემო 1877–1878 (ისტ. ბიოგრაფ. გამოკვლევა) გვ. 28“.
გვ. 441. მოხაზულია კრებული „ჩირაღდანის“ გამოცემის ადგილი „ქუთაისი“, მიწერილია: „ტფილისი, „კომ.“ დამატება“, იქვე არშიაზე: „ქუთათური „კრებული“ „ქართული სიტყვა“.
ლექსიკონში: გვ. 446. ხაზგასმულა: „ანძის სიმაღლე“, მიწერილია: „ანძა რაღა? უნდა აიხსნას დიდი ბოძი გემზე, რომელზედაც აფრაა“. გვ. 447. მიწერილია: „ბაიყუში, გვ. 316, რატომ არ არის ახსნილი?“, ხაზგასმულია: „ბაწარი – წვრილი თოკი“, მიწერილია: „ბაწრით ჩამოგკიდებთ და ჩამოგახჩობთ“, გვ. 6–24. რა ახსნა უნდა? წვრილი თოკით ვინ იხრჩობს თავს?“. ხაზგასმულია: „ბელტი“, მიწერილია: „სხვა მნიშვნელობა?“ გვ. 448. ხაზგასმულია: „ბორჯი“, მიწერილია: „ბორჯი – გადასახადია და არა დრო“. „ბუნდრუკის“ გასწვრივ მიწერილია: „ფუნდრუკი, ხბოზე იტყვიან“. ხაზგასმულია: „ქარაგმით“, მიწერილია: „Намек“. გვ. 450. ხაზგასმულია: „გომბიო“, მიწერილია: „მართალია, გომბიო გომბეშოს მნიშვნელობით აქვს ნახმარი ეგნატეს, მაგრამ გომბიო რაღას ნიშნავს, ესეც უნდა აიხსნას თუ აკადემიური გამოცემაა“. გვ. 452. ხაზგასმულია: „ჭონია“, მიწერილია: „ჟილეტი – იხ. აღნიაშვილის ლექსიკონი“. ქვევით არშიაზე: „თივთიკის ყაბალახი, 157“. გვ. 453. ხაზგასმულია: „იაკამა დარი“, მიწერილია: „(გვ. 95)“; „იახში“ – „კარგი“, მიწერილია: „(თათრულია)“. გვ. 456. ხაზგასმულია: „მოკატუნდა“, მიწერილია: „კატასავით“. „მოლაზონის“ გასწვრივ მიწერილია: „მოლოზანი“. გვ. 457. მიწერილია: „მუყაითი მზერა, 161“. გვ. 460. მიწერილია: „სიყვარულობით წაჰკრა, 158“. „ურთხელას“ გასწვრივ მიწერილია: „ურთხის ბოძები, გვ. 5“. გვ. 461. ხაზგასმულია: „ფელიკი“, მიწერილია: „საიდან წარმოსდგება ეს სიტყვა?“ გვ. 462. მიწერილია: „ყიალი, გვ. 155-დაყიალობდა“. გვ. 463. ხაზგასმულია: „მაჭანკალი“, მიწერილია: „ჩ. ჩანჩურ ივანიჩები. გვ. 158“. გვ. 466. „ხალთა“ – მიწერილია: „გუდა, ტომარა, ხელი ხალთის“.
წიგნის ბოლოს ფორზაცზე: „ეგნ. ნინოშვილი“. ფელეტონი Г. К. (გრ. ყიფშიძე). 1895, № 3892. „Нов. обозрен.“ 1905 წელს გამოვიდა Игнатии Ниношвили. გვ. 24 Изд. Кавказоведение. სერია: საქართველოს გამოჩენილ პირთა... [?] ბიოგრაფია“.
There are no comments on this title.
Text