წყლის ელექტროგამაცხელებელი შოთა ნემსაძე, გიორგი დოლაბერიძე.
Material type:
TextLanguage: ge ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 15.07.97. #11Description: გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 6 გვ. ; ფიგურა: 2Patent information: 1133 , B, 1997-07-15, published, SakpatentiOther title: - = Electric Water-Heater : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1997 1133 B : (51) F 24 H 1/20 (IPC, 2006)
- F24H1/20
| Item type | Current library | Call number | Copy number | Status | Date due | Barcode | |
|---|---|---|---|---|---|---|---|
პატენტები
|
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 საცავი. 1 კორპ. | F24H1/20 (Browse shelf(Opens below)) | P 1997 1133 B | Not for loan | 2016-6436 |
Browsing ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 shelves, Shelving location: საცავი. 1 კორპ. Close shelf browser (Hides shelf browser)
- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
გამოგონება განეკუთვნება ელექტროტექნიკის დარგს, კერძოდ, წყლის
ელექტროგამაცხელებელ მოწყობილობებს და შეიძლება გამოყენებული იქნეს
საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის სააბაზანოებსა და სამზარეულოებში.
გამოგონების ტექნიკური შედეგია საიმედოობისა და ელექტროუსაფრთხოების
ამაღლება, მოწყობილობის მუშაობის გამორიცხვა ცივი წყლის ნაკადის
შეწყვეტისას და დამიწების დარღვევისას.
წყლის ელექტროგამაცხელებელი შედგება კორპუსის 1 და ძირისაგან 2,
რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია არამაგნიტური ლითონის ღეროთი
3, კორპუსსა და ძირს შორის წარმოქმნილ გამაცხელებელ კამერაში მოთავსებულია
დახურული ტიპის გამაცხელებელი ელემენტები 4. გამაცხელებელი
დამაგრებულია წყლის შემრევზე ქუროთი 5, ხოლო საშხაპე მილი მაგრდება
გამაცხელებელზე საშხაპე მილის დამჭერით 6. ლითონის ღეროში გათვალისწინებულია
ცივი წყლის შემყვანი ხვრელი 7, რომელიც შეერთებულია ცილინდრულ
კამერასთან 8. ხვრელის თავზე, ცილინდრულ კამერაში თავისუფლად
მოთავსებულია მუდმივი მაგნიტი 9. ლითონის ღეროში გათვალისწინებულია
გამშვები ხვრელი 10, რომლითაც ცივი წყალი ხვდება გამაცხელებელ კამერაში.
ლითონის ღეროზე დამაგრებულია, აგრეთვე, მილი 11, რომელიც მიერთებულია
ცხელი წყლის გამშვებ არხთან 12. ცილინდრული კამერის პარალელურად
ლითონის ღეროს გვერდით კედელში ჩასმულია ნორმალურად ღია
მაგნიტური კონტაქტი 13, რომლის ერთი გამომყვანი მიერთებულია ლითონის
ღეროსთან, ხოლო მეორე გამოყვანილია გამაცხელებლის გარეთ. ამავე დროს
ეს კონტაქტი იმყოფება მუდმივი მაგნიტის მაგნიტურ ველში. კორპუსის გვერდითი
კედლის შესაბამის ჩაღრმავებაში მოთავსებულია ნორმალურად ღია
მაგნიტური კონტაქტი 14, რომელიც იმყოფება მეორე მაგნიტის 15 მაგნიტურ
ველში.
There are no comments on this title.