თხზულებათა სრული კრებული : 15 ტომად. ტ.1 : ლექსები. 1856-1879 / აკაკი წერეთელი ; [რედ. გიორგი აბზიანიძე].
Material type:
TextLanguage: geo თბილისი : საქ. ს.ს.რ. სახელმწიფო გამ-ბა, 1950Description: 502 გვSubject(s):
| Item type | Current library | Call number | Copy number | Status | Notes | Date due | Barcode | |
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
წიგნი
|
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 საცავი. 1 კორპ. | 821.353.1+821.353.1-1 (Browse shelf(Opens below)) | 2K4813 | Available | 2016-7811 | |||
წიგნი
|
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 საცავი. 1 კორპ. | 821.353.1+821.353.1-1 (Browse shelf(Opens below)) | 2K4815 | Available | 2021-3552749 | |||
წიგნი
|
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 საცავი. 1 კორპ. | 821.353.1+821.353.1-1 (Browse shelf(Opens below)) | 2K56232 | Available | 2021-3552752 | |||
წიგნი
|
ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი | 894.63 წ-395 (Browse shelf(Opens below)) | 4635 | Available | მინაწერებით | 2024-862233351 |
ფორზაცზე: „ი. გრ. 1951. 25 თებ.“ იქვე: „ხარაბუზა გენერალს, 224, 457 შენიშ. – ნახევარი ცხოვრების გზა, გვ. 255, შენიშვ. 465“.
გვ. 224–227. შენიშვნები შეეხება ლექსს „ხარაბუზა ღენერალს.“ დასაწყისში მინაწერი: „იხ. ჩემი პუბლიკაციით „ლიტ. გაზეთი“, 1935 წ., № 5, 30 იანვ. ი. გრ.“
წიგნში ჩადებულია 3 კონვერტი. ერთ-ერთ მათგანზე წერია: „აქ არ არის აკაკის „სულით და გულით მიძღვნილი მცირედიც შეიწირების“ („ცისკარი“, 1861 წ., № 6)“. კონვერტში ჩადებულია ქაღალდის ნაჭერი, წარწერით: „აკაკის ლექსი „ძმაო ალექსანდრე!“ (სათაური ასეა, ი. გრ.)
პირველი სტროფი:
„სულით და გულით მიძღვნილი
მცირედიც შეიწირება!
ვიცი გაქვს კითხვის სურვილი
მით შევძელ კადნიერება.
...........
ბოლო სტროფი:
როს შენს კეთილს დასცინიან
შენ ნუ ისმენ მრისხანებით
რას შვრებიან არ იციან
ეტევებათ უგნურებით.
თ. აკ. წერეთელი
(„ცისკარი“, 1861 წ., № 6, გვ. 122).“
მეორე კონვერტს აწერია: „აკაკის დავიწყებული ლექსი – „გარეწრობა“, 1902.“ კონვერტში ჩადებულია ამონაჭერი გაზეთიდან. „აკაკი. ფელეტონი გარეწრობა“ მინაწერით: „ივერია“, 1902 წ., ოქტ. 212. ი. გრ.
მესამე კონვერტზე წერია: „აკაკის ლექსი „სავარცხელი“. იხ. აკაკის ტ. III გვ. 703.“ კონვერტში ჩადებულია ორი ამონაჭერი გაზეთიდან, 14 ქაღალდის ნაჭერი და ა. წერეთელის თხზულებათა სრული კრებულის გამოცემის პროსპექტი 2 ეგზემპლარად.
ამონაჭრები გაზეთებიდან: 1. პ. გუგუშვილის წერილი „ცენზურის მიერ აკრძალული აკაკი წერეთელის ანტიხუცური ნაწერებიდან“ მინაწერით: „იხ. „მებრძოლი ათეისტი“, 1935 წ., № 6, მარტი“. ტექსტში მოყვანილია აკაკის ლექსი „მღვდელი და ექიმი.“ 2. შ. გოზალიშვილის წერილი „აკაკი წერეთელის უცნობი სატირული ლექსი“ მინაწერით: „თბილისი“, 1959 წ., № 80, 4 აპრილი. წერილში მოყვანილია ა. წერეთელის ლექსი „მოძღვარი და მოწაფე.“
ქაღალდის ნაჭრები შენიშვნებით: 1. „აკლია „სავარცხელი.“ 2. ერთმანეთზე მიკრული ორი ფურცელი. პირველზე წერია: „აკაკის ეს ლექსი „სავარცხელი“ ქართულად არსად არ შეგვხვედრია დაბეჭდილი. დაიბეჭდა მხოლოდ მისი რუსული თარგმანი ივან-და მარიას მიერ. (ალბათ ხელთნაწერიდან თარგმნეს). ამ ლექსის რუსული თარგმანი შეტანილია ივან-და მარიას (თხორჟევსკების) წიგნში: „Грузинские поэты в образцах,“ 1897 წ., გვ. 57. რუსული თარგმანი აკაკის უძღვნია პოლონსკისათვის.“ მეორე ფურცელზე: „აკაკის ლექსი „სავარცხელი.“ უმანეცი ალბათ იცნობდა აკაკის პირადად. აი რას ამბობს უმანეცი აკაკის ერთ ლექსზე: „У князя Акакия Церетели есть прелестное, грациозное стихотворние „Гребешок,“ посвященное нешему поэту Я. П. Полонскому, с которым автор был в добрых отношениях.“ С. Уманец (იხ. „Истор. Вестник“, 1901 წ., № 1, გვ. 292).“ 3. „სავარცხელი“ პირობით დავათარიღოთ (1901). 4. პოლონსკის აკაკიმ სხვა ლექსიც უძღვნა („დედაბრის მოგონება“), იხ. II ტ. აკად. გამოც., გვ. 540. ეს ლექსი გაგრძელებაა ან ვარიანტი „სავარცხლისა“. „სავარცხელი“ თარგმნა ივან და მარიამ ხელნაწერიდან. 5. იხ. აგრეთვე ლოლაშვილის „აღწერილობა“, გვ. 50. 6. აკაკი. შილიონის ციხე-დარბაზი. პროზა. („ივერია“, 1905, № 162). 7. აკაკის ლექსი (იხ. ჟ. „ცისარტყელა“, 1920 წ., № 6, გვ. 5). 8. აკაკის ლექსი „ყანა“, „ივერია“,
1905, № 185. 9. 1905 წ. გაზ. „ივერიაში“ აკაკის ბევრი პროზაა. 10. აკაკი – „მოლაღურის ბუდე“. ლექსი. (იხ. „ნაკადული“ – მც. წლ., – 1909 წ., № XVIII). 11. აკაკის ლექსი „ეგ. ნინოშვილს:“
„მას ვინც სიცოცხლე ხანმოკლე
ხანგრძლივად ნაყოფიერი
წმინდათ უმსხვერპლა სამშობლოს
არ დაივიწყებს არც ერი.“
(„ივერია“, 1895, № 116, 6 ივნისი გვ. 1).
12. (წმინდა ნინოს სასწავლებლის კლასის დამრიგებელს) ელიზავეტა კონსტანტინოვნა გენეროზოვას (სურათზე წარწერილი)
„გენეროზოვის ქალს
რომელიც სჭრის თვალს
სიბერის დროს მხოლოდ
პორტრეტით ვუხდი ვალს!“
აკაკი.
აკაკის ლექსი „კატო უმანეცს“ („ივერია“, 1901 წ., № 130). 14. ამ ფურცელზე უცნობი პირის ხელით გადაწერილია ა. წერეთელის უსათაურო ლექსი „ობობამ ქსელი გააბა...“, რომელიც დაბეჭდილია ჟ. „ნაკადულში“
There are no comments on this title.