National Science Library of Georgia

Image from Google Jackets

თხზულებანი მამია გურიელისა (მ. ფაზელისა) : ლექსები (ავტორის სურათით და ბიოგრაფიით) / [წინასიტყვ. ავტ.: ი. მეუნარგია].

By: Contributor(s): Material type: TextTextLanguage: Georgian ქუთაისი : ქუთაისის ამხანაგობისაგან გამოცემული, N 14, 1897 (ი. კილაძისა და ი. ხელაძის სტ.)Description: LVI, 399, VIIIგვ. : [1] ჩართ. ფურც. პორტრ. ; 20სმSubject(s):
Tags from this library: No tags from this library for this title. Log in to add tags.
Holdings
Item type Current library Call number Copy number Status Notes Date due Barcode
წიგნი წიგნი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 რარიტეტი 821.353.1-1 + 821.353.1.092 (Browse shelf(Opens below)) 1aK17570 Available 2014-4702
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 გ-967 (Browse shelf(Opens below)) 687 Available 2019-34498
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 გ-967 (Browse shelf(Opens below)) 1001 Available 2019-34500
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 გ-967 (Browse shelf(Opens below)) 3937 Available 2019-34503
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 გ-967 (Browse shelf(Opens below)) 4194 Available მინაწერით 2019-34502
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 გ-967 (Browse shelf(Opens below)) 28966 Available 2021-3576256
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 გ-967 (Browse shelf(Opens below)) 34659 Available 2019-34501

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი.
ყუაზე: „მამია გურიელი“.
ფორზაცზე: „ეს წიგნი გაარჩია ვ. გომართელმა. (იხ. „კვალი“, 1898 წ., №№ 31–37). ი. გრ.“ იხ. „ნატვრა“, 217. ნეტავ ფაბრიკებიო. მამიაზე მოხსენება წაიკ. გ. ჟღენტმა, 1938 წ., 7 მარტს რუსთ. ინსტიტ.; კოლცოვი თუ შევჩენკო, გვ. 214. იხ. ჩემი – „შევჩენკო ქართულ ლიტერატურაში“ ი. გრ.“ ი. გრიშაშვილი. 1909 წელი. „ალავერდი. 178“.
„მამია გურიელის ლექსი:
1. ირმის ნაამბობი. (იხ. „ივერია“, 1909 წ., (კ. თუმანი) № 39). 2. „მნათობი“, 1932, № 3–4 (ჩემი რედაქციით).
3. ჩემ მიერ აღდგენილი სტრიქონი, გვ. 174 ი. გრ.“ ბოლოში მიწერილია: „1897“.
გვ. 1. ლექსში „ფარვანა“ მე-4 სტროფის პირველი სტრიქონი „რაღა ეს მჭირდა ვაგლახიანსა“ გასწორებულია: „რაღა ეს მჭირდა მე ვაგლახიანს“.
გვ. 49. ლექსის „სნეული“ სათაურის წინ მიწერილია: „ამ ლექსს ზეპირად მღეროდნენ მოძრაობის დროს 1905–6 წელს. ი. გრიშაშვ.“
გვ. 57. ლექსის „ზეპირი სადღეგრძელო გ. შ.-ს“ პირველ სტრიქონში სიტყვა „ჭიქას“ გადახაზულია და ზევიდან წერია: „ჭიქას“.
გვ. 75. უსათაურო ლექსს „მეფე რომ ვიყო, ვუფლებდე“... მიწერილი აქვს: „(ჰგავს ჰიუგოს ლექსს)“.
გვ. 76. ხაზგასმულია ლექსის „სოლოგუბიდან“ სათაური, ლექსის ტექსტი მთლიანად მოხაზულია და ბოლოში ფრჩხილებში წერია: „(მამია გურიელის ლექსები. რედაქცია ი. გრიშაშვილისა“).“ იქვე ჩაწებებულია ქაღალდის ნაჭერი აღნიშნული ლექსის ორიგინალით – ი. გრიშაშვილის ხელით.
„ვ. ა. სოლოგუბი (1813–?)
Княгине +++
Любите, милая княгиня,
Покуда вам дано дышать!
Любовь – небесная святыня,
Любовь – земная благодать.
Любите всех, любите много,
Житейский холод отклоня;
Но уж за то вы, ради бога,
Любите также и меня!
(იხ. ვ. ა. სოლოგუბის ლექსების წიგნი „Тридцать четыре альбомных стихотворения“, Тифлис, 1885 წ., გვ. 15)“
გვ. 98. „დემონის“ თარგმანის მე-2 ნაწილის მე-6 თავში მოხაზულია: „და ლოგინზე რა ძალათ ეშვება, მას სწვავს ბალიში, რაღაც აწუხებს“. ქვმეოთ, არშიაზე: „იხ. ჩემი „შეშლილი ოთახი“.
გვ. 101. მე-9 თავში ხაზგასმულია: „სულო ბოროტო, სულო ცოდვილო, ვინ მოგიხმო...“ არშიაზე: „ნ. ბარათაშვილი“.
გვ. 104. ხაზგასმულია: „განვედი ჩემგან, სულო შემცდარო?“, მიწერილია: „ნ. ბარათაშვილი“.
გვ. 115. „დემონის“ ბოლოს ხაზგასმულია სიტყვები: „ბოლო აკლია“ და მიწერილი არშიაზე: „ასე გამოსცა“. იქვე მიწერილია: „აკლია XII–XV-მდე თავი, ე. ი. მთელი ბოლო. ი. გრ.“
გვ. 129. ლექსის სათაური „ბაირონის გიაურიდამ“ გასწორებულია: „ბაირონის „გიაურიდამ“**
გვ. 140. ლექსის „დედასთან მიწერილი თფილისითგან“ წინ: „წერილი დედას“.
გვ. 164. ლექსის „ჩვენება“ ბოლოდან მეორე სტროფში სიტყვა „ცემა“ გადახაზულია და ზემოდან აწერია: „ვნება. ეს მე გავასწორე, როცა 16 წლისა ვიყავი. ი. გრ.“
გვ. 173. ხაზგასმულია: „გრაფი სოლოგუბის ალავერდი“, ისრით ხაზი გადმოტანილია გვ. 172-ზე და მიწერილია: „ალავერდი სთარგმნა ი. კერესელიძემაც („ლექსნი“. 1878 წ., გვ. 78)“. გვ. 173, ლექსის სათაურს მიწერილი აქვს: „ეს სთარგმნა ი. კერესელიძემაც, იხ. მისი კრებული. გვ... წაიღოს [?] მ. ავალიანმა. იხ. მისი წიგნი „ვედრება“, 1892, გვ. 24.“
გვ. 174. პირველი სტრიქონის შემდეგ მიწერილია: „აკლია“ და ჩამატებული ტექსტის ბოლოს:
„და როგორც ძველსა საუკუნეებში
მოყვრებს პურღვინით, დავხვდეთ, მზათა ვართ.
ჩემი აღდგენილი ი. გრ. იხ. „ვედრება“ მ. ავალიანისა 1892 წ., გვ. 25.“
ლექსს ბოლოში მიწერილი აქვს: „[3 მარტი 1890. ქუთაისი]“.
გვ. 178. ლექსი „ჩემი ალავერდი“. მე-4 სტრიქ. სიტყვა „მოვამდივნოთ“ გასწორებულია: „მოვამდიროთ“. იმავე გვერდზე მესამე სტროფში გამოტოვებული სტრიქონი აღდგენილია: „ჩვენი ძველი არსებობა“. იქვე მოხაზულია „ბრიყვ თათრობა“ და მიწერილია: „ბრიყვ მთავრობა ან რუსობა. ერთ ძველ ხელნაწერშია: „დანა დავცეთ ბრიყვ მთავრობას“ (მე მგონი „დანა“ არ არის სწორი)“.
გვ. 179. ლექსის ბოლოს: „*) ამ ლექსის ვარიანტი იხილე. 1. გუნიას „კალენდარი“, 1892, გვ. 322. 2. და ავალიანის წიგნი „ვედრება“. 3. და ნ. გოცირიძის ხელთ“.
გვ. 211. პოემის „პოეტი და ჩვენება“ ბოლოს მიწერილია: „ივერია“, 1891 წ., № 175. ი. გრ.“
გვ. 214. ლექსის სათაურის წინ: „იასამანმა მითხრა: „ეს ლექსი შევჩენკოს ეკუთვნისო!“ 1938. 10 II. მართალია შევჩენკოსია შევადარე ი. გრ. 1939 წ. 11 II.“ თვით ლექსის სათაურთან „კოლცოვიდან“ გადახაზულია და მიწერილი „შევჩენკოს“ და შემდეგ გვერდზე გაგრძელებულია: „უკრაინული („Минають днi, минають ночi“) Проходят дни, проходят ночи (რუსულად სოლოგუბის თარგმ. გვ. 230)“.
გვ. 215. ლექსს ბოლოში მიწერილი აქვს: „ეს ლექსი დაბეჭდილია „თეატრში“, 1866, № 35. (?) იქ აწერია: „შევჩენკოს ფიქრი“.
გვ. 219. ლექსს „ნატვრა“ ბოლოში მიწერილი აქვს: „დაწვრილებით იხ. „ჩანგი“, 1888 წ., გვ. 215“.
გვ. 221. ლექსს „რათ მინდა?“ ბოლოში: „მომეწონა 21-ს დეკემბერს XII ი. გრიშაშვ. 1909“.
გვ. 228. ქვემოდან მე-7 სტრიქონში მოხაზულია: „ვიღაც ბრიყვიო“ და მიწერილი: „ჩინოვნიკიო (ასე ჰქონია დედანში)“.
გვ. 232. ხაზგასმულია სათაურთან: „ნადსონი“ და მიწერილი: „(თარგმანი)“.
გვ. 255. ლექსს „ქალები“ ბოლოში მიწერილი აქვს: „ივერია“, 1891, № 181“.
გვ. 315. „ჰომერის ილიადას“ ბოლოში მიწერილია: „იხ. კრებული „ცდა“, № II. აქ ლექსი დატეხილია, იქ-არა“.
გვ. 325. ლექსს „პუშკინიდამ“ ზემოდან აწერია: „კერნისადმი“.
სარჩევში:
გვ. III ლექსს „ებრაული მელოდია“ მიწერილი აქვს: „(ბაირონი)“. ლექსს „მეფე რომ ვიყო“ – „(ჰიუგოსებური)“.
გვ. IV ლექსს „ტურფა ქალისთვის თექვსმეტი წლისა“... – „თარგმ.“
გვ. V მოხაზულია ლექსი „ჩემი ალავერდი“ და მიწერილი: „ალავერდი“. ლექსს „პოეტი და ჩვენება“ მიწერილი აქვს: „ფიცით 209“.
გვ. VII. „ჰომერის ილიადა“-ს მიწერილი აქვს: „იხ. „ცდა“ № II“.
წიგნის დასაწყისში, ფორზაცზე დაკრულია 1930 წლის მაგიდის კალენდრიდან 7 აპრილის ფურცელი, რომლის მე-2 გვ. წერია: „ქეიფში მოხვდა და ქალები იყო ბევრი: სთხოვეს მამიას ლექსი სთქვიო და სთქვა ეს კუპლეტი:
„სალამი ჩიტუნებო,
სიმნო სიყვარულისა,
გულ-ჭრელო ყვავილებო,
კეკლუც გაზაფხულისა,
ერის თვალი თქვენ გიმზერთ.
მამული გეღიმებათ,
თქვენ სახელს გულზე იწერს,
მთელი ქვეყნის ბუნება.
ჭიკჭიკით გაიშალეთ,
ბნელი დღეთ შემიცვალეთ,
სალამი ჩიტუნებო,
სალამი გენაცვალეთ!“
გვერდზე მიწერილია: „ზოგი ამბობს მამიასი არ არისო“.
წიგნში ჩადებულია კონვერტი, რომელზეც ა. ლაზარიდი-ციციშვილის ხელით წერია: „სოსოს ჩანაწერები მ. გურიელზე“. კონვერტში დევს: 1. საკატალოგო ბარათი მინაწერით: 1. „ადამიანი“ – მ. გურიელისა. დაიბეჭდა პირვ[ელად] „დროება“-ში, 1868 წ., № 2. 7 კუპლეტია. დაწერის თარიღი 1867 წ., 22 დეკ.“. 2. ქაღალდის ნაჭრები მინაწერებით: „მ. გურიელის „სნეული“. დაიბეჭდა „კრებულში“, 1872 წ., № 8–9, გვ. 220. 3. „ფაზელი“ რითმავდა თავის გვარს:
„გახსოვდე ძველებურად
ამ ბარათის მხაზველი,
უმორჩილეს ერთგულად
მარად შენი ფაზელი“. „კრებული“,1872. № 8–9. გვ. 293. 4. მამია გურიელის ლექსი „ქალი ვიყავ მოწიფული“ მუსიკაზე გადაიღო დევერჩშენკმა. იმღერა თავის ბენეფისში მაკო საფაროვ-აბაშიძისამ 1884 წ., 21 მარტს. 5. „პოეტი და ჩვენება“ აწყობილი იყო და ვეღარ დაიბეჭდა. („ივერია“, 1884. № IV, ყდაზე)“. 6. ქაღალდზე:

„ალლავერდი

1. მეგობრებო! ჯერ ვისურვოდ
ჩვენ სამშობლოს დღეგრძელობა,
და თასები გამოვწუროდ
ღვინოც კარგა შეგვერგება,
ასე ვუთხრად: საქართველოვ!
აღსდეგ, გახდი კვლავ თავხედი,
არა არს-რა უსაშველო...
ყმაწვილებო, „ალლავერდი!!“

2. მოგვაგროვე მტერს გვაჯახე
დეეხსენ იყოს რაოდენი,
გვაბრძოლე და ნუ დაგვლახე
შეიწირე ჩვენი დღენი!
ნურას ჰკრთები, ჩვენ გვარგუნე
რაცა იყოს გასაბედი
დრო ნეტარი მოგვიბრუნე
შემოგვძახე: „ალლავერდი!!!“

3. ფიცსა გაძლევთ არ გიმტყუნოთ
შენ შვილებთგან არცა ერთთმან,
რაც გვიბრძანო აღგისრულოდ,
თუ შეგვასწრო ის დრო ღმერთმან!
შევეტაკნეთ არა ძმებო?
მივუშვიროდ მტრებს მხნე მკერდი,
თქვენ, უებრო მებრძოლებო!
თქვენთანა ვარ: …„ალლავერდი!!!“

4. კმარა რაც რომ გვითმენია,
აწ კი ნუღა დავმონდებით
სხვებისთვის თუ გვიბრძოლია
სამშობლოსთვის ვერ ვიომებთ?
წამოდექით, მოვემზადოთ,
გამოვსცადოთ ერთგულ ბედი
თავს დავესხათ მტერს უზადოთ
იქ დავჭყივლოთ: „ალლავერდი!!!“

5. ვაჩვენოდ რომ ქართველობა
ჯერ სულ მთლად არ გათელილა
გაგვიგია ცრუ მოყვრობა
თმენის ჯაჭვი გაწყვეტილა
აღვიჭურნეთ გმირის კლავით
გავსჟლიტოდ სჯულ გასაწყვეტი.
ავისთვის დავსაჯოთ ავით
ვინც თანხმა ხართ... „ალლავერდი!!!“

6. სისხლი ჩვენი, ჩვენ ტკბილ აღმზრდელს
გადავასხად მოვალეკოთ,
ან სულ გავსწყდეთ ბრძოლისა ველს
ან არა მცველებად ვეყოთ!
ჩავერივნეთ მოსისხლეთა
ვკრად მხარი და ზოგს მოგვერდი
ხმალი ბასრი ვიპყრად ხელთა
ვისიც მძლეთ სჭრის... „ალლავერდი!!!“

7. მენდეთ დროა რომ საბლები
მონობისა აწ გავგლიჯოთ
მამაპაპათ საქმეები
მოვიგონოთ, მტრები ვჟლიტოთ
თაყვანი ვსცეთ ძველსა ღმერთსა
რომ შევიქნათ წასახედი
ძლევის შემდეგ ერთმანეთსა
მივაძახოთ: „ალავერდი!“
[როს გვეღირსოს გამარჯვება
მებრძოლთ ლეწა ზედიზედი,
მაშინ გვმართებს გახარება
სმა, შექცევა, ალავერდი!!!]
8. მანამდის კი სულ ცრემლებით
მოვრწყოთ მიწა მოვალბილოთ
დავიხოცნეთ იმ რწმუნებით
რომ შემდეგში აღვადგინოთ
ჩვენი ძველი არსებობა
გორგასლანის განაჭედი,
დანა დავცეთ ბრიყვ-მთავრობას
ვიღრიალოთ: ალავერდი!
9. ნუ დავუთმობთ ამ სახელსა
ჩვენსა შემდეგ მომავლობას
ფუ, შერცხვენა იმ ქართველსა
კისრად იღებს ვინც ფრთხილობას.
ვინც არ მოკვდეს წინამბრძოლათ
დაიხაროს მტრისწინ ქედი!
მას შეერთოს დედა ცოლად
ჩვენ კი შევსოთ „ალლავერდი!“
10. გვედრებ ვისაც გებრალები
იმ დროს ხელი არ ამიღო
და ეს ჩემი ძველი ძვლები
იქავ მინდვრად გამისაღო
იქ გავშორდე მინდა სულსა,
ვიყო თუნდა წასაწყმედი
ჩვენ ტოლუმბაშს დღეს რჩეულსა
მაშინ ანდეთ: „ალავერდი!“
[აწდეთ]
მ. ფაზელი.
(გადავწერე 1886 წელში გადაწერილი ხელთ. რვეულიდან, რომელიც ეკუთვნის მსახ. ნიკო გოცირიძეს (მისი ძმისა ყოფილა). ი. გრ.“ კუთხეში მიწერილია: „ხელი ზოგან ან. თევზაძისაა“.
7. ფაზელი. 1. „ქალები“, („ივ.“, 1891, № 181). 2. პოეტი და ჩვენება, (იქვე,№ 175)“.
8. მამია გურიელზე წერილი ნიკო ნიკოლაძის (იხ. „Новое обозрение“, 1891 წ. № 2614.
9. გრ. გურიელი. (ნეკროლოგი). იხ. „Н. О.“, 1891. № 2732. № 2614.
10. ბიბლ. მამია გურიელის წიგნზე იხ. („Новое обозр.“) 1897, № 4571.
11. მამია გურიელის გარშემო. იხ. „კვალი“, 1897, № 19, გვ. 373.
12. მამია გურიელის გარშემო. დაგვიანებული ბოდიში. ი. მეუნარგია შემდეგ წერილს წერს „ნოვ. ობოზ-ს“: „ჩემ მიერ მამია გურიელის ლექსთა კრებულისათვის წამძღვარებულ ბიოგრაფიაში შევეხე-რა პირადობისა და ხასიათის დაფასებას, მოვათავსე რამდენიმე ექსპრომტი, რომლებიც ავტორს თითქო სხვადასხვა დროს ეთქვას. ამჟამად ამ ექსპრომტების უმრავლესობა მე მიმაჩნია მოჭორილად და სრულიად უშინაარსოდ და ამიტომ მოვალედ ვრაცხ ჩემს თავს გულწრფელი მწუხარებით ვაღიარო, რომ მათ შესახებ ჩემი კომენტარიები უსაბუთოა.“ („ცნ. ფურც.“, 1898, № 514, 23 აპრილი)“. გვერდზე მიწერილია: „ხომ დაბეჭდილია, მაგრამ ჯერ არავის შეუნიშნავს, თარი ყველასა აქვს, მაგრამ სიმებს როგორ ააჟღერებ, ისაა საქმე. ი. გრ.“
13. მამია. აკაკის ცნობით მამიას უთარგმნია პუშკინის „ეგვიპტური საღამოები“. (იხ. „ნიშადური“, 1908, № 41, გვ. 4).
14. მამია გურიელის არხივიდან. (იხ. გრ. ხავთასის წერილი: ქუთაისის ინსტ. „შრომები“, II ტ., გვ. 290).
15. მამიაზე იხ. ჩემი ა. ცაგარელი და „შევჩენკო ქართულ ლიტერატურაში“, „ლიტ. საქართ.“, 1939, № 14“.
16. მოსაწვევი ბარათი ახალი ქართული ლიტერატურის სექციის სხდომაზე.
17. გაზეთიდან ამოჭრილი ა. ახნაზაროვის წერილი: „მცირე შენიშვნა მამია გურიელის ერთი ლექსის შესახებ“. მინაწერით: „ლიტ. საქართ.“, 1941, № 1“.
მეორე ცალის ყდა საგანგებო დაკვეთითაა დამზადებული. ყუაზე: „მ. გურიელის ნაწერები“ და წინანდელი მფლობელის ინიციალები: „ფ. მ.“
ფორზაცზე: „ფილიპე მგელაძის (პოეტ ფ. რუსთაველის) წიგნებიდან. ვიყიდე სახელგამის ბუკინისტ. 1945. 11-V.“
მეხუთე ცალის შმუცტიტულზე ყოფილი პატრონის ხელწერა: „მ. კინწურაშვილი“.

There are no comments on this title.

to post a comment.
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.