National Science Library of Georgia

Image from Google Jackets

თხზულებანი : ნაწ. 1 / თავად გიორგი დავითის ძის ერისთავისა.

By: Material type: TextTextLanguage: Georgian Publication details: ტფილისი : ალექსანდრე ესტატეს-ძე ერისთავის გამოც., 1867 (მელიქიშვილის და კამპ. სტ.).Description: [4], 206 გვ. [1] : სურSubject(s):
Tags from this library: No tags from this library for this title. Log in to add tags.
Holdings
Item type Current library Call number Copy number Status Notes Date due Barcode
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 ე-783 (Browse shelf(Opens below)) 1316 Available ავტოგრაფით 2020-10266
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 ე-783 (Browse shelf(Opens below)) 43488 Available 2020-10269

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი.
თავფურცელზე ყოფილი პატრონის ხელწერა: „კესარია ახვლედიანის წიგნებიდან“. იქვე: „ვლადიმერ ახვლედიანი“.
კანის მეორე გვერდზე: „I. „მაიკო“, (იხ. გვ. 104 ჩემი მასალ.). II. „თილისმით მოარშიყე“. რუსი პოეტის ლექსი, გვ. 191“.
თავფურცელზე: „(II ნაწილიც გამოვიდა რომელშიაც მხოლოდ პიესებია და დამატების სახით). ლექსები – გადაცემული მიხ. თუმანიშვილის მიერ. ი. გრ.“ იქვე: „მაიკო“ ამ ავტორს არ ეკუთვნის ი. გრ.“
გვ. 102. დრამას – „მაიკო“ მიწერილი აქვს: „ეს დრამა არ ყოფილა გ. ერისთავის (იხ. მე-2-ე გვ.)“.
გვ. 103. ხაზგასმულია სათაური „მაიკო“, მიწერილია: „ამ პიესის ავტორი ყოფილა ბეკლემიშოვი (იხ. ნ. ნიკოლაძის ნაწერი. I, გვ. 100) თარგ. ბ. ჯაფარიძისა. (იხ. ერისთავის თხზ. გვ. LXIX]“.
გვ. 104. ჩაკრულია 1928 წ. 28 მარტის კალენდრის ფურცელი, რომლის თავისუფალ გვერდზე წერია: „მაიკოზე“, გვ. 104. „1846 წლის 22 ოქტომბერს რუსი მსახ. სმირნოვის საბენეფისოდ დაიდგა დრამა „მაიკო“. ამ პიესის შინაარსი აღებულია „из туземной жизни“. „მაიკო“ გადმოაკეთა რუსულიდან ნ. ბეკლემიშოვმა მოსკოვს კამენსკის ცნობილ მოთხრობიდან, რომელიც დაიბეჭდა „Библиотека для чтения“-ში (იხ. წიგნი აქტებიდან ამოკრეფილი მასალებით: „Театр в Тифлисе“, 1888 წ., გვ. 44). ი. გრ.“ კუთხეში მინაწერი: „თხზ. ა. ხახან. ტ. IV. გვ. 90“.
გვ. 180. ხაზგასმულია: „მინუტი“. მიწერილია: „იხ. ლექსი გ. ერისთ. „ერთი მინუტის სიჭაბუკე“.
გვ. 191. ბოლო სტრიქონში ხაზგასმულია სიტყვა: „სათარათი“. არშიაზე მიწერილია: „სათარა“.
გვ. 195. ხაზგასმულია ბოლო სტრიქონში სიტყვა: „კიბე“. არშიაზე მინაწერი: „თუ კაბა?“
გვ. გვ. 196–197 შორის ჩადებულია ქაღალდის ნაჭრები მინაწერებით: „1. ვინ არის რუსი პოეტი? ვისია ეს ლექსი გვ. 191. 2. ვისია ეს ლექსი? „რაზომც მელტვი უფრო გელტვი“ გვ. 176. 3. „რუსული სიყვარული“, გვ. 172 – რუსულს ლაპარაკობდე (გვ. 174). „ვეფხ.-ტყაოსანი“ ხომ ზეპირად იცი, 174“. 4. წარწერა: „ძვირფას სოსოს! პოეტს და მეგობარს! მიეცეს და მიემატოს სახსოვრად სამარადისოდ. ხელჩართვით: „არტემ გაბუნია“. 1937, 24 III“. კალენდრის ფურცელი – 1928, 2 მარტი, მინაწერით: „არსებობს ამ წიგნის II ნაწილიც. თ. გიორგი ერისთავის თხზულებანი. II ნაწილი 1867 წ. შემდეგი შინაარსით: 1. გაყრა, 2. ძუნწი, 3. ყვარყვარე ათაბაგი. 4. უჩინმაჩინის ქუდი. 5. ძალად ექიმი, 6. თალისმის ხანი. ლექსები, (სულ 13 ლექსია). 1. მარი (პუშკინით). 2. რისთვის ოხრავ ჰო, ჭაბუკო. 3. ალბომში („შენი გული ჰგავს ამ ქაღალდს“). 4. აგერ ცაში მზე ბრწყინვალებს… 5. ალბომში („ოდეს ხვიდოდე შენს მტილსა“). 6. სატრფო, ჩვენცა სიყვარული… 7. გაზაფხული. 8. შექმნა სეკრეტრისა რუსულით. 9. მოგონება – მიცკევიჩით. 10. წ. ა-ს 11. მა…ოს. 12. აკერმანის მინდორი (მიცკევიჩი). 13. აიუდაღი (მიცკევიჩი).
ამ ლექსების ზემოთ სწერია რედაქციისაგან: „ეს ლექსები მოვიპოვეთ, შემდეგ წიგნის დაბეჭდვისა და ამისთვის ჩაურთევით ბოლოს. ისინი გადმოგვცა თ. მიხეილ ბირთველის ძემ თუმანიშვილმა, რომელსაც შრომის მიღებისათვის და მონაწილეობისათვის ამ საქმეში ვუძღვნით გულითად მადლობას“.

There are no comments on this title.

to post a comment.
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.