National Science Library of Georgia

Image from Google Jackets

თხზულებანი : სრული კრებული შვიდ ტომად : ტ. 1 : ლექსები / აკაკი წერეთელი ; ა. აბაშელის და პ. ინგოროყვას რედაქტორობით.

By: Contributor(s): Material type: TextTextLanguage: Georgian თბილისი : სახელგამი, 1940Description: XXXIX, 888 გვ. ; 2 ჩ.ფ. პორტრ. და ავტოგრაფSubject(s):
Tags from this library: No tags from this library for this title. Log in to add tags.
Holdings
Item type Current library Call number Copy number Status Date due Barcode
წიგნი წიგნი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 საცავი. 1 კორპ. 821.353.1+821.353.1-1 (Browse shelf(Opens below)) 2K2763 შესამოწმებელია 2022-60021
წიგნი წიგნი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 საცავი. 1 კორპ. 821.353.1+821.353.1-1 (Browse shelf(Opens below)) 2K2926 შესამოწმებელია 2022-60019
წიგნი წიგნი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 საცავი. 1 კორპ. 821.353.1+821.353.1-1 (Browse shelf(Opens below)) 3K1045 შესამოწმებელია 2022-60020
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 წ-395 (Browse shelf(Opens below)) 3651 Available 2020-13364231
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 წ-395 (Browse shelf(Opens below)) 3978 Available 2019-136259

დანართი: სარჩევი და ანბანური საძიებელი გვ. 866-87.

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი.
შმუცტიტულზე: „ჩემს ბიბლიოთეკას არა რედაქტორისაგან: ი. გრ. 1940. 21/VI.“
ფორზაცის მე-2 გვ. და შმუცტიტულზე: „გასწორებული. 1. მწერლობის ფერხული, გვ. 292. 2. არაკი ლუკა ისარლოვზე. გვ. 341. 3. ფარისეველი, გვ. 35, (ხოლო I ტ. გვ. 635 შეცდომაა). 4. ფარშევანგი, გვ. 122. 5. ნინო [ეს ლექსი ბერანჟესია], გვ. 81. 6. ნახევარი ცხოვრების გზა გავლიე და მისი ისტორია: სხვანაირად თუ „სამნაირად“? (გვ. 138). II ტ. 647. 7. დეპუტატი გეგეჭკორია, გვ. 813. (ხოლო სუსტი შენიშ. II ტ. 704). 8. შეცდომაა – გავასწორე – გვ. 752. (ლექსი „ტყვეს“). 9. გავასწორე, გვ. 39. ჩემი გასასწორებელია, გვ. გვ. 332, 300, 138, 719, 785. 81 (ეს ბერანჟესია).“
გვ. 9. ჩადებულია ქაღალდის პატარა ნაჭერი წარწერით: „აკაკის ლექსი „ქართლის სალამი“ („ცისკ.“, 1859, № 10, იხ. I ტ.)“.
გვ. 35. ლექსის „ფარისეველი“ სათაური დანიშნულია და ქვეშ მიწერილია: „[ვუძღვნი მ. საბინინს]*)“. ქვემოთ არშიაზე აღნიშნულია: „*) ასე აწერია ერთ ხელთნაწერ რვეულს, (გადაწ. 1886), რომელიც დაცულია ნიკო გოცირიძესთან.“
გვ. 39. უსათაურო ლექსის არშიაზე წერია: „ეს კუპლეტი ასე უნდა იყოს“ და ქვეშ მიწერილია მე-2 სტროფის სტრიქონები. ლექსში მე-2 სტროფის სტრიქონების გასწვრივ დასმულია რიცხვები, რომლებიც გვიჩვენებს სტრიქონთა განლაგებას სტროფებში: „2, 1, 3, 4.“
გვ. 81. ლექსის სათაურის „ნინო“-ს ქვეშ წერია: „(ვუძღვნი დ. ბერიევს).“ არშიაზე: „ეს ლექსი წარმოადგენს ბერანჟედან ნათარგმნს. თუმცა „ცისკარ“-ში ორიგინალურ ლექსად არის გასაღებული. ი. გრ. (იხ. „ცისკარი“, 1868 წ., იანვარი. გვ. 2). P. S. თარგმანი აქვს გ. გვაზავასაც სათაურით „,მარო“. იხ. მისი „ბერანჟე“ გვ. 37. ი. გრ. რედაქტორს არა აქვს აღნიშნული რომ თარგმანია (იხ. ტ. II, გვ. 642). ალბათ ამ გარემოებამ შეიყვანა შეცდომაში გ. ქიქოძე, როცა მან ეს ლექსი მართლაც აკაკის საკუთრებად მიიჩნია. ბერანჟეს ლექსის სიმახვილე აკაკის ნიჭს მიაწერა (იხ. „ლიტ. და ხელ.“, 1945, № 5).“ ამავე ლექსის დასასრულს გვ. 82 მიწერილია: „ხელმოწერა: აკ. წერეთელი. 20 იანვარი.“
გვ. 121. ლექსი „ფარშავანგის“ სათაურის გასწვრივ არშიაზე წერია: „[ვუძღვნი თ. გრ. ორბელიანს].“ ამავე ლექსის ბოლოს მიწერილია: „[აჭარა]. (იხ. ნიკო გოცირიძესთან დაცული რვეული, გვ. 18) ი. გრ.“
გვ. 125. ლექსის „ხარაბუზა ღენერალი“ დასასრულს მიწერილია: „[7 თებ., 1872 წ. ქუთაისი]. იხ. შ. დადიანის ხელთ.“
გვ. 138. ლექსის „მუხამბაზი“ სათაურის ქვეშ წერია: „[ფიქრები მაქვს წინ შენი სახე მოდის გრ. ორბელიანი.]“ არშიაზე: „თ. და ც.“, 1915, № 6. შენიშვნა, იხ. II ტ. გვ. 647. (აქ არ არის ამ ტექსტის მეორე ნახევრის შევსება). ლექსში დანიშნულია და ხაზგასმულია სიტყვა: „სამნაირად“, არშიაზე განმარტება: „აქ სამნაირად თითქოს ეჭვს იწვევს. პოეტმა გ. შატბერაშვილმა მომწერა – უნდა იყოს, „სხვანაირად“-ო. მაგრამ საქმე ის არ არის, რომ ამ ლექსს გაგრძელება აქვს, სადაც სიტყვა „სამნაირად“ იქ გასაგები ხდება. (წარსული, აწმყო, მომავალი), 1942, 14/VII ი. გრ.“ არშიაზე წერია: „იხ. დროების „ჯიბის კალენდარი“, 1882 წ., გვ. 59. „კრებული“, 1872–1873 წ., № X–XI–XII (სარჩევში არ არის აღნიშვ.). სერგო გორგაძეს კორექტ. შეცდომით. სხვა თარიღი აქვს „1892.“
გვ. 292. ლექსის „მწერლების ფერხული“ ყველა სტრიქონს დართული აქვს შენიშვნა და განმარტება. არშიაზე წერია: „ავტოგრაფი XV/21 პირი–L–2158/4. (იხ. ტ. II, გვ. 660). P. S. ეს ლექსი გავასწორე ნ. გოცირიძის უფროსი ძმის – ალექსანდრეს ხელთნაწერ დავთრიდან, რომელიც გადაწერილია 1886 წ. გვ. 86. [ეს რედაქცია უფრო სწორია]. ი. გრ.“
ლექსში „მწერლების ფერხული“ დასახელებულ ავტორთა სახელებს მიწერილი აქვს გვარები. აქვე ჩადებულია რვეულის ფურცელი. ავტოგრაფ № 1481 H-დან (ლექსი 21) გადაწერილი ლექსით „მწერლების ფერხული“. არშიაზე წერია: „ეს ლექსი „ლიტ. საქართ.-ში გამოაქვეყნა აგრეთვე პ. კეშელავამ.“
გვ. 330. ლექსის „გამოთხოვება“ დაწერის თარიღთან დასმულია კითხვის ნიშანი, ქვეშ მიწერილია: „პირველად დაიბეჭდა „დროებაში“ (ერთი ხანა აკლდა). აქედან გაზეთ „შრომაში“, 1883 წ., № 2.“
გვ. 332. დანიშნულია. არშიაზე წერია: „მხედრობა და შინ მუშაობა.“ (აკაკის შენიშვნა) „იმედი“, 1883, № II. გვ. 31. ი. გრ.“
გვ. 341. ლექსის სათაურის „არაკის“ ქვეშ წერია: [ლუკა ისარლოვს]. იხ. „დროება“, 1884, № 16, 22 იანვ. ეს ლექსი აკაკიმ ხელმოუწერლად დაბეჭდა. ი. გრ.“ მითითებულია ბოლო სტროფი და მიწერილია: „ამ ლექსის შენიშვნაში (იხ. ტ. II გვ. 668) ეს ავტორის მინაწერი არ არის გამოტანილი. ი. გრ.“ იქვე: „P. S. მუნიანს იმერეთში სილითა ხეხენ და ზურგიელის წვენით ჰზელენ. ავტორი (იხ. ნ. გოცირიძის ძმის ხელთნაწ. გადაწ. 1886 წ. გვ. 21)“.
გვ. 695. ლექსის „უკანასკნელი“ ბოლოს მიწერილია: „ი. გრ. (იხ. „ცნ. ფურც.“, 1904, № 2697, 12 დეკემბ.)“.
გვ. 719. ლექსის სათაურის „ხანჯალს“ ზევით არშიაზე წერია: „ამ ლექსზე იხ. აპ. წულაძის წერილი „საბჭოთა მასწავლებელში“, 1940 წ., № 80, სადაც თარიღი გადატანილია უფრო ადრე 1888–1890 წლებში. ი. გრ.“
გვ. 751. მოხაზულია ლექსის „ტყვეს“ პირველი სტროფი, გვერდზე მიწერილია: „რა კარგა იწყება! ი. გრ.“ ლექსის დასასრულს მოხაზულია დაწერის თარიღი, „[1906–07 წ.]“ და ქვეშ მიწერილია: „(იხ. II ტ. 701)? არშიაზე წერია: „დაიბეჭდა 1909 წ. (იხ. გაზ. „მომავალი“, 1909 წ., № 15. 13 სექ. პარიზი, 1909. ი. გრ.)“.
გვ. 785. ლექსის სათაურის „მოლექსეს“ ზევით არშიაზე წერია: „P. S. ეს ლექსი როგორც უცნობი დაიბეჭდა თავის ავტოგრაფით გაზ. „ჭიათურის მაღაროელში“, 1935 წ. № 15. 7 თებერვალი. ი. გრ.“ ხაზგასმულია პირველი სტროფის მე-2 სტრიქონი: „ვის არ უნდა მოლექსობა?“, გვერდზე მიწერილია: „ვინ არ ჩემობს ლექსის წერას (ჯერ ასე ჰქონია).“
გვ. 837. გახსნილია კრიპტონი: „ტ. ს.“, მიწერილია: „ტასოს [ანასტასია მაჩაბლისადმი]. ი. გრ. ეს მე გავშიფრე!“ არშიაზე წერია: „იხ. შენიშვნა, ტ. II, გვ. 704.“

There are no comments on this title.

to post a comment.
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.