TY - BOOK AU - ლეონიძე,გიორგი TI - მგოსანი საათნოვა : : ბიოგრაფიული ესკიზი / PY - 1930/// CY - თბილისი : PB - ქართული წიგნი, KW - საათნავა KW - ბიოგრაფიული ესკიზი N1 - ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი. შმუცტიტულზე: „პოეტს სოსო გრიშაშვილს. საათნავას გამომგონს ჩვენს თანამედროვეობაში. ავტორისაგან. 28/XII“. გვ. 6. ხაზგასმულია ადგილები, არშიაზე: „თურქულად არ არის აღიარებული ეროვნულ პოეტად. ეს „ლეო“ ვიღამ უთხრა? ლეონ-მელიქს“. გვ. 11. მოხაზულია სტროფი, გვერდზე: „ეს ჩემს წიგნიდანაა. ხელთნაწერი არ არის“. გვ. 12. ხაზგასმულია სტრიქონები, არშიაზე: „როგორ? ვის მიერ? ჩემი? რატომ ხმარობს „საჲათ-ნოვას?“ მე ამ ორ სიტყვას ვაერთებ. ეს განზრახ ხომ არ არის“? გვ. 15. ხაზგასმულია: „იხ. ლექსები, გვ. 109“, მიწერილია: „სთქვი რაღა რომ ჩემიდან არის. ი. გრიშაშვილის წიგნი“. გვ. 16. ხაზგასმულია აბზაცი, მიწერილია: „რომ საჲათნოვამ ბესიკზედ ადრე შემოიღო სპარსული ჰანგები, ამას მეც ვამბობ, იხ. ჩემი „საჲათნოვა“. გვ. 18. ხაზგასმულია ადგილები, გვერდზე წერია: „აქ წამოსცდა, ჩანს ზევით მისი აღმოჩენილი არ არის. ჰმ! რატომ ან მე ან თაყაიშვილი არ მოიხსენია?“ გვ. 21. მოხაზულია: „სააზიო მუზ. ხელნაწერი № 222“, მიწერილია: „ამ ხელთნაწერში არც „მათა“, არც ჭუჭყიანი“ არ არის. ეს ჩემი წიგნიდან არის! აი, ასე იკვლევს, აწერს კი № 222-ს“. გვ. 23. მოხაზულია ადგილები, არშიაზე: „რათ ამბობს საათნავას, როცა ასე არ არის ორიგინალში, იქ „საიათნოვა“-ა. გვ. 26. ხაზგასმულია ადგილები, არშიაზე წერია: „ღია კარების მტვრევა, ეს უკვე უარყოფილია! (იხ. ლეოს, ასატურის და ოჰანეზოვის კამათი). მე „ორიზონი“ არ მინახავს. სიტყვა-სიტყვით ჩავწერე ოვანესისაგან ეს ნაამბობი! აშკარაა „ორიზონ“-ში სხვანაირად იქნება“. გვ. 41. ხაზგასმულია, სქოლიოში სტრიქონი, გვერდზე წერია: „რატომ „მცირე უწყება“ არ იხსენებს საჲათნოვას, როგორც მწერალს“. გვ. 53. ხაზგასმულია სტრიქონები, მიწერილია: „იხ. „ძველი ტფილისის ბოჰემა“. სად? როდის? ესენი მეცა მაქვს“. გვ. 62. ამონაჭერი გაზეთიდან „Заря Востока“, 1929, 14 დეკემბერი. ა. არსენიშვილის რეცენზიით „Новое о Саятнова“, არშიებზე მიწერილია: „ეს არსენიშვილი გასალანძღია. ეს კი ექსპლოატაციაა?“. ქაღალდის ნაჭრები მინაწერებით: „1. საიათნოვა. ამ აზრს ერთხელ მ. ჯანაშვილმაც მიაქცია ყურადღება. მ. ჯანაშვილი უსაყვედურებს იმ მწერლებს, რომელნიც არ იხსენიებენ წყაროებს და განზრახ პეტერბურგის ხელთნაწერებს ასახელებენო. არა სჯობია, თვით ბუტკოვი დაასახელოთო, ვინც ეს წყაროები გადაჩხრიკაო. ვითომ პეტერბურგშიც ყოფილან! („ივერია“, 1887, № 98). 2. საჲათნოვასთვის. გადაუბეჭდია ჩვენი წიგნიდან საჲათნოვას ლექსები და წერს: „იხ. სააზიო მუზ. ხელთ. № 222“. ეს ლექსი ამ სახით იქ არ არის. გ. ლ-ძეს ვერ აუცილებია თავიდან ის შეცდომები, რომელიც ჩვენ გაგვეპარა ამ ლექსში“ ER -