TY - BOOK AU - კარმელი, შალვა, TI - ბაბილონი: [ლექსები] PY - 1921/// CY - ტფილისი : PB - გამოც. იოსებ ბერიშვილისა, KW - ქართული ლიტერატურა KW - ქართული პოეზია KW - ქართული ლექსები N1 - ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი. ტ. 1. № 2111-2114- კანზე: „ი. გრ. 8 დეკემბ. 1921 წ.“ ავტორის ფსევდონიმთან წერია: „შალვა გოგიაშვილი“. შმუცტიტულზე: „ამ პოეტმა ლექსი ისე გაიგო. როგორც რითმის მიგნება“. თავფურცელზე: „შალვა გოგიაშვილი გარდაიცვალა 1922 წელს თებერვალს“. გვ. 7. სონეტში „ავტოპორტრეტი პროფილში“ პირველი ტაეპის მე-4 სტრიქონი ხაზგასმულია, არშიაზე: „ასე ვიღაცას აქვს. მოვიგონებ ალბად“. მე-3 სტროფის ორი სტრიქონი მოხაზულია, მიწერილია: „ჩემი საქართ. მტრებს“. მე-4 სტროფის ბოლო სტრიქონი ხაზგასმულია, გვერდზე კითხვის ნიშანი, ქვეშ მიწერილია: „ჯერ ერთი ეს რითმა: „ლექსი, რეფლექსი“ – გვაზავას აქვს (იხილე: „მისი პოემა „შალვა ოდიშელია“, გვ. 38) და მეორე როცა ამბობს – პირველად რითმა მე გავმართეო ქართულ ლექსებში, არც ერთი სხვისი რითმა არ უნდა იკადროს..., ი. გრ.“ გვ. 9. სონეტში „ჩვენება იუდეის ასულის“ მე-3 სტროფში ხაზგასმულია ადგილი, გასწვრივ კითხვის ნიშანი და მინაწერი: „სახურავი: ალბად ჩამოსასხამი! მოსახურზე.“ მე-4 სტროფში ხაზგასმულია ადგილები, ქვეშ მიწერილია: „იხ. ჩემი I ტ. „მიტკლის ბაგე“ (გვ. 205)“ გვ. 10 ლექსის „ეს როდის იყო“ ბოლო სტროფში ხაზგასმულია სიტყვები, იქვე წერია: „იხ. ჩემი I ტ., გვ. 147“. გვ. 13. ლექსის „შურისძიება უკვდავებით“ მე-2 სტროფში ხაზგასმულია სტრიქონი, არშიაზე წერია: „რა კონსტრუქციაა!“. გვ. 16. ლექსის „შეხერაზადეს ზღაპარი“ მე-2 სტროფში ხაზგასმულია სიტყვები, გასწვრივ არშიაზე: „ერთი და იგივე სიტყვები“. გვ. 35. ლექსის „მთვრალი თვალები“ სათაური ხაზგასმულია. არშიაზე: „იხ. ჩემი „ცრემლების კრიალოსანი“ (პროზა). (იხ. „თეატ. და ცხ.“, 1914 წ., № 40)“. მოხაზულია ბოლო სტროფის ორი სტრიქონი, ქვემოთ არშიაზე: „მიბაძვა გალაქტიონისაა“. გვ. 37. ლექსის „ყვითელ თოვაში“ 3–4 სტროფში ხაზგასმულია სარითმე სიტყვები: „ბაღები. ზამბახები“, არშიაზე: „ს. წეველის რითმაა „ამ ბაღებს, ზამბახებს“, მერე იხმარა გალაქტიონმა, ეხლა კი კარმელმა! გვ. 46. ლექსში „გამოტირალი ჩემზე“ მოხაზულია ბოლო სტროფი, ქვეშ წერია: „თაგუნას რითმა“. UR - http://adminkoha.sciencelib.ge/cgi-bin/koha/catalogue/detail.pl?biblionumber=7091 ER -